ინსტრუქცია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მისაღებად მინდობილობების გაცემისა და მინდობილობებით ფასეულობათა გაცემის წესის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 11.07.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №12-03
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000191 108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 16/01/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ინსტრუქცია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მისაღებად მინდობილობების გაცემისა და მინდობილობებით ფასეულობათა გაცემის წესის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №12-03
1995 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
ინსტრუქცია
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მისაღებად მინდობილობების გაცემისა და მინდობილობებით ფასეულობათა გაცემის წესის შესახებ
1. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მისაღებად მინდობილობები გაიცემა საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სათანადო თანამდებობების პირებზე ტიპური ფორმის ბლანკებზე:
არ დაიშვება მინდობილობების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც მოცემულ საწარმოში (ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში) არ მუშაობენ, მინდობილობები ხელმოწერილი უნდა იქნეს საწარმოს (ორგანიზაციის, დაწესებულებების, ხელმძღვანელის (ხელმძღვანელის მოადგილის) და მთავარი ბუღალტრის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ. მინდობილობებზე ხელის მოწერის უფლება, ხელმძღვანელის და მთავარის ბუღალტრის მიერ უფლებამოსილ პირებზე ფორმდება ბრძანებით.
2. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობის მისაღებად მინდობილობები გაიცემა მიმწოდებლის მიერ გაცემული განაწესის, ანგარიშის, ხელშეკრულების, შეკვეთის, შეთანხმების ან სხვა მისი შემცვლელი საბუთის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, როცა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა მიიღოს მოთხოვნილი საქონელი, მასალა პროდუქტი ერთი ადგილიდან (ერთი საწყობიდან), მაგრამ რამდენიმე განაწესით, ანგარიშით ან სხვა მათი შემცვლელი საბუთებით, შეიძლება მასზე გაიცეს ერთი მინდობილობა ყველა განაწესის, ანგარიშის და სხვა ანალოგიური საბუთების ნომრების და თარიღის ჩვენებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიღებულ უნდა იქნეს რამდენიმე საწყობიდან, ნდობით აღჭურვილ პირზე გამოიწერება რამდენიმე მინდობილობა.
3. მინდობილობების რეგისტრაცია ხორციელდება საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ბუღალტერიის მიერ.
არ დაიშვება მთლიანად ან ნაწილობრივ შეუვსებელი მინდობილობების და ისეთი მინდობილობების გაცემა, სადაც არ იქნება მინდობილობის მიმღები პირის ხელმოწერის ნიმუში.
4. მინდობილობის მოქმედების ვადის ხანგრძლივობა დგინდება ხელშეკრულებით ფასეულობის მიღების (გამოტანის) შესაძლებლობის მიხედვით, მინდობილების გაცემა რეკომენდირებულია არა უმეტეს 15 დღის ვადისა.
დაინტერესებულ სამინისტროებთან (უწყებებთან) შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს.
5. როდესაც ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოერთმევა ფასეულობის მიღების უფლება, როცა გაცემული მინდობილობების ვადა გასული არ არის, ასეთ პიროვნებას უნდა ჩამოერთვას მინდობილობები, ამასთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მიმღებმა საწარმომ (ორგანიზაციამ) დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიმწოდებელს სათანადო მინდობილობების გაუქმების შესახებ, ასეთი შეტყობინების მიღების მომენტიდან ფასეულობის გაცემა წყდება. გაუქმებული მინდობილობებით ფასეულობათა გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
6. საწარმოს (ორგანიზაციის, დაწესებულებების) ბუღალტერია მინდობილობის გაცემისას რეგისტრირებას უკეთებს მას მინდობილობის წიგნაკის ყუაზე.
მინდობილობის წიგნაკში, მინდობილობების გაცემამდე უნდა დაინომროს ყველა ფურცელი, წიგნის ბოლო გვერდზე მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით კეთდება წარწერა „წიგნაკში დანომრილია ........ ფურცელი“. ფურცლების რაოდენობა სიტყვებით ჩაიწერება.
საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, რომლებშიც სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიღება მასიურ ხასიათს ატარებს, მინდობილობების რეგისტრაცია შეუძლიათ აწარმოონ წინასწარ დანომრილ და ზონარგაყრილ „გაცემული მინდობილობების აღრიცხვის“ ჟურნალში, რომელსაც გააჩნია შემდეგი ფორმა.
მინდობი-ლობის №
გაცემის თარიღი
მინდობილობის მოქმედების ვადა
თანამდებობა და გვარი ვისზედაც გაცემულია მინდობილობა
მიმწოდებლის დასახელება
ხელშეკრულების განრიგის ანგარიშის და სხვა საბუთების № და თარიღი
მინდობილობის მიმღები პირის ხელმოწერა
აღნიშვნები გაცემული მინდობილობების მიხედვით დავალების შესრულების შესახებ
1
2
3
4
5
6
7
8
გაცემული მინდობილობების აღრიცხვის „წიგნაკები“ და „ჟურნალები“ უნდა ინახებოდეს მინდობილობების რეგისტრაციაზე მომუშავე პასუხისმგებელ პირთან. მინდობილობების მოძრაობაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით საწარმოს რეკომენდაცია ეძლევა მინდობილობები აღრიცხოს როგორც მკაცრი ანგარიშგების ბლანკები.
