სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
დირექტორის ბრძანება №REG 6 24 00002572
2024 წლის 1 ოქტომბერი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ" პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „უნიქალმედზე“ (ს/ნ 412714870, ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, აკაკი წერეთლის V შესახვევი, №4) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: „არასპეციალიზებული დახმარება“.
2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „უნიქალმედის“ (ს/ნ 412714870) დირექტორის, შოთა მარუაშვილის განცხადებები: №801407, 26.07.2024წ. და №879963, 19.08.2024წ.
ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 1642-130, 27.09.2024წ.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №25, 01.10.2024წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი