„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მიღების თარიღი 03.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №320
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024715 1021
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/10/2024
129 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 84% 30.03.2021 „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ" შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 15.01.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 71% 31.10.2019 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 69% 16.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №320 2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2024 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისში და 2024 წლის 12 სექტემბერს ქ. ათენში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმება. მუხლი 2🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს  ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე