ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის ხაზინის სპეცანგარიშზე აკუმულირებული სახსრების ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 12.12.1997
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-426
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000141 108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის ხაზინის სპეცანგარიშზე აკუმულირებული სახსრების ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-426
1997 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის ხაზინის სპეცანგარიშზე აკუმულირებული სახსრების ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება-გადამუშავების, ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 ოქტომბრის №551 ბრძანებულების მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის ხაზინის სპეცანგარიშზე აკუმულირებული სახსრების ხარჯვის წესი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან (თან ერთვის).
2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული წესის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება.
3. „ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის ხაზინის სპეცანგარიშზე აკუმულირებული სახსრების ხარჯვის წესი“ გამოქვეყნდეს გაზეთ „აგროინფრომში“.
4. ეს წესი ძალაში შევიდეს გაზეთ „აგროინფორმში“ გამოქვეყნების დღიდან.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებისადმი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბარიძეს.
მინისტრი ბ. გულუა
ღვინის, ღვინო-მასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის ხაზინის სპეცანგარიშზე აკუმულირებული სახსრების ხარჯვის წესი
„საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება-გადამუშავების, ღვინის, ღვინო-მასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 ოქტომბრის №551 ბრძანებულებით:
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინო-მასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები, ნედლეულის შეძენასთან, წარმოებასთან, შენახვას და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
- აღნიშნული ხარჯების დაფარვის სახსრები გადაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ხაზინის სპეციალურ ანგარიშებზე და გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით - ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების დახარჯული ნაწილის კვლავწარმოების დასაფინანსებლად 1997 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სახელმწიფო მარაგის ოდენობის შენარჩუნებისათვის.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს ღვინის ქარხნებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციისა და მათი კვლავწარმოების დასაფინანსებლად ხაზინის სპეცანაგარიშიდან სახსრების ხარჯვის შემდეგ წესს.
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაცია წარმოებს საკონკურსო წესით, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 8 ივლისის №2-197 ბრძანებით, შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრებთან და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1997 წლის 10 ივლისს (№150,012.003.098).
2. ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გამოცხადებულ საწყის ფასზე მეტი ფასით რეალზაციისას ნამეტი თანხა სრულად შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
3. ხაზინის სპეცანგარიშიდან ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის სახსრების ხარჯვის უფლება აქვს მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს.
სახელმწიფო საკუთრებაში ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციის შედეგად ხაზინის სპეცნაგარიშზე შეტანილი თანხიდან საწარმოს უნაზღაურდება ამ პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული დანახარჯები.
4. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციიდან საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში და ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე შესატანი თანხების გამოანგარიშების სისწორესა და შეტანის თავისდროულობაზე.
5. სახელმწიფო საკუთრებაში დასატოვებელი ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის საჭირო თანხა გაიცემა საკონკურსო წესით.
6. ყურძნის გადამამუშავებელ ან ბრენდის სპირტის გამომხდელ საწარმოებზე (მათი უწყებრივი კუთვნილებისა და ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სპეცანგარიშზე აკუმულირებული თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 3 ოქტომბრის №2-330 ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც მტკიცდება სამინისტროს ბრძანებით.
7. ამ ბრძანების საფუძველზე ყურძნის გადამამუშავებელ ან ბრენდის სპირტის გამომხდელ საწარმოებთან ხელშეკრულებას დადგენილი წესით აფორმებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი „სამტრესტი“.
8. ხელშეკრულებაში აუცილებლად დაფიქსირებული უნდა იქნეს, რომ სპეცანგარიშიდან გამოყოფილი თანხის ხარჯზე საწარმოს მიერ წარმოებული ღვინო, ღვინომასალა ან ბრენდის სპირტი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
სხვა პირობებთან ერთად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს:
დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ განსაზღვრული პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა და ხარისხობრივი კონდიცია, რომელიც უნდა აწარმოოს საწარმომ;
შეთანხმებული ვადა, როდემდეცსაწარმო ვალდებულია შეინახოს და კონდიცია შეუნარჩუნოს წარმოებულ პროდუქციას, რომლის შემდეგაც უნდა გაფორმდეს ახალი კონტრაქტი პროდუქციის საპასუხისმგებლო შენახვაზე;
დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გამოანგარიშებული და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული საწარმოს მიერ გამოსაშვები პროდუქციის ღირებულება.
9. სახელმწიფო საკუთრებაში დასატოვებელი ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისდაფინანსებისათვის საწარმოზე გადასარიცხი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საწესდებო კაპიტალის 35 პროცენტს.
10. ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოებისათვის თანხების მისაღებად საწარმომ კომისიას უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
- საწარმოს ბალანსი მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდის სამეურნეო საქმიანობის მიხედვით, დამოწმებული აუდიტის მიერ;
- მომსახურე ბანკის მიერ გაცემული და მისი სათაო ბანკის მიერ დამოწმებული ცნობა წინა და მიმდინარე წლებში საწარმოს მიერ აღებული კრედიტის შესახებ (თუ აქვს აღებული კრედიტი);
- დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა საწარმოს კუთვნილებაში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა შეფასების შესახებ;
- იმ ფასეულობათა ნუსხა, რომელსაც იგი დებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტად.