სტანდარტის დამტკიცების შესახებ „არაჟნის საერთო ტექნიკური პირობები“
სტანდარტიზაციია,მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 04.11.1997
გამომცემი ორგანო სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000136 14
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/12/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.1997 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სტანდარტის დამტკიცების შესახებ „არაჟნის საერთო ტექნიკური პირობები“
საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №131
1997 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
სტანდარტის დამტკიცების შესახებ
არაჟნის საერთო ტექნიკური პირობები
საქართველოს კანონის „სტანდარტიზაციის შესახებ“ და საქართველოს სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემის შესაბამისად, ვბრძანებ:
- დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო სტანდარტები:
სსტ 1. 0-94 სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. ძირითადი დებულება.
სსტ 1.2 -94 სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. სახელმწიფო სტანდარტების შემუშავების წესი.
სსტ 1.4 -94 სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. სამეურნეო ობიექტის სტანდარტი. ძირითადი დებულებები.
სსტ 1.5 -94 სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. ზოგადი მოთხოვნები სტანდარტების წყობაზე, გადმოცემაზე, გაფორმებასა და შინაარსზე.
სსტ 6.2 – 94 დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემები. საორგანიზაციო განკარგულებითი დოკუმენტაციის სისტემა. მოთხოვნები დოკუმენტების გაფორმებისადმი.
სსტ 8.000 – 94 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. მეტროლოგიური უზრუნველყოფა. ძირითადი დებულებები.
სსტ 5.010 – 95 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მომსახურების სერტიფიკაცია. ძირითადი დებულებები.
სსტ 10-95 ღვინოები შუშხუნა. საერთო ტექნიკური პირობები.
სსტ 5.011-96 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. ტურისტული მომსახურებისა და სასტუმროების მომსახურების სერტიფიკაციის წესები.
სსტ 11-96 ტურისტული საექსკურსიო მომსახურება. ტურისტებისა და ექსკურსანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები.
სსტ 12-96 ტურისტული-საექსკურსიო მომსახურება. სასტუმროთა კლასიფიკაცია.
სსტ 13-96 მოსახლეობის მომსახურება. ტერმინები და განსაზღვრებანი.
სსტ 14-96 ტურისტული-საექსკურსიო მომსახურება. ტურისტული მომსახურების პროექტირება.
სსტ 15-96 ტურისტული-საექსკურსიო მომსახურება. ტურისტული მომსახურება ძირითადი დებულებები.
სსტ 16-95 „არაჟანი“. საერთო ტექნიკური პირობები“.
სსტ 1.11-96 სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. შესაბამისობის ეროვნული ნიშანი. ფორმა. ზომები და ტექნიკური მოთხოვნები.
სსტ 17.0.01-97 გარემოს დაცვის სტანდარტების სისტემა. ძირითადი დებულება
სსტ 17.0.02-97 გარემოს დაცვის სტანდარტების სისტემა. ატმოსფეროს, ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურების კონტროლის მეტროლოგიური უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი.
სეკ (NACE) 001-97 ეკონომიკური საქმიანობის სახეობები.
ცვლილება №1 სსტ 16-95 „არაჟანი, საერთო ტექნიკური პირობები“.
მათი შემოღების თარიღად განისაზღვროს 1997 წლის 15 ნოემბერი.
- დამტკიცდეს სახელმძღვანელო დოკუმენტები სტანდარტიზაციაში, მეტროლოგიასა და სერტიფიკაციაში.
სდ 02570339-001-94 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. ძირითადი დებულებები.
სდ 02570339-002-94 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მოთხოვნები სერტიფიკაციის ორგანოსადმი და მისი აკრედიტაციის წესი.
სდ 02570339-003-94 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარების წესი. ზოგადი მოთხოვნები.
სდ 0570339-004-94 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მოთხოვნები საგამოცდო ლაბორატორიებისადმი და მათი აკრედიტაციის წესი.
სდ 02570339-005-94 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. სისტემის სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი.
სდ 02570339-006-94 საერთაშორისო რეგიონალური სახელმწიფოთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნული სტანდარტების გამოყენების წესი.
სდ 02570339-007-94 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის წესი. განცხადება დეკლარაციის გამოყენებისათვის.
სდ 02570339-009-94 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე მომსახურების სერტიფიკაციის წესი.
სდ 02570339-010-95 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. კვების პროდუქტებისა და სასურსათო ნედლეულის სერტიფიკაციის სისტემა.
სდ 02570339-011-995 გაზომვა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. მეტროლოგიური სამსახურები. ტიპიური დებულება
სდ 02570339-012-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. სახელმწიფო მეტროლოგიური ზედამხედველობა.
სდ 02570339-013-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. გაზომვათა საშუალებების დამზადების, რემონტის, გაყიდვისა და გაქირავების საქმიანობის ლიცენზირება.
სდ 02570339-014-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. გაზომვათა საშუალებების დამოწმების ორგანიზაცია და განხორციელების წესი.
სდ 02570339-015-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა . დამოწმების დაღები.
სდ 02570339-016-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. გაზომვათა საშუალებების გამოცდის ჩატარებისა და ტიპის დამტკიცების წესი.
სდ 02570339-017-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. მოთხოვნები გაზომვათა საშუალებების გამოცდების ცენტრებისადმი და მათი აკრედიტაცია.
სდ 02570339-018-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფოთა სისტემა. გაზომვათა საშუალებების სახელმწიფო რეესტრის წარმოება.
სდ 02570339-019-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. იურიდიულ პირთა მეტროლოგიური სამსახურის აკრედიტაციის წესი.
სდ 02570339-020-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. მოთხოვნები საკალიბრებელი სამუშაოების შესრულებისადმი.
სდ 02570339-021-95 გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. დამოწმების დაქვემდებარებულ გაზომვათა საშუალებების გამოყენების სფეროები.
სდ 02570339-008-97 სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. სერტიფიკაციის ექსპერტების მომზადებისა და ატესტაციის წესი.
მათი შემოღების თარიღად განისაზღვროს 1997 წლის 15 ნოემბერი.
საქსტანდარტის თავმჯდომარე ჯ. მანჯგალაძე
არაჟნის საერთო ტექნიკური პირობები
საინფორმაციო მონაცემები
შემუშავებულია: ხორცისა და რძის მრეწველობის ტექნოლოგიური ცენტრის, სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ტკ-17 „ხორცი, რძე და მათი გადამუშავების პროდუქტების“ მიერ.
შემსრულებლები: რ. ლომსაძე ვეტ. მეც. კანდიდატი, ჯ. ახვლედიანი.
შემოტანილია: ხორცისა და რძის მრეწველობის ტექნოლოგიური ცენტრის, სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ტკ-17 „ხორცი, რძე და მათი გადამუშავების პროდუქტების“ მიერ.
დამტკიცებულია
და შემოღებულია
სამოქმედოდ: საქსტანდარტის 1996 წლის 1 ნოემბრის № 100 ბრძანებით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის უწყებათაშორისო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
წინამდებარე სტანდარტის სრული ან ნაწილობრივი აღწარმოება, ტირაჟირება და გავრცელება საქსტანდარტის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
ცვლილება № 1 სსტ 16-96 „არაჟანი საერთო ტექნიკური პირობები“.
დამტკიცებულია და შემოღებულია სამოქმედოდ საქსტანდარტის 1997 წლის 13 იანვრის №3 ბრძანებით
შემოღების თარიღი: 20.01. 1997წ
1. პუნქტი 5.2.2. მე-2 ცხრილი მე-8 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მე-2 ცხრილის გაგრძელება
მაჩვენებლის დასახელება
ნორმა არაჟნისათვის
10% 15% 20% 25% 30%
ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი
ჰორმონალური პრეპარატები
მგ/კგ, არაუმეტეს
- დიეთილსტილბესტროლი არ დაიშვება
- ესტრდიოლი 17 0,0002
2. დანართი 1 ცხრილის მე-4 გრაფის დასათაურება
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვიტამინები
A
B2
რეგისტრირებულია საქსტანდარტში
№ 268/00020/01 13.01.1997 წ.
სარჩევი
1. გამოყენების სფერო ............................................................... 1
2. ნორმატიული მითითებანი ................................................. 1
3. განმარტებანი .......................................................................... 3
4. სახეები ................................................................................ 4
5. ტექნიკური მოთხოვნები .................................................. 4
6. მიღების წესები ................................................................... 9
7. გამოცდის მეთოდები ........................................................ 10
8. შეფუთვა, ნიშანდება, ტრანსპორტირება, შენახვა ........ 11
9. დამამზადებლის გარანტია ............................................... 14
10. დანართი 1 .......................................................................... 15
საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი
არაჟანი
საერთო ტექნიკური პირობები
Sour Cream
General Technical Specifications
პკ 92 2250
შემოღებულია 01.12.1996 წ.
1. გამოყენების სფერო
წინამდებარე სტანდარტი ვრცელდება არაჟანზე, რომელიც გამომუშავდება ნატურალური ან აღდგენილი ნორმალიზებული პასტერიზებული ნაღების შედეგებით რძემჟავა ბაქტერიების სუფთა კულტურებზე დამზადებული დედოთი და განკუთვნილია საკვებში უშუალო მოხმარებისათვის.
2. ნორმატიული მითითებები
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე:
გოსტ 37-91 კარაქი ძროხის. ტექნიკური პირობები
გოსტ 745-79 ფოლგა ალუმინის შესაფუთი ტექნიკური პირობები.
გოსტ 1341-84 პერგამენტი. ტექნიკური პირობები.
გოსტ 1319-85 რძის კონსერვები. ნაღები მშრალი. ტექნიკური პირობები.
გოსტ 2874-82 წყალი სასმელი. ჰიგიენური მოთხოვნები და ხარისხის კონტროლი.
გოსტ 3623-73 რძე და რძის პროდუქტები. პასტერიზაციის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 3624-92 რძე და რძის პროდუქტები. სიმჟავის განსაზღვრის ტიტრომეტრული მეთოდები.
ოფიციალური გამოცემა
გოსტ 4495-87 რძე მშრალი მოუხდელი (საღი). ტექნიკური პირობები.
გოსტ 5037-78E მათარებში მეტალის რძისა და რძის პროდუქტებისათვის. ტექნიკური პირობები.
გოსტ 5867-90 რძე და რძის პროდუქტები. ცხიმის განსაზღვრის მეთოდები
გოსტ 7933-89 მუყაო საკოლოფე. ტექნიკური პირობები.
გოსტ 8273-75 ქაღალდი შესახვევი. ტექნიკური პირობები.
გოსტ 8777-80 კასრების ხის ჩასასხმელი და მშრალი ტარის. ტექნიკური პირობები.
გოსტ 9225-84 რძე და რძის პროდუქტები. მიკრობიოლოგიური ანალიზის მეთოდები.
გოსტ 10970-87 რძე მშრალი ცხიმგაცლილი. ტექნიკური პირობები.
გოსტ 11354-82 ყუთების მრავალჯერადი გამოყენების კვების მრეწველობის პროდუქტებისათვის. ტექნიკური პირობები.
გოსტ 13264-88 რძე ძროხის. მოთხოვნები შესყიდვისას.
გოსტ 13512-91 ყუთები გოფრირებული მუყაოსაგან საკონდიტრო წარმოებისათვის. ტექნიკური პირობები.
გოსტ 13513-86 ყუთები გოფრირებული მუყაოსაგან ხორცისა და რძის მრეწველობის პროდუქტებისათვის. ტექნიკური პირობები.
გოსტ 14192-77 ტვირთის ნიშანდება.
გოსტ 15844-92 ტარა მინის რძისა და რძის პროდუქტებისათვის. ტექნიკური პირობები.
გოსტ 17151-81E ჭურჭელი სამეურნეო ფურცლოვანი ალუმინისაგან. ტექნიკური პირობები.
გოსტ 18251-87 ლენტი წებოვანი ქაღალდის საფუძველზე. ტექნიკური პირობები.
გოსტ 18992-80 დისპერსია პოლივინილაცეტატური ჰომოპორიმერული უხეშდისპერსიული. ტექნიკური პირობები.
გოსტ 23452-79 რძე და რძის პროდუქტები. ქლორ-ორგანული პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები.
გოსტ 25250-88 აფსკი პოლივინილქლორიდული ტარის დასამზადებლად, კვების პროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებებისათვის. ტექნიკური პირობები.
გოსტ 26809-86 რძე და რძის პროდუქტები. მიღების წესები, სინჯის აღებისა და ანალიზისათვის მომზადების, მეთოდები.
გოსტ 26927-86 საკვები ნედლეული და პროდუქტები. ვერცხლისწყლის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 26923-94 საკვები ნედლეული და პროდუქტები. სინჯის მომზადება და მინერალიზაცია ტექნიკური ელემენტების განსასაზღვრად.
გოსტ 26930-86 საკვები ნედლეული და პროდუქტები, დარიშხანის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 26931-86 საკვები ნედლეული და პროდუქტები. სპილენძის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 26932-86 საკვები ნედლეული და პროდუქტები. ტყვიის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 26933-86 საკვები ნედლეული და პროდუქტები. კადმიუმის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 26934-86 საკვები ნედლეული და პროდუქტები. თუთიის განსაზღვრის მეთოდი.
გოსტ 29329-92 სასწორი სტატიკური აწონვისათვის. აწონვის ზღვრები. მეტროლოგიური პარამეტრები.
რსტ 149-75 ნაღები ძროხის რძისაგან. დამზადების მოთხოვნები.
სსტ 1.11-96 სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. შესაბამისობის ეროვნული ნიშანი. ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები.
3. განმარტებანი
3.1. წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები, განმარტებები:
ნატურალური ნაღები - რძის ცხიმოვანი ნაწილი, მიღებული საღი რძის სეპარირებით.
აღდგენილი ნაღები - ნაღები, დამზადებული მთლიანად ან ნაწილობრივ მშრალი რძის, კარაქის, მშრალი ან პლასტიკური ნაღებისაგან.
