"2015 წლის 12 მაისის "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი)" №1 ცვლილების შეთანხმება"
მიღების თარიღი 07.06.2024
ძალაში შესვლა 09.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1073
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016795 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ სასესხო ხელშეკრულება (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
"2015 წლის 12 მაისის "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი)" №1 ცვლილების შეთანხმება"
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის სასესხო ხელშეკრულების
(ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) N1 ცვლილების შეთანხმება
2024 წლის 7 ივნისი
წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმება, დათარიღებული 2024 წლის 7 ივნისით („N1 ცვლილების შეთანხმება“), ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
ვინაიდან:
(ა) მსესხებელმა 2015 წლის 12 მაისს ბანკთან გააფორმა სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი დათანხმდა მსესხებელის სასარგებლოდ 7 000 000 ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესების დაფინანსებაში დასახმარებლად („თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება“).
(ბ) მსესხებელს და ბანკს სურთ ცვლილებები შეიტანონ თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაში წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების დებულებებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, რათა, მათ შორის, (i) გაუქმდეს სესხის მე-2 ტრანში და (ii) გაიზარდოს სესხის თანხა 6,000,000 ევრომდე ახალი მე-3 ტრანშით.
შესაბამისად, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
ნაწილი 1. განმარტებები და ინტერპრეტაცია
ა) ამ N1 ცვლილების შეთანხმებაში:
„შესწორებული შეთანხმება“ ნიშნავს თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც შესწორებულია წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებით.
„თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებას“ აქვს პრეამბულის „ა“ ნაწილით მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა;
„N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს“ აქვს ამ ცვლილების შეთანხმების მე-3 ნაწილში მინიჭებული მნიშვნელობა.
ბ) თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ტერმინებს (პირდაპირ, ან მასში მითითებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ან სხვა შეთანხმების ან ინსტრუმენტის მითითებით), თუ აქ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ან მითითებული, აქვს წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებაში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა;
გ) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება და წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმება წაიკითხება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი.
ნაწილი 2. ცვლილება და უწყვეტობა
ა) N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან და მას შემდეგ, თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება იცვლება ამ N1 ცვლილების შეთანხმების დანართ 1-ში ჩამოთვლილი ცვლილებების მიხედვით (შეცვლილი თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება, როგორც შეცვლილია „სასესხო შეთანხმება“, როგორც ეს განსაზღვრულია სტანდარტულ ვადებსა და პირობებში);
ბ) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების დებულებები, მასში წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებით შეტანილი ცვლილებებით, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.
ნაწილი 3. N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი
N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც ბანკი გაუგზავნის მსესხებელს შეტყობინებას ბანკის მიერ ნაწილში 3 განსაზღვრული მტკიცებულებების მიღების შესახებ:
ა) ბანკი დარწმუნდა, რომ 2012 წლის სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილებში 7.01(ა) ან 7.06 მითითებული ფაქტი არ მომხდარა და არ გრძელდება;
ბ) ამ N1 ცვლილების შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მსესხებლის სახელით სათანადოდ არის უფლებამოსილი ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და კორპორატიული ქმედებით.
გ) საგრანტო ხელშეკრულების N1 ცვლილების შეთანხმება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, და შესრულებულია ამოქმედების ყველა წინაპირობა, წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის გარდა;
დ) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების N1 ცვლილების შეთანხმება ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით შესრულებულია და მიწოდებულია;
ე) ბანკსა და პროექტის თითოეულ მუნიციპალიტეტს შორის 2015 წლის 12 მაისს დადებული პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების გაუქმების აქტი, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით შესრულებულია და მიწოდებული (მხედველობაში მიღებულია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების გაუქმების აქტი ძალაში შევა N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღში;
ვ) მსესხებელმა უნდა წარუდგინოს, ან იზრუნოს, რომ ბანკმა მიიღოს მსესხებლის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა (ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით), რომელიც აჩვენებს, რომ წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმება სათანადოდაა უფლებამოსილი ან რატიფიცირებული და შესრულებული და მიწოდებულია მსესხებლის სახელით და წარმოადგენს მსესხებლის მოქმედ და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომლებიც აღსრულდება მათი პირობების შესაბამისად.
ნაწილი 4. წარმომადგენლობები და გარანტიები
ა) მსესხებელი წარმოადგენს და გარანტიას აძლევს ბანკს შემდეგნაირად:
(1) მას გააჩნია ყველა შესაბამისი ძალა და უფლებამოსილება, რომ აღასრულოს, მიაწოდოს და შეასრულოს ამ N1 ცვლილების შეთანხმებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება.
(2) მან გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი ამ N1 ცვლილების შეთანხმების აღსრულების, მიწოდებისა და შესრულების უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად.
(3) ეს N1 ცვლილების შეთანხმება სათანადოდ არის შესრულებული და მიწოდებული მის მიერ და წარმოადგენს მის მოქმედ და იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების დღიდან, რომლებიც აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად.
(4) მიღებულია ნებისმიერი თანხმობა, უფლებამოსილება და ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც აუცილებელია წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმების აღსრულების, მიწოდებისა და შესრულებისთვის და ამ N1 ცვლილების შეთანხმებით შეცვლილი თავდაპირველი სასესხო შეთანხმების სრულად აღსრულებისთვის და ისინი სრულად მოქმედია.
(5) წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმების შესრულება და მიწოდება და მისი ვალდებულებების შესრულება N1 ცვლილების შეთანხმების ფარგლებში არ საჭიროებს მისი რომელიმე კრედიტორის თანხმობას, ან დადასტურებას და არ ეწინააღმდეგება და არ წარმოადგენს რაიმე დარღვევას ან შეუსრულებლობას შესაბამისი შეთანხმების, კანონის, წესის, დებულების, ბრძანების, განჩინების, განკარგულების, გადაწყვეტილების, დადგენილების ან ჯილდოსთან მიმართებაში;
(ბ) მსესხებელი ადასტურებს, რომ უზრუნველყო ზემოთ ხსენებული წარმომადგენლობები და გარანტიები იმისათვის, რომ წარედგინა ბანკისთვის, რათა მას ხელი მოეწერა ამ N1 ცვლილების შეთანხმებაზე და რომ ბანკმა ხელი მოაწერა ამ N1 ცვლილების შეთანხმებას სრულად ამის საფუძველზე და თითოეულ ასეთ წარმომადგენლობასა და გარანტიაზე დაყრდნობით.
ნაწილი 5. სხვადასხვა
ა) ყველა მითითება „ხელშეკრულებაზე“ თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაში, და ყველა მითითება „თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაზე“ ყველა ინსტრუმენტსა და შეთანხმებაში, რომელიც გაფორმებულია მის საფუძველზე, შეეხება თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებას, მასში N1 ცვლილების შეთანხმებით შეტანილი ცვლილებებით;
ბ) ეს N1 ცვლილების შეთანხმება უნდა გაფორმდეს სამ კოპიად, რომელთაგან თითოეული ჩაითვლება ორიგინალად, მაგრამ ყველა ერთად წარმოადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას;
გ) წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმება შემოიფარგლება იმით, რაც აქ წერია და არაფერი ამ შეთანხმებაში არ განიხილება თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების რაიმე ვადების, დებულების ან პირობის გაუქმებად, გარდა, აქ პირდაპირ მითითებულისა, ასევე, ის არ ცვლის რომელიმე უფლებას ან დაცვის საშუალებას, რომელიც წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ მხარეს აქვს ან შეიძლება ჰქონდეს მომავალში;
დ) ეს N1 ცვლილების შეთანხმება აერთიანებს და იყენებს 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ბანკის სტანდარტული ვადებისა და პირობების დებულებებს (მოდიფიცირებული აქვე მოცემული დანართით) ისე, თითქოს სრულად არის ჩამოყალიბებული აქ.