7. პირი, რომელზედაც გაცემულია მინდობილობა, ვალდებულია ფასეულობის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, მიუხედავად იმისა, მატერიალური ფასეულობა მიღებული აქვს მთიანად თუ ნაწილობრივ, წარმოადგინოს საბუთები საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულებების ბუღალტერიაში დავალების შესრულების და მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყობში ან შესაბამის მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ჩაბარების შესახებ.
გამოყენებული მინდობილობები მოქმედების ვადის გასვლის მეორე დღესვე უნდა ჩაბარდეს მის გამცემ საწარმოს (ორგანიზაციას, დაწესებულებას).
გამოყენებული მინდობილობების დაბრუნების შესახებ კეთდება აღნიშვნა მინდობილობების წიგნის ყუაზე ან მინდობილობების აღრიცხვის ჟურნალში (სვეტში „აღნიშვნები დავალების შესრულების შესახებ“) დაბრუნებული გამოუყენებული მინდობილობები იფარება წარწერით „გამოუყენებულია“ და ინახება საანგარიშგებო წლის ბოლომდე მათ რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირთან. საანგარიშგებო წლის დამთავრების შემდეგ გამოუყენებელი მინდობილობები ნადგურდება შესაბამისი აქტის საფუძველზე.
იმ პირებზე, რომლებმაც მინდობილობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მათი გამოყენების შესახებ ანგარიში არ ჩააბარეს, ახალი მინდობილობები არ გაიცემა.
8. საწარმოს (ორგანიზაციის, დაწესებულების) მთავარი ბუღალტერი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) კონტროლი მინდობილობების გაფორმების, გაცემისა და რეგისტრაციის წესების დაცვაზე.
ბ) ინსტრუქტაჟის გაწევა იმ პირებისათვის, ვისზეც გაცემულია მინდობილობები, ბუღალტერიაში მინდობილობის მიხედვით დავალების შესახებ საბუთების წარდგენის წესებზე.
გ) თავისდროული კონტროლი მინდობილობების გამოყენებაზე, რაც ხორციელდება შემოსავლის საბუთების (შემოსავლის ორდერები, მიმღების აქტები და სხვა) საფუძველზე.
დ) კონტროლი შესაბამისი შემოსავლის საბუთების თავისდროულ წარმოდგენაზე მინდობილობის მოქმედების ვადის ფარგლებში ან გამოუყენებელი მინდობილობების დაბრუნებაზე.
9. საწარმოების (ორგანიზაციების, დაწესებულებების) მიერ სასაქონლო მატერიალური ფასეულობანი არ გაიცემა:
ა) დადგენილი წესების დარღვევით შედგენილ მინდობილობებსა და იმ მინდობილობებზე, რომლებშიც შევსებული არ არის ყველა რეკვიზიტი.
ბ) შესწორებულ და გადაშლილ მინდობილობებზე.
გ) მინდობილობაში მითითებული პასპორტის (პირადობის მოწმობის) წარმოუდგენლობისას.
დ) ვადაგასულ მინდობილობებზე.
ე) გაუქმებულ მინდობილობებზე (მიმღები ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე)
10. მინდობილობები მიმწოდებლის მიერ ჩამოერთმევა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობის პირველივე გაშვებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაწილ-ნაწილ გაცემის შემთხვევაში, ყოველ ნაწილობრივ გაცემაზე შედგება ზედნადები (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა ანალოგიური საბუთი) მინდობილობის ნომრისა და გაცემის თარიღის აღნიშვნით, ამ შემთხვევაში ზედნადების (ან მისი შემცველი საბუთის) ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიმღებს, ხოლო მეორე დაერთვება მიმწოდებლებთან დარჩენილ მინდობილობას და გამოიყენება მინდობილობის მიხედვით ფასეულობათა გაცემაზე კონტროლისა და მეთვალყურეობისათვის, აგრეთვე მომხმარებლისათვის ანგარიშის წარსადგენად.
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა გაცემის დამთავრებისას ბუღალტერიას გადაეცემა მინდობილობა და მასთან ერთად ამ მინდობილობით გაცემული ფასეულობის საბუთები.
11. საწარმოებში, სავაჭრო და სხვა ორგანიზაციებში საქონლის და მასალების ცენტრალიზებული შეზიდვისა და მიტანისას საქონლის და მასალების გაცემა მიმწოდებლის (საწარმოების, საბითუმო ორგანიზაციების და სხვა) მიერ შეიძლება განხორციელდეს მინდობილობების გარეშე.
ამ შემთხვევაში საქონლის (მასალების) მიმღები ვალდებულია თავისი ბეჭდით (შტამპით) და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით დაადასტუროს საქონლის მიღება თანმხლებ საბუთზე (სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებული, ანგარიში და ა. შ.) რომლის ერთი ეგზემპლარი უბრუნდება მიმწოდებელს მყიდველის (მიმღების) მიერ ფასეულობათა მიღების დასადასტურებლად.
მინისტრის პირველი მოადგილე მ. მურჯიკნელი