“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 03/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.008.097

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №72

2006 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულების” II თავის ,,ე” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,მ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში (სსმ III, 14.11.2005 წ., №133, მუხ. 1472) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-10 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. იმ უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში სურთ მომდევნო კალენდარულ წელს განახორციელონ აბიტურიენტთა მიღება, აკრედიტაციის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის აპრილის პირველი სამუშაო დღისა. ამავე ვადით განისაზღვროს ახლად ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებისათვის მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ განაცხადის წარდგენის ვადა.”.

2. ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უმაღლესი საგამანთლებლო დაწესებულების ერთ მისამართზე არსებული საერთო ფართი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 1000 მ2ს.”;

ბ) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,მუხლი 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს აკრედიტაციის განაცხადის განხილვაზე ან აკრედიტაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.”;

გ) დებულების მე-6 მუხლში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ერთობლიობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას და დაგენილი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში შეფასება განისაზღვროს 2 ქულით.”;

დ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ დებულების მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში შეფასება განისაზღვროს 1 ქულით.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.01.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 30.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №72. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.008.097.
რამდენი მუხლისგან შედგება “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", №72, 30.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.097 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62854/