საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.12.1996
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №50-ბ
სარეგისტრაციო კოდი 000003100.12(0).00.000214
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 12/02/1997
1,824 სიტყვა · ~9 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება №50-ბ 1996 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებულების თანახმად დამტკიცდეს დებულება „საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების შესახებ“ მთავარი სამმართველოს უფროსი                                          გ კეკელიძე დებულება საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების შესახებ 1. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ლიცენზირება ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით, აგრეთვე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქციის შექმნისა და გამოყენების დროს სახელმწიფო და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა სახის ტოპოგრაფიულ- გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები. 2. ეს დებულება ადგენს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე სახელმწიფო ლიცენზირების წესს. 3. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებულების „საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ლიცენზირების შემოღების შესახებ“ შესაბამისად ლიცენზირებას ექვემდებარება ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოება (გეოდეზიური, ასტრონომიულ-გეოდეზიური, გრავიმეტრიული, ტოპოგრაფიული, სამარკშეიდერო სამუშაოებისა და საინჟინრო ძიებაში შემავალი ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, აეროგადაღებითი, კარტოგრაფიული, რუკათგამოცემითი სამუშაობი, ციფრობრივი, ელექტრონული რუკებისა და გეოინფორმაციული სისტემების შექმნა). 4. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების (შემდგომში სამუშაოები) წარმოება ხორციელდება საქართველოს მეწარმე სუბიექტების, (მათ შორის უცხოური ფირმებისა და უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით შექმნილი საწარმოების) მიერ ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია წარმოადგენს დადგენილი ნიმუშის ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც უფლებას იძლევა დადგენილი დროის განმავლობაში განხორციელდეს მასში მითითებული სამუშაოები, აგრეთვე განსაზღვრავს მათი განხორციელების პირობებს. 5. სამუშაოებზე ლიცენზიის გაცემა ხორციელდება საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოში შექმნილი სალიცენზიო კომისიის მიერ. განაცხადი ლიცენზიის მიღებაზე, კომისიის (სამსახურის) მიერ, განიხილება განმცხადებელი მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრებით. 6. სახელმწიფო დანიშნულების სამუშაოების წარმოებაზე ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ორგანიზაციებზე. სახელმწიფო დანიშნულების სამუშაოების სახეობებს განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო კანონი  გეოდეზიისა და კარტოგრაფიის შესახებ. 7. სამუშაოების სახეობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება ლიცენზირებას, მტკიცდება საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს მიერ. 8. სამუშაოების ლიცენზირება სხვა სახის საქმიანობის შემადგენლობაში ხორციელდება ამ დებულებით. 9. ლიცენზია სამუშაოების სახეობების წარმოებაზე ეძლევა მეწარმე სუბიექტების, რომელთა წესდებებშიც გათვალისწინებულია ამ სამუშაოების განხორციელება, ჰყავთ აღნიშნულ სფეროში არა ნაკლებ 3 კვალიფიციური სპეციალისტი უმაღლესი და საშუალო ტექნიკური განათლებით, აქვთ 3-წელზე მეტი მუშაობის სტაჟი, აუცილებელი გეოდეზიური ხელსაწყო-იარაღები. 10. ლიცენზირებას არ ექვემდებარება სამუშაოები, რომელიც სრულდება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაციების მიერ. 11. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის სამსახურებზე მიწის კადასტრთან დაკავშირებული ტოპოგრაფიული გეგმებისა და რუკების შედგენისა და განახლებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულებაზე ლიცენზია გაიცემა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოს მიერ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით. 12. ლიცენზიის მისაღებად მეწარმე სუბიექტი ვალდებულია საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოს სალიცენზიო კომისიის (სამსახურის) სახელზე წარმოადგინოს განაცხადი დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი №2). 13. ლიცენზიის მისაღებად სამუშაოებზე ლიცენზიის გამცემ ორგანოში (კომისიაში) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას: ა) განცხადება ლიცენზიის გაცემაზე, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს: - მეწარმე სუბიექტის მთლიანი და შემოკლებული დასახელება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, ანგარიშსწორების ნომერი და შესაბამისი ბანკის დასახელება; - შესასრულებელი სამუშაოთა სახეობების ჩამონათვალი; - ლიცენზიის მოქმედების ვადის მოთხოვნის ჩვენებით; ბ) ნოტარიალურად დამოწმებული დამფუძნებელი დოკუმენტები (წესდება, გადაწყვეტილება დაფუძნების შესახებ); გ) მეწარმე სუბიექტის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ  დოკუმენტის ასლი; დ) განცხადების განხილვისათვის საჭირო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მონაცემები სპეციალისტებზე, რომლებმაც უნდა შეასრულონ სალიცენზიო სამუშაოთა სახეობები (რაოდენობა, განათლება, სპეციალობით მუშაობის სტაჟი); ვ) მონაცემები ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ. გარდა ამისა, სალიცენზიო სამუშაოების სახეობების სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ნებართვის ასლი იმ სამუშაოების წარმოებაზე, რომლის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემებისა და მასალების გამოყენებასთან; ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი რეგისტრაციაში ტარდება ლიცენზიის გამცემ ორგანოში. აკრძალულია განმცხადებლისაგან იმ დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ დებულებით. 14. ლიცენზიის მიღებაზე განცხადების განხილვა და ლიცენზიის გაცემა ანაზღაურებადია, რომლის ოდენობაც ლიცენზიის განხილვისა და გაცემასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით, განსაზღვრა საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარმა სამმართველომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. ლიცენზიის მიღებისათვის ინდივიდუალური მეწარმე იხდის 400,0 ლარს, ხოლო იურიდიული პირი 800,0 ლარს. სალიცენზიო მოსაკრებელი განკუთვნილია ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 15. ლიცენზიის გაცემაზე ან უარის თქმაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მეწარმე სუბიექტის განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტების მიღებიდან 30-დღის განმავლობაში. 16. ცალკეულ შემთხვევაში, ექსპერტიზას დაქვემდებარებული მასალებისა და მოცულობის სირთულიდან გამომდინარე, ლიცენზიის გაცემაზე ან უარის თქმაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება დამატებით გაგრძელდეს 30 დღით. 17. შეტყობინება ლიცენზიის გაცემაზე ან უარის თქმაზე განმცხადებელს გადაეცემა წერილობით, უარის თქმის მიზეზის ჩვენებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს: - განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაციის არსებობა; - უარყოფითი საექსპორტო დასკვნა, რომელიც ადგენს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პირობები არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოთა სახეობების განხორციელებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. 18. ლიცენზია გაიცემა 5 წლის ვადით. ლიცენზიის გაცემა შეიძლება 5 წელზე ნაკლები ვადითაც განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება იმავე წესით, როგორითაც ხდება მისი მიღება. ლიცენზიის სხვა მეწარმე სუბიექტებზე გადაცემა აკრძალულია. გაცემული ლიცენზია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 19. ლიცენზიას ხელს აწერს სალიცენზიო კომისიის თავმჯდომარე (მისი არ ყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) და მოწმდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ბეჭდით. 20. საწარმოს გაუქმების შემთხვევაში მასზე გაცემული ლიცენზია კარგავს იურიდიულ  ძალას. მეწარმე სუბიექტის სახელწოდების შეცვლის, რეორგანიზაციის, ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი ვალდებულია 15 დღის განმავლობაში ასეთ რეორგანიზაციის (შეცვლა, დაკარგვა) შემთხვევაში, შეიტანოს განცხადება ლიცენზიის გადაფორმების შესახებ. ლიცენზიის გადაფორმება ხდება მისი მიღებისათვის დადგენილი წესით. ლიცენზიის გადაფორმებამდე მეწარმე სუბიექტი ახორციელებს საქმიანობას ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ, დროებით გაცემული ნებართვის საფუძველზე. 21. ლიცენზიის გაუქმება ან მისი მოქმედების შეჩერება ხდება სამუშაოებზე ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ შემდეგ შემთხვევებში: - ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში; - ლიცენზიის მიღების (გადაფორმების) დოკუმენტებში არასწორი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში; - ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტის მიერ ლიცენზიაში მითითებული სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო პირობების დარღვევის შემთხვევაში; - ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტის მხრიდან, სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობისა და რეჟიმის სამმართველოს მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და დარღვევებზე მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში; - საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება შეიძლება განხორცილდეს სხვა ორგანოების მიერაც, რომელთაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით. სამუშაოებზე ლიცენზიის გამცემი ორგანო ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან მისი გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან 3-დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი ფორმით ატყობინებს მეწარმე სუბიექტს. 22. ლიცენზიის მოქმედება შეიძლება განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ აღმოიფხვრება ის ნაკლოვანებები, რის გამოც შეჩერებული იქნა ლიცენზიის მოქმედება. ლიცენზიის განახლების შესახებ, სამუშაოებზე ლიცენზიის გამცემი ორგანო, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს მეწარმე სუბიექტს. 23. სამუშაოებზე ლიცენზიის გამცემი ორგანო აწარმოებს გაცემული, შეჩერებული და გაუქმებული ლიცენზიების რეესტრს. 24. მეწარმე სუბიექტების მიერ ლიცენზიებში გათვალისწინებული პირობების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობისა და რეჟიმის სამმართველო. 25. მეწარმე სუბიექტები ლიცენზიებში გათვალისწინებული სამუშაოების სახეობების განხორციელების დროს ხელმძღვანელობენ საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს მიერ დამტკიცებული ან მასთან შეთანხმებული შესაბამისი ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტებით. 26. სამუშაოებზე ლიცენზიის გამცემი ორგანოს ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხს აგებენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესების დარღვევის ან მისი არა სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში. 27. სამუშაოებზე ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებისა და მოქმედების გასაჩივრება შეიძლება სასამართლო ორგანოებში დადგენილი წესით. დანართი № 2 საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს სალიცენზიო კომისიას _______________________________________ _______________________________________ მეწარმე სუბიექტის დასახელება განცხადება ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე ლიცენზიის მისაღებად გთხოვთ, მომცეთ ლიცენზია ___________________________________________________                                                           /დანართი № 1- ის შესაბამისად/ _____________________________________________________________________________                              მიეთითოს შესასრულებელი სამუშაოების სახეობები _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________                                       სამუშაოების მიზნობრივი დახასიათება როგორც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულებას ვიღებ სამუშაოების შესრულების დროს დავიცვა ნორმატიული ტექნიკური აქტების მოთხოვნები განსაზღვრული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ და სხვა დანართ. № 1-ში ჩამოთვლილ სამუშაოებზე. ნორმატიულ - ტექნიკურ აქტებს გავეცანი 199..... წლის _______________ მდგომარეობით. განაცხადის განხილვისათვის მოსაკრებელი გადახდილია ________________________ ოდენობით> ხელმძღვანელის ხელმოწერა:                                           /                                  / მთ. ბუღალტერის ხელმოწერა:                                         /                            / საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე სახელმწიფო ლიცენზირების დებულების დანართი №3 საქართველოს სახელმწიფო გერბი საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველო ლიცენზია ________________                    (სერია და ნომერი) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე გამოცემულია ________________________________________________________________                     მეწარმე სუბიექტი მთლიანი დასახელება, მისი უწყებრივი დაქვემდებარება ______________________________________________________________________________________________________________                              საფოსტო მისამართი და საბანკო რეკვიზიტები _____________________________________________________________________________________                    შესასრულებელი სამუშაოების სახეობების დასახელება _____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ განხორციელებაზე განსაკუთრებული პირობები: ჩამოთვლილი სამუშაოების სახეობები უნდა შესრულდეს შემდეგი ნორმატიული აქტების შესაბამისად. ____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ ლიცენზია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ლიცენზია ძალაშია ______________________________________________ 199 .... წლამდე ლიცენზიის გაცემის თარიღი _____________________________________ 199 ..... წელი სალიცენზიო კომისიის თავმჯდომარე ___________________________                              _________________                              ხელმოწერა                                                             გ.ს.მ.                    ბ.ა. ქ. თბილისი საქართველოს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე სახელმწიფო ლიცენზირების დებულების დანართი №1                             ლიცენზირების საფუძველზე განსახორციელებელი ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების სახეობათა ჩამონათვალი 1. გეოდეზიური სამუშაოები. ა) 1-4-ე კლასების სახელმწიფო გეოდეზიური ქსელების შექმნა და განვითარება (ტრიანგულაცია, პოლიგონომეტრია და ტრილატერაცია); ბ) 1,11,111 და IV - კლასების სახელმწიფო სანიველირო ქსელების შექმნა და განვითარება; გ) ყველა კლასის გეოდეზიური და სანიველირო პუნქტების მოკვლევა და აღდგენა; დ) გასახშირებელი გეოდეზიური ქსელების განვითარება (1:25 000 სიზუსტის 4-ე კლასის ტიანგულაცია, პოლიგონომეტრია, ტრილატერაცია და 1 და 2-ე თანრიგის პოლიგონომეტრია) ე) ასაგეგმი გეოდეზიური ქსელების განვითარება (1: 1 000, 1: 2000, 1: 3 000 სიზუსტის თეოდოლიტური სვლები; 1: 5 000, 1: 10 000 სიზუსტის მაგისტრალური გეოდეზიური სვლები: მიკროტრიანგულაცია, გეოდეზიური გადაკვეთები, გეომეტრიული და ტრიგონომეტრიული ნიველირობები); ვ) სპეციალური გეოდეზიური ქსელების შექმნა (ქსელების, რომლებიც იქმნება ელექტროსადგურების, ჰიდროკვანძების, შახტების, საბადოების, მეტროპოლიტენების, გვირაბებისა და სხვა დანიშნულების მსხვილი ნაგებობების მშენებლობისა და აგრეთვე შელფების აგეგმვის დროს სპეციალური ტექნიკური პირობებით); ზ) სატელიტური სისტემებით გეოდეზიური კოორდინატების განსაზღვრა; 2. გვარიმეტრიული სამუშაოები; ა) I, II და III - კლასების ფუნდამენტალური გრავიმეტრიული ქსელების შექმნა და განვითარება; ბ) მიწისზედა გრავიმეტრიული აგეგმვის შესრულება; გ) აეროგრავიმეტრიული გადაღების შესრულება; დ) გეოდინამიკურ პოლიგონებზე გრავიმეტრიული სამუშაოების განხორციელება; ე) შავი ზღვის კონტინენტალურ შელფზე გრავიმეტრიული აგეგმვის შესრულება; 3. გამოთვლითი სამუშაოები: ა) ყველა კლასის სახელწმიფო გეოდეზიური და სანიველირო ქსელებისა და აგრეთვე ფუნდამენტალური და 1 - კლასის გრამივეტრიული ქსელების გაწონასწორება. 4. ტოპოგრაფიული (აგეგმვითი) სამუშაოები: ა) 1: 200 -:- 1: 10 000 მასშტაბებში ტოპოგრაფიული აგეგმვები, მიუხედავად მეთოდისა და მისი განახლება (კორექტირება); ბ) სტერეოფოტოგრამმეტრიული მეთოდებით ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული გეგმებისა და რუკების შედგენა (განახლება); გ) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების ნაგებობების აგეგმვა; დ) ზღვის შელფისა და შიდა წყალსაცავების ტოპოგრაფიული აგეგმვა; 5. აეროგადაღებითი სამუშაოები: ამ სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მასალების გამოყენებით პროდუქციის (ნეგატივების და პოზიტივების დუბლიკატები, კონტაქტური, პროექციული და ტრანსფორმირებული ფოტოსურათები, პირაგადადებითი მონტაჟის რეპროდუქციები, ფოტოსქემები, ფოტოგეგმები, ფოტორუკები და სხვა აეროგადაღების პირველადი მასალები) დამზადება და რეალიზაცია (გაყიდვა, გაცვლა, გადაცემა). 6. კოსმოსური გადაღების მასალების გამოყენებით პროდუქციის დამზადება და რეალიზაცია (გაყიდვა, გაცვლა, გადაცემა). 7. საკადასტრო სამუშაოები. ა) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი მასალებისა და მონაცემების შეკრება-დამუშავება. ბ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური მეთოდებით საკადასტრო გეგმებისა და რუკების შექმნა (განახლება). 8. სპეციალური საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები: ა) სამარკშეიდერო სამუშაოები შემავალი ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოები; ბ) ხაზობრივი ტიპის საინჟინრო ნაგებობების ტრასირებები; გ) გეოდეზიური მეთოდებით გეოლოგიურად აქტიური პროცესების შესწავლა (ღვარცოფები, მეწყერები, კარსტები და სხვა); დ) მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების ნაპირების ჩარეცხვის დინამიკის გეოდეზიური მეთოდებით შესწავლა; ე) შენობებისა და ნაგებობების დეფორმაციებზე გეოდეზიური დაკვირვებების წარმოება; ვ) საინჟინრო - გეოლოგიური ჭრილების გეგმურ-სიმაღლური მიბმა და სხვა. 9. კარტოგრაფიული და რუკათგამოცემითი სამუშოები: ა) ყველა მასშტაბების ტოპოგრაფიული, საზღვაო, სანავიგაციო და შიდაწყლების საგზაო - სანავიგაციო რუკების გრაფიკული და ციფრული სახით შექმნა, განახლება და მათი გამოცემა. ბ) 1 : 10 000 და მსხვილი მასშტაბების ტოპოგრაფიული გეგმებისა და რუკების შედგენა, განახლება და გამრავლება; გ) ციფრული და ელექტრონული რუკების ბანკების ფორმირება და წარმართვა; დ) ციფრული და ელექტრონული რუკებისა და გეგმების  შექმნა და განახლება ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის გამოყენებით; ე) საცნობარო, ზოგადგეოგრაფიული და სხვა თემატიკის სასწავლო რუკებისა და ატლასების, ღია გაყიდვის დანიშნულების ტოპოგრაფიული რუკების გრაფიკული და ციფრული სახით შექმნა, განახლება და მათი გამოცემა; ვ) ტურისტული რუკებისა და ატლასების (სამიმოხილვო, სამარშრუტო, დასვენების ზონებისა და სხვ) შედგენა და გამოცემა; ზ) რელიეფური რუკების დამზადება; თ) გლობუსების დამზადება, მათ შორის რელიეფურის; ი) სპორტული რუკების შედგენა და გამოცემა (გამრავლება). კ) ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების სხვადასხვა თემატური შინაარსის გეგმებისა და რუკების (ტურისტული, სავაჭრო, არქიტექტურული და სხვა) სამოქალაქო ტრანსპორტის სქემების შედგენა და გამოცემა (გამრავლება); ლ) თემატური და სპეციალური რუკების, გეგმებისა და ატლასების შედგენა, განახლება და გამოცემა (გამრავლება); 10. სახელმწიფო და რეგიონული კარტოგრაფიულ-გეოდეზიური ფონდების, მასალებისა და  მონაცემების ავტომატიზირებული ბანკების ფორმირება და წარმართვა. 11. გეოდეზიური ხელსაწყოებისა და მოწყობილობების შექმნა და რეალიზაცია, როგორც არის: ა) გეოდეზიური, გრავიმეტრიული, ფოტოგრამმეტრიული და კარტოგრაფიულ ხელსაწყოები; ბ) აერო და კოსმოსური გადაღების ხელსაწყოები და მოწყობილობები; გ) შელფებისა და შიდა წყალსაცავების ტოპოგრაფიული აგეგმვისათვის საჭირო ხელსაწყოები და მოწყობილობები და სხვა.