დანართი
ცვლილებები თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაში
თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება შეიცვლება შემდეგნაირად:
1. პრეამბულის მეორე პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
„ვინაიდან მსესხებელი გეგმავს განახორციელოს დანართში 1 აღწერილი პროექტი, რომელიც შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების, კერძოდ, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გასაუმჯობესებლად.“
2. პრეამბულის მესამე პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
„ვინაიდან პროექტს განახორციელებს შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია („პროექტის კომპანია“);”
3. პრეამბულის მეშვიდე პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
„ვინაიდან ბანკი დათანხმდა, მათ შორის, ზემოთ ხსენებულის საფუძველზე მსესხებელისთვის 10,300,000 ევროს ოდენობის სესხის გაცემას (მე-2 ტრანშის თანხა 2,700,000 ევროს ოდენობით უქმდება), წინამდებარე შეთანხმებასა და პროექტის კომპანიასა და ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისით დათარიღებული პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში („პროექტის განხორციელების შეთანხმება" ან „პროექტის შეთანხმება") (მასში პროექტის განხორციელების ხელშეკრულების N1 ცვლილების საფუძველზე შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით) მითითებული ან გათვალისწინებული ვადებითა და პირობებით.“.
4. 1.01 ნაწილის (სტანდარტული წესებისა და პირობების გათვალისწინება) „ა“ პუნქტის შეცვლით, შემდეგნაირად:
3.1. სტანდარტული პირობების 3.05 ნაწილი, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, შეიცვლება შემდეგნაირად:
„ნაწილი 3.05 ვალდებულების საკომისიო და ადმინისტრირების საკომისიო
ა) მსესხებელი გადაუხდის ბანკს ვალდებულების საკომისიოს სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთით, რომელიც უნდა გადაიხადოს ხელმისაწვდომ თანხაზე, პლუს სესხის ნებისმიერი თანხა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას და ჯერ არ არის ჩამორიცხული იმ პირობით, რომ ის ექვემდებარება უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც წელიწადში არის 0.5%-ით მეტი, ვიდრე სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საკომისიო. ვალდებულების საკომისიო დაერიცხება:
(1) 1-ელი ტრანშისთვის, სასესხო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან სამოცი (60) დღის შემდეგ;
(2) [მე-2 ტრანში გაუქმებულია, ასე რომ მსესხებელმა არ უნდა გადაიხადოს ვალდებულების საკომისიო ამ ტრანშის მიმართ];
(3) მე-3 ტრანშისთვის, N1 ცვლილების შეთანხმების თარიღიდან სამოცი (60) დღის შემდეგ; და
(4) უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას დაქვემდებარებული სესხის თანხაზე გადასახდელი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი უპირობო ანაზღაურების ვალდებულების გაცემის დღიდან,
იმ პირობით, რომ ვალდებულების საკომისიო დაირიცხება და გამოითვლება იმავე საფუძველზე, რითაც გამოითვლება პროცენტი ნაწილის 3.04(ბ)(ii) მიხედვით. ვალდებულების საკომისიო გადასახდელი იქნება ყოველი საპროცენტო გადახდის თარიღზე (მიუხედავად იმისა, რომ ასეთ თარიღზე პროცენტი შესაძლოა არ იყოს გადასახდელი) დაწყებული პირველი პროცენტის გადახდის თარიღიდან აღნიშნული N1 ცვლილების შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან სამოცი (60) დღის შემდეგ;
ბ) მსესხებელი გადაუხდის ბანკს ადმინისტრირების საკომისიოს 1-ელი და მე-3 ტრანშის მაქსიმალური ძირითადი თანხის ერთი პროცენტის (1%) ოდენობით (ანუ ჯამურად სესხის ძირითადი თანხა 10,300,000 ევრო). იგულისხმება, რომ მე-2 ტრანშის გაუქმების შედეგად, მე-2 ტრანშის მიმართ წინასწარი საკომისიო არ იქნება გადასახდელი;
გ) ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა გამოქვითოს 1-ელი ტრანშისთვის გადასახდელი ადმინისტრირების საკომისიო 3.05(ბ) პუნქტის შესაბამისად, 1-ელი ტრანშის ხელმისაწვდომი თანხიდან ძალაში შესვლის თარიღზე ან ამ დღიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში;
დ) ბანკი, მსესხებლის სახელით, მე-3 ტრანშის ხელმისაწვდომი თანხიდან მე-3 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღზე, ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის განმავლობაში გადაუხდის თავის თავს მე-3 ტრანშზე 3.05(ბ) პუნქტის შესაბამისად გადასახდელ წინასწარი საკომისიოს თანხას.
