1. გამგეობის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება ამ დებულებით, ადმინისტრაციული სამსახურის დებულებითა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის შესაბამისად.

2. გამგეობის საქმისწარმოებაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურ