„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№317
სარეგისტრაციო კოდი
300310000.10.003.024712
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №317

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის  მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 ან 300 მეტრამდე რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყონ II – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ ერთობლივი ბრძანების გამოცემა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბერს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე