მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაათკარში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №3 ქუჩისათვის - „მცხეთის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 11.10.2024
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 35242852
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016042
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 15/10/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების
შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისათვის - ასკილების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის გიორგი
მთაწმინდელის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 41-ე ქუჩისათვის - მათე მახარებელის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - ლისსა და წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაათკარში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - №3 ქუჩისათვის - „მცხეთის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-35.35242852
2024 წლის 11ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაათკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისთვის №3 ქუჩისათვის
სახელის „მცხეთის ქუჩა“ მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (2024 წლის 20 სექტემბრის კომისიის სხდომის ოქმი №43-დან ამონაწერი) საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაათკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – №3 ქუჩას მიენიჭოს სახელი – „მცხეთის ქუჩა “.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვახაძე