„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „იბერიის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№158/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №158/ნ

2024 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის   კოლეჯ „იბერიის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „იბერიის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №129/ნ  ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017753) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „იბერიის“ წესდების მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლეჯის მიზანია რეგიონის ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვა და მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, რეგიონში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მხარდაჭერა მათი ორგანიზაციული და პროფესიული განვითარებისათვის.“;

ბ) მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დასაქმებას/თვითდასაქმებას და ამ მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და მათ გაერთიანებებთან;“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ„პ ქვეპუნქტები:

„მ)  პროფესიული განათლების  განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეასრულოს უნარების ჰაბის ფუნქცია რეგიონში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერების, შესაბამისი სერვისების მიწოდებისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნისა და განხორციელების გზით;

ნ) რეგიონულ დონეზე განახორციელოს საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდაჭერა;

ო) რეგიონის დონეზე უზრუნველყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, სამიზნე ჯგუფების ინფორმირებისა და მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განათლებაში ჩართვის ხელშესაწყობად;

პ) შეიმუშაოს და განავითაროს პროფესიულ განათლებაში ინოვაციური მართვისა და სწავლების მოდელები და მათი დანერგვისთვის გააძლიეროს რეგიონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე