⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.04.2001)
გაუქმებულია:

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.1998
ძალის დაკარგვა 19.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-18
სარეგისტრაციო კოდი 000001500.12(0).031.000068 2
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 23/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
827 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.1998 მიღება
19.04.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნებისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-18 1998 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულება (დანართი №1) და ხარჯთანუსხა (დანართი №2). 2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ: /ი. ლომთათიძე/ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარ სამმართველოსთან ერთად უზრუნველყოს: ა/ კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება; ბ/ საქვეუწყებო დაწესებულების სახელწმიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია; 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 3 მარტის №2-60 ბრძანებით დამტკიცებული მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულება, ჩაითვალოს ძალადაკარგულად. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გურამ დიდბარიძეს. მინისტრი                                                                            ბ. გულუა დებულება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს შესახებ. I. ზოგადი დებულებანი 1. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველო (შემდგომში –მთავარი სამმართველო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის № 670 ბრძანებულებით. 2. მთავარი სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, რომლის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. მთავარი სამმართველოს მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. მთავარი სამმართველოს მისამართია: ქ. თბილისი, 380023, მ. კოსტავას ქ. № 41. 3. მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, განკარგულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინსიტროს ბრძანებებითა და ამ დებულებით. 4. მთავარ სამმართველოს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიში ხაზინაში „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. 5. მთავარი სამმართველო ეფუძნება ერთმართველობის პრინციპს, მთავარი სამმართველოს თანამდებობის პირს უფლება აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. 6. მთავარ სამმართველოს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებას უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის დადგენილი. 7. საჭიროების შემთხვევაში ძირითადი ფონდების უფრო ეფექტურად და ობიექტურად გამოყენების მიზნით მთავარ სამმართველოს უფლება აქვს უშუალოდ დაიქვემდებაროს მასში შემავალი ორგანიზაციების სასაწყობო მეურნეობები, როგორც არასამეურნეო ანგარიშზე მყოფი ერთეული. 8. მთავარი სამმართველოს დებულებასა და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. II. მთავარი სამმართველოს საქმიანობის მიზანი, სფერო და ამოცანები 9. მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა. - საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგების, აგრეთვე ჩაის, ღვინის, საკონსერვო, თამბაქოს, პურ-პროდუქტების, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების, ხორცის, რძის, საკონდიტრო, ეთერზეთების, სამრეწველო საწარმოებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სააქციო საზოგადოებების, კონცერნების, ასოციაციების, ფირმების ტექნოლოგიური ხაზებით, საამშენებლო, საწვავ-სათბობი მასალებით, ქიმიური და რეზინოტექნიკური ნაწარმით, აგრეგატებით, ელექტრო-მოწყობილობებით, ავტოტრანსპორტით, სათადარიგო-ნაწილებით (მ.შ. იმპორტული წარმოების), კვებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით, ქაღალდით, ტარა-შესაფუთი მასალებითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგება და მომსახურება. ბ. - სხვადასხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე იურიდიული პირების რეალური მოთხოვნილების დადგენა (მათი ფინანსური საშუალებების გათვალისწინებით), მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, მომწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, გრძელვადიანი, სამეურნეო კავშირების დამყარება და ამ საქმეში ხელის შეწყობა. III. მთავარი სამმართველოს უფლებამოსილებანი 10. მთავარ სამმართველოს უფლება აქვს: ა. - ადგილზე გაეცნოს, თავისი კომპენტენციის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობას. მოითხოვს ამ დებულებათა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია საწარმოთა პასუხისმგებელი პირებისაგან. ბ. - მიუთითოს პასუხისმგებელ პირებს მათ მიერ დაშვებულ დარღვევებზე. გასცეს სავალდებულო მიწერილობები, დაავალოს მათ გარკვეულ ვადებში აღმოფხვრან გამოვლენილი ნაკლოვანებები. განახორციელოს მიწერილობათა და მითითებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე პერიოდული კონტროლი, მასალები დარღვევების შესახებ გადასცეს შესაბამის უწყებებსა და მმართველობისა და თვითმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. გ. - განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა და იმ სახელწმიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დელეგირებულია მთავარ სამმართველოზე. IV. მთავარი სამმართველოს ორგანიზაცია და სტრუქტურა 11. მთავარი სამმართველოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ. - მთავარი სამმართველოს მართვას ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანებით; - მთავარი სამმართველოს აპარატი შედგება ხელმძღვანელობის, სამმართველოებისა და განყოფილებებისაგან. 12. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა. - პერსონალურად აგებს პასუხს სამუშაოს ორგანიზაციასა და მის შედეგებზე; ბ. - მოქმედებს სამინისტროსა და მთავარი სამმართველოს სახელით, მონაწილეობს ხელშეკრულებათა გაფორმებაში; გ. - თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; დ. - ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეებსა და აპარატის თანამშრომელთა შორის; ე. - თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან მთავარი სამმართველოს აპარატის შესაბამის მუშაკებს; ვ. - ახორციელებს კადრების შერჩევას და განაწილების ღონისძიებებს უზრუნველყოფს მათი საქმიანი კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად; ზ. - იხილავს თანამშრომელთა, სპეციალისტთა განცხადებებს, წინადადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა მიღებას; თ. - ახორციელებს ღონისძიებას მთავარი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სტილისა და მეთოდების გაუმჯობესებისათვის; ი. - აგზავნის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს სამსახურებრივ მივლინებებში, იხილავს მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს მივლინებების შედეგების შესახებ და ღებულობს საჭირო ზომებს; კ. - დადგენილი წესით ამტკიცებს მთავარი სამმართველოს მუშაკთა შვებულების გრაფიკს; ლ. - ამტკიცებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვეგანყოფილების დებულებებს; მ. - ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების მთავარი სამმართველოს მიერ დაფუძვნებული სახაზინო საწარმოო „საქკვებმომარაგებაგასაღებისა“ და სხვა საკურორტო ორგანიზაციების მიმართ; ნ. - წარმართავს მთავარი სამმართველოსა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, თვალყურს ადევნებს მათი მოვალეობების შესრულებას. V. დასკვნითი დებულებები 13. მთავარი სამმართველოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 14. მთავარი სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით.