საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის რეგულირების შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 16.02.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №11/7
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).000.000089 12
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/1996
173 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის რეგულირების შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკის ურთიერთობების მინისტრის ბრძანება № 11/7 1996 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის რეგულირების შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი, რომელიც თანმიმდევრულად ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული პროცესის შემდგომი გაღრმავების მიზნით ვბრძანებთ: 1. საქართველოში მოქმედი საგარეო-ეკონომიკურ გარიგებათა სავალდებულო რეგისტრაციის წესი გავრცელდეს მხოლოდ მოცემული ბრძანების დანართში მოყვანილი საქონლის ექსპორტზე და უცხოეთის ფირმებთან ტურისტული მომსახურების თაობაზე გაფორმებულ კონტრაქტებზე. სარეგისტრაციო ბარათების მოქმედების ვადა განისაზღვროს კონტრაქტების მოქმედების ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი კალენდარული წლისა. 2. საქონლის იმპორტზე გაფორმებული კონტრაქტები არ დაექვემდებაროს სავალდებულო რეგისტრაციის წესს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი                                               ვ. პაპავა                        საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტი                                                               კ. ზალდასტანიშვილი დანართი საქონლის ნუსხა, რომლის ექსპორტისათვის სავალდებულოა კონტრაქტების რეგისტრაცია საქონლის დასახელება სასაქონლო ნომენკლატურის ნუსხა 1. შავი ლითონი და მისი ნაწარმი 72021; 720230000; 7206; 7207; 7211-7216; 7225; 7304-7306; 2. მანგანუმის და სპილენძის კონცენტრატები 260200000; 260300000; 3. ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინომასალის, ეთილისა და კონიაკის სპირტის ჩათვლით) 2204; 2205; 2207;2208; 4. მინერალური წყლები 2201; 5. ჩაი 0902;