ნორმალიზებული პასტერიზებული ნაღები - ნაღები, რომლის ცხიმიანობა საჭირო დონემდეა მიყვანილი და თერმულადაა დამუშავებული განსაზღვრულ ტემპერატურულ რეჟიმებზე.
რძე პასტერიზებული - რძე თერმიულად დამუშავებული განსაზღვრულ ტემპერატურულ რეჟიმებზე.
ნაღები პასტერიზებული - ნაღები, თერმიულად დამუშავებული განსაზღვრულ ტემპერატურულ რეჟიმებზე.
ნაღები პლასტიკური - ნაღები, რომლის ცხიმის მასური წილი არანაკებია 73%-ის.
4. სახეები
4.1. არაჟანი ცხიმის მასური წილის მიხედვით შეიძლება დამზადდეს შემდეგი სახეობის:
არაჟანი 10% ცხიმიანი;
არაჟანი 15% ცხიმიანი;
არაჟანი 20% ცხიმიანი;
არაჟანი 25% ცხიმიანი;
არაჟანი 30% ცხიმიანი.
5. ტექნიკური მოთხოვნები
5.1. არაჟანი უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებს და დამზადდეს დადგენილი წესით დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის მიხედვით, სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვით.
5.2. დახასიათება
5.2.1 ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით არაჟანი უნდა შეესაბამებოდეს 1-ლი ცხრილის მოთხოვნებს.
ცხრილი 1
მაჩვენებლის დასახელება
არაჟნის დახასიათება
10% 15% 20% 25% 30%
ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი
კონსისტენცია ერთგვაროვანი, ზომიერად სქელი. ერთგვაროვანი, გარეგნულად პრიალა. დასაშვებია ზომიერად სქელი, არასაკმარისად სქელი, ოდნავ ბლანტი, ჰაერის თითო-ოროლა ბუშტუკის არსებობა, უმნიშვნელო მარცვლოვნება.
გემო და სუნი სუფთა, რძემჟავური, პასტერიზებული პროდუქტისათვის დამახასიათებელი გამოხატული გემოთი და არომატით. დასაშვებია სუსტად გამოხატული საკვების გემონაკრაობა.
ფერი თეთრი კრემისფერი ელფერით, თანაბრად მთელ მასაში.
შენიშვნა: 1. შენახვის შემდეგ გამოშვებული 20, 25 და 30% ცხიმიანი არაჟნისათვის დასაშვებია სუსტად გამოხატული სიმწარე და ტარის (ხის) გემონაკრაობა ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით მონაკვეთში.
2. კარაქის ან პლასტიკური ნაღების გამოყენებით დამზადებული არაჟნისათვის დასაშვებია სუსტად გამოხატული ერბოს გემონაკრაობა.
5.2.2. ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით არაჟანი უნდა შეესაბამებოდეს მე-2 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს:
ცხრილი 2
მაჩვენებლის დასახელება
ნორმა არაჟნისათვის
10% 15% 20% 25% 30%
ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი
ცხიმის მასური წილი,
% არანაკლები
მჟავიანობა. T 10 15 20 25
60-დან
100-მდე
ტემპერატურა
საწარმოდან
გამოშვების დროს
0С, არაუმეტეს 8
ფოსფატაზა არ დაიშვება
ტოქსიკური
ელემენტების
მასური წილი,
მგ/კგ, არაუმეტეს:
ტყვია 0,1 /0,05/*
კადმიუმი 0,03/0,02/*
დარიშხანი 0,05
ვერცხლისწყალი 0,005
სპილენძი 1,0
თუთია 5,0
მიკოტოქსინები,
მგ კგ, არაუმეტეს:
- აფლატოქსინი B1 არ დაიშვება
- აფლატოქსი M1 0.0005
ანტიბიოტიკები ერთ/გ
- ტეტრაციკლინის
ჯგუფის 0,01-ზე ნაკლები
- პენიცილინი 0,01-ზე ნაკლები
- სტრეპტომიცინი 0,5-ზე ნაკლები
მე-2 ცხრილის გაგრძელება
მაჩვენებლის დასახელება
ნორმა არაჟნისათვის
10% 15% 20% 25% 30%
ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი ცხიმიანი
ჰორმონალური პრეპარატები
მგ/კგ არაუმეტეს:
- დიეთილსტილბესტროლი არ დაიშვება
- ესტრადიოლი 17 0,02
პესტიციდები არაუმეტეს დასაშვები დონეებისა, რომლებიც დადგენილია „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხის მედიკო-ბიოლოგიურ მოთხოვნებსა და სანიტარულ ნორმებში“ № 5061-89
შენიშვნა: 1 დასაშვებია არაჟნის ცალკეულ შეფუთულ ერთეულში ცხიმის მასური წილის გადახრა ± 0,5%-ით. ცხიმის მასური წილი საშუალო ნიმუშში უნდა შეესაბამებოდეს მე-2 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს.
2 * ფრჩხილებში მითითებულია ზღვრული დასაშვები რაოდენობა ბავშვთა და დიეტური პროდუქტებისათვის.
5.2.3. რადიონუკლიდების შემცველობა არაჟანში არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ნორმებს.
5.2.4. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არაჟანი უნდა შეესაბამებოდეს მე-3 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს:
ცხრილი 3
მაჩვენებელი
ნორმა
ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები 0,001სმ 3 პროდუქტში პათოგენური მიკროორგანიზმები, მათ შორის, სალმონელები, 25 სმ3 პროდუქტში
არ დაიშვება
არ დაიშვება
5.3. მოთხოვნები ნედლეულისა და მასალებისადმი
5.3.1. არაჟნის დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ნედლეული და მასალები:
- რძე ძროხის გოსტ 13264-ის მიხედვით, არანაკლებ მეორე ხარისხისა, მჟავიანობით არაუმეტეს 200 T;
- რძე ცხიმგაცლილი, მჟავიანობით არაუმეტეს 200 T, სიმკვრივით არანაკლებ 1030 კგ/მ3, უცხო სუნისა და გემოს გარეშე, მიღებული არანაკლებ მეორე ხარისხისა, მჟავიანობით არაუმეტეს 200 T, ძროხის რძის გოსტ 13264-ის მიხედვით სეპარირებით;
- რძე პასტერიზებული მჟავიანობით 16-200 T უცხო გემოსა და სუნის გარეშე;
- ნაღები ძროხის რძიდან რსტ 149-ის მიხედვით:
- ნაღები პასტერიზებული, ძროხის რძიდან ცხიმის მასური წილით არაუმეტეს 35%-ისა, მჟავინაობით არაუმეტეს 200 T, უცხო სუნისა და გემოს გარეშე;
- რძე მშრალი ცხიმმოუხდელი, გაფრქვევითი შრობის უმაღლესი ხარისხის გოსტ 4495-ის მიხედვით;
- რძე მშრალი ცხიმგაცლილი, გაფრქვევითი შრობის გოსტ 10970-ის მიხედვით;
- რძე მშრალი ცხიმმოუხდელი და ცხიმგაცლილი, იმპორტული, სერტიფიკატის მიხედვით;
- ნაღები პლასტიკური ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით;
- ნაღები, მშრალი, გაფრქვევითი შრობის, უმაღლესი ხარისხის კოსტ 1349-ის მიხედვით;
- კარაქი ძროხის, ტკბილი ნაღების უმარილო, მოყვარულთა ტკბილი ნაღების, უმარილო ან გლეხური ტკბილი ნაღების, უმარილო, გოსტ 37-ის მიხედვით. დასაშვებია პირველი ხარისხის სუფთა გემოს მქონე ნაღების კარაქის გამოყენება, რომელსაც გააჩნია კონსისტენციის (დამაკმაყოფილებელი, მსხვრევადი, რბილი, სუსტი), შეფუთვისა და ნიშანდების დეფექტები;
- კარაქი ძროხის, იმპორტული სერტიფიკატის მიხედვით;
- ბაქტერიული დედო და ბაქტერიული კონცენტრატი არაჟნისათვის ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით;
- პეპსინი საკვები ღორის ან საქონლის, მაჭიკის ფხვნილი ან სხვა რძეშემადედებელი ფერმანტული პრეპარატი ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით, ნებადართული გამოსაყენებლად ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს მიერ (მხოლოდ 10 და 15% ცხიმიანი არაჟნისათვის);
- წყალი სასმელი გოსტ 2874-ის მიხედვით.
6. მიღების წესები
6.1. არაჟნის მიღება წარმოებს გოსტ 26809-ის მიხედვით.
6.2. გამოშვებული არაჟნის ყველა პარტია უნდა შემოწმდეს საწარმოს ტექნიკური კონტროლის განყოფილების (ლაბორატორიის) მიერ წინამდებარე სტანდარტთან შესაბამისობაზე და გაფორმდეს ხარისხის მოწმობით, რომელშიც მითითებულია:
მოწმობის ნომერი;
საწარმო - დამამზადებლის დასახელება ან ნომერი;
პროდუქტის სახეობის სრული დასახელება და პარტიის ნომერი;
ადგილის რაოდენობა და მასა ნეტო:
ანალიზების შედეგების მონაცემები პროდუქტის ცხიმის მასური წილის მჟავიანობის, ტემპერატურისა და ორგანოლეპიკური შეფასების შესახებ;
პროდუქტის გამომუშავების თარიღი და საათი ტექნოლოგიური პროცესის დამთავრების მომენტიდან;
რეალიზაციის საბოლოო ვადის თარიღი;
წინამდებარე სტანდარტის აღნიშვნა;
6.3. მოწმობის დედანი პროდუქტის ხარისხის შესახებ ინახება საწარმო-დამამზადებლის ექსპედიციაში (დირექციაში, მფლობელთან), ხოლო დოკუმენტში, რომელიც თან ახლავს პროდუქციას რეალიზაციის პროცესში, მითითებული უნდა იყოს ხარისხის მოწმობის ნომერი, ტექნოლოგიური პროცესის დამთავრების მომენტიდან პროდუქტის გამომუშავების თარიღი და საათი, რეალიზაციის საბოლოო ვადის თარიღი და საათი.
6.4. ტოქსიკური ელემენტების, მიკოტოქსინების, ანტიბიოტიკების, ჰორმონალური პრეპარატებისა და პესტიციდების შემცველობის კონტროლი ტარდება ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ რეკომენდირებულ მე-4 ცხრილში მითითებულ ვადებში.
ცხრილი 4
მაჩვენებლის დახასიათება
კონტროლის პერიოდულობა
ტოქსიკური ელემენტები, მიკოტოქსინები, ანტიბიოტიკები, ჰორმონალური პრეპარატები, პესტიციდები.
ნატურალური ნაღებიდან არაჟნის წარმოების დროს უნდა შემოწმდეს ყოველი მომწოდებლის საღი / ცხიმმოუხდელი / რძე - კვარტალში ერთხელ
------------------„-----------------
აღდგენილი ნაღებიდან არაჟნის დამზადებისას უნდა შემოწმდეს გამოყენებული რძენედლეულის / მშრალი რძე, კარაქი, კარაქი მშრალი და პლასტიკური ნაღები / ყოველი პარტია.
დასაშვებია აღნიშნული რძე- ნედლეულის მომწოდებლისაგან მიღების დროს პროდუქციის თანმხლები შესაბამისობის მაჩვენებლების გავრცელება მიღებულ პარტიაზე
6.5 ანალიზებით თუნდაც ერთ მაჩვენებელზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღებისას მის მიმართ ატარებენ განმეორებით ანალიზს ამონარჩევის გაორმაგებული მოცულობით, რომელსაც იღებენ იმავე პარტიის პროდუქტიდან. განმეორებითი ანალიზის შედეგები ითვლება საბოლოოდ და ვრცელდება მთელ პარტიაზე.
7. გამოცდის მეთოდები
7.1. არაჟნის ნიმუშის აღება და მათი მომზადება ანალიზისათვის გოსტ 26809-ისა, და გოსტ 26929-ის მიხედვით.
ანალიზის მეთოდები: გოსტ 3623-ის, გოსტ 3624-ის, გოსტ 5867-ის, გოსტ 9225-ის, გოსტ 26927-ის, გოსტ 26930-ის, გოსტ 26931-ის, გოსტ 26932-ის, გოსტ 26-933-ის, გოსტ 26934-ის მიხედვით.
7.2. რადიონუკლიდების, პესტიციდების, აფლატოქსინების, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონალური პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრა წარმოების ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს მიერ დამტკიცებული მეთოდებისა და გოსტ 23452-ის მიხედვით.
7.3. ანალიზი პათოგენურ მიკროორგანიზმებზე ტარდება სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის წესით სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის მიერ, ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ დამტკიცებული მეთოდებით.
8. შეფუთვა, ნიშანდება, ტრანსპორტირება და შენახვა
8.1. შეფუთვა
8.1. არაჟანი უნდა შეიფუთოს სამომხმარებლო და სატრანსპორტო ტარაში. სამომხმარებლო ტარაში: კეთდება ყველა სახეობის არაჟანი.
სამომხმარებლო ტარაში არაჟნის შესაფუთად გამოიყენება:
მინის ტარა III - ტიპის ნომინალური ტევადობით 200 და 500 სმ და IV ტიპის ნომინალური ტევადობით 250 სმ გოსტ 15844-ის მიხედვით:
ჭიქები კომბინირებული მასალისაგან, ნომინალური ტევადობით 250 და 500 სმ3 ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით;
ჭიქები პოლისტიროლის, ნომინალური ტევადობით 100, 150, 200, 250 და 500 სმ3, ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით;
კოლოფები ნომინალური ტევადობით 200 და 250 სმ3, დამზადებული პოლისტიროლის ლენტის ან მრავალფეროვანი პოლისტიროლის ლენტისაგან ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით, პილივინილქლორიდული აფსკისაგან გოსტ 25250-ის, მიხედვით და პოლიეთილენის ლენტისაგან ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით.
სატრანსპორტო ტარაში 20, 25 და 30% ცხიმიანი არაჟნის შესაფუთად გამოიყენება: ალუმინის ბიდონები ნორმალური ტევადობით 10 დმ გოსტ 17151-ის მიხედვით;
მათარები ლითონის ნომინალური ტევადობით 383 დმ გოსტ 5037-ის მიხედვით;
კასრები ხის ნომინალური ტევადობით 50დმ3 გოსტ 3777-ის მიხედვით;
დასაშვებია 10 და 15% ცხიმიანი არაჟნის შეფუთვა ბიდონებსა და მათარებში;
არაჟანი შეიძლება შეიფუთოს სხვა სახის სამომხმარებლო და სატრანსპორტო ტარაშიც, თუ ისინი დამზადებულია რძის პროდუქტებისათვის განკუთვნილი შესაფუთი მასალისაგან და ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ.
8.1.2. არაჟნის მასა ნეტო სამომხმარებლო ტარაში უნდა შეესაბამებოდეს მე-5 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს.
ცხრილი 5
სამომხმარებლო ტარის ნომინალური ტევადობა, სმ3
პროდუქტის მასა, ნეტო სამომხმარებლო ტარაში, კგ
100
100 ± 4
150
150 ± 5
200
150 ± 6, 180 ± 6, 200 ± 6
250
230 ± 7, 240 ± 8, 250 ± 8
300
300 ± 9
500
400 ± 10, 450 ± 10, 500 ± 10
8.1.3 არაჟნის მასა ნეტო სატრანსპორტო ტარაში უნდა შეესაბამებოდეს მე-6 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს.
სატრანსპორტო ტარის
ნომინალური ტევადობა, დმ 3
პროდუქციის მასა ნეტო სატრანსპორტო ტარაში, კგ
10
10,0
38
35,0
50
50 ± 0,1
პროდუქტის დოზირებას სატრანსპორტო ტარაში აწარმოებენ საშუალო კლასის სასწორზე, რომლის აწონვის უმაღლესი ზღვარია 150 კგ გოსტ 29325-ის მიხედვით.
8.1.4. არაჟნიანი მინის ტარა უნდა დაიხუროს თალფაქით ალუმინის ფოლგისაგან, გოსტ 745-ის მიხედვით.
სხვა სახის სამომხმარებლო ტარა უნდა დაიხუფოს იმ ხერხით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის სრულ შენახვას.
8.1.5 ბიდონები, მათარები და კასრები უნდა იყოს სავსე არაჟნით, დაფარული ჰქონდეს პერგამენტი გოსტ 1341-ის მიხედვით და მჭიდროდ ეხუროს სახურავი. ბიდონებისა და მათარების სახურავი შემჭიდროებული უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ რძის პროდუქტებთან შეხებაში ნებადართული რეზინისაგან დამზადებული შუასადებით ან პერგამენტით. პროდუქტის კასრებში შეფუთვის დროს დასაშვებია ტომარა-საფენის გამოყენება, დამზადებული პოლივინილიდენქლორიდიალ- „პოვიდენის“ აფსკის ან სხვა პოლიზერული მასალისაგან, რომელიც ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს მიერ რძის პროდუქტებთან შეხებაში.
8.1.6. არაჟანი სამომხმარებლო ტარაში საწარმოდან გამოშვებული უნდა იქნეს მავთულისა და პოლიმერული მრავალჯერადი გამოყენების ყუთებში ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით, ხის ყუთებში გოსტ 11354-ის მიხედვით, მუყაოს ყუთებში გოსტ 13513-ისა და გოსტ 13512-ის მიხედვით, მასით ნეტო არაუმეტეს 15 კგ, აგრეთვე კონტეინერებში ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით.
8.1.7. სამომხმარებლო პოლიმერულ ტარაში შეფუთულ არაჟანს აწყობენ სატრანსპორტო ტარაში (პ. 8.1.6) ერთმანეთთან მჭიდროდ, 4 სართულად, ვერტიკალურად, თითოეული ჰორიზონტალური რიგი გადაფენილი უნდა იყოს მუყაოს გოსტ 7933-ის მიხედვით შუასადებით ან სქელი ქაღალდით გოსტ 8273-ის მიხედვით.
8.1.8. კონტეინერები, ბიდონები და მათარები პროდუქტით უნდა იყოს დალუქული. გოფრირებული მუყაოს ყუთების სარქველებს აწებებენ ქაღალდის საფუძვლიანი 50-100 მმ სიგანის წებოვანი ლენტით გოსტ 18251-ის მიხედვით ან პოლივინილაცეტატური დისპერსიით გოსტ 189 2-ის მიხედვით, აგრეთვე სხვა წებოთი, რომელიც უზრუნველყოფს შეფუთვის სიმტკიცეს და ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს მიერ რძის პროდუქტებთან შეხებაში.
8.2. ნიშანდება
8.2.1. ალუმინის ფოლგის თალფაქზე, პოლისტიროლის ჭიქაზე ან კოლოფზე ამოტვიფრით, ტიპოგრაფიული წესით, ან გადაურეცხავი საღებავით უნდა გაკეთდეს შემდეგი აღნიშვნები:
საწარმოო- დამამზადებლის დასახელება და სასაქონლო ნიშანი;
პროდუქტის სახეობის სრული დასახელება:
მასა ნეტო;
რიცხვი ან დღე რეალიზაციის საბოლოო ვადისა;
წინამდებარე სტანდარტის აღნიშვნა;
ინფორმაციული მონაცემები პროდუქტის კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ (ალუმინის თალფაქის გარდა).
მათარაზე, ბიდონზე ან კასრზე აწებებენ, ან კიდებენ იარლიყს იმავე აღნიშვნებით.
8.2.2 სატრანსპორტო ტარის ნიშანდება - გოსტ 14192-ის მიხედვით გაფრთხილებული ნიშნის „მალფუჭებადი ტვირთი“ აღნიშვნით.
8.2.3. არაჟნის რეალიზაცია სავაჭრო ქსელში უნდა ხორციელდებოდეს 100 გ პროდუქტის კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ ინფორმაციული მონაცემების არსებობისას.
8.2.4 საქართველოში სარეალიზაციოდ დამზადებული პროდუქციის ნიშანდება სრულდება ქართულ ენაზე, ხოლო მის ფარგლებს გარეთ მიწოდების დროს ქართულ ენასა და ერთ-ერთ საერთაშორისო ან დამკვეთის ენაზე.
8.2.5. სერტიფიცირებულ პროდუქციას უნდა უკეთდებოდეს შესაბამისობის ნიშანი სსტ 1.11-ის მიხედვით. შესაბამისობის ნიშნის დასმა ხდება ნიშანდების ეტიკეტზე ან იარლიყზე.
სატრანსპორტო ტარაზე სამომხმარებლო შეფუთვით აწებებენ ეტიკეტს ან კიდებენ იარლიყს სასერტიფიკაციო ნიშანდებით.
8.3. ტრანსპორტირება
8.3.1. არაჟნის ტრანსპორტირება მომხმარებლამდე წარმოებს ავტორეფრიჟერატორებში, იზოთერმულ ან დახურულ ძარიან ავტომანქანებში საავტომობილო ტრანსპორტით მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვაზე მოქმედი წესების შესაბამისად.
დასაშვებია პროდუქტის ტრანსპორტირება ღია ავტოტრანსპორტით, თუ არაჟნიანი კალათები, ყუთები ან მათარები დაფარულია ბრეზენტით, ან მისი შემცვლელი მასალით.
8.4. შენახვა
8.4.1. არაჟანი უნდა ინახებოდეს 6±20C ტემპერატურაზე არაუმეტეს 72 საათისა ტექნოლოგიური პროცესის დამთავრებიდან, მათ შორის, წარმოება-დამამზადებელში არაუმეტეს 36 საათისა.
9. დამამზადებლის გარანტია
9.1. დამამზადებელი იძლევა გარანტიას წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებთან არაჟნის შესაბამისობის გარანტიას, თუ დაცული იქნება ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები.
დანართი 1
(სავალდებულო)
არაჟნის კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების ძირითადი მაჩვენებლები
(100გ პროდუქტზე გაანგარიშებით)
პროდუქტის დასახელება
ცილა
გ
ცხიმი
გ
ნახშიწყლები გ
ვიტამინები,
მგ
ენერგეტიკული ღირებულება კკალ.
A2
B
არაჟანი 10% ცხიმიანი
3,0
10,0
2,9
0,06
0,10
115
არაჟანი 15% ცხიმიანი
2,9
15,0
3,0
0,15
0,10
160
არაჟანი20% ცხიმიანი
2,8
20,0
3,2
0,15
0,11
206
არაჟანი 25%ცხიმიანი
2,6
25,0
2,7
0,17
0,10
248
არაჟანი 30%
2,4
30,0
3,1
0,23
0,10
294
რედაქტორები: ა. ჭიჭინაძე
ქ. თავართქილაძე
კორექტორი: მ. თაბორიძე
ოპერატორი: ც. კირვალიძე
გადაეცა წარმოებას 5.11.96, ხელმოწერილია დასაბეჭდად 10.11. 96
პირობითი ნაბეჭდი თაბახი 1,3 სააღრიცხვო-საგამომცემლო თაბახი 0.9
ტირაჟი 100 ეკზ. ფასი სახელშეკრულებო