3.2. 1.01 ნაწილის (სტანდარტული ვადებისა და პირობების ჩართვა) „ვ“ და „ზ“ პუნქტები მთლიანად იქნება ამოღებული და შეიცვლება შემდეგნაირად:
„ვ) პროექტის კომპანია ამგვარად განისაზღვრება როგორც პროექტის ორგანიზაცია სტანდარტული პირობების მიზნებისათვის;
ზ) პროექტის განხორციელების შეთანხმება მითითებულია, როგორც პროექტის შეთანხმება სტანდარტული პირობების მიზნებისათვის.“.
5. 1.02 (განმარტებები) ნაწილს დაემატება შემდეგი განმარტებები:
„ხელშეკრულება“ ნიშნავს თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც შესწორებულია ცვლილების შეთანხმებით N1.
„N1 ცვლილების შეთანხმება“ ნიშნავს ბანკსა და მსესხებელს შორის 2024 წლის 7 ივნისისთ დათარიღებულ ცვლილების შეთანხმებას, რომლითაც ცვლილებები შედის თავდაპირველ სასესხო ხელშეკრულებაში.
„N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს“ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მას მიენიჭა N1 ცვლილების შეთანხმების მე-3 ნაწილში.
„N1 ცვლილების შეთანხმების ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როდესაც მსესხებლისა და ბანკის მიერ გაფორმდება N1ცვლილების შეთანხმება.
„ტრანში“ ნიშნავს 1-ელ ტრანშს ან მე-2 ტრანშს ან მე-3 ტრანშს (როგორც კონტექსტი მოითხოვს).
„მე-3 ტრანშს“ აქვს 2.01(ბ)(3) პუნქტში მინიჭებული მნიშვნელობა.
6. 1.02 (განმარტებები) ნაწილში „ქვესასესხო ხელშეკრულების“ განმარტების მთლიანად ამოღებით შეიცვლება შემდეგნაირად:
„ქვესასესხო ხელშეკრულება“ ნიშნავს ბანკისთვის ფორმითა და შინაარსით დამაკმაყოფილებელ ხელშეკრულებას, რომლებიც დაიდება მსესხებელ ფინანსთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტურუქტის სამინისტროსა და მიმღებ პროექტის კომპანიას შორის 1-ელი ტრანშისათვის და მე-3 ტრანშისათვის (დროდადრო შეტანილი ცვლილებების შესაბამისად).“.
7. 2.01 (თანხა და ვალუტა) ნაწილის მთლიანად ამოღებით შეიცვლება შემდეგნაირად:
„ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ა) ბანკი თანახმაა გასცეს 10,300,000 ევროს ოდენობის სესხი მსესხებელის სასარგებლოდ ამ შეთანხმებაში განსაზღვრული ან მითითებული პირობებით.
ბ) სესხი შედგება სამი ტრანშისაგან, შემდეგნაირად:
1) 1-ელი ტრანში 4 300 000 ევროს ოდენობით;
2) გაუქმებულია მე-2 ტრანში 2 700 000 ევროს ოდენობით; და
3) მე-3 ტრანში 6 000 000 ევროს ოდენობით.“.
8. 2.02 (სესხის სხვა ფინანსური პირობები) ნაწილის (ე) და (ვ) პუნქტების ამოღებით მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„(ე) (1) მსესხებელმა უნდა დაფაროს 1-ელი ტრანში და მე-3 ტრანში 24 თანაბარი (ან მაქსიმალურად თანაბარი) ნახევარწლიური გადახდებით ყოველი წლის 12 თებერვალს და 12 აგვისტოს, (i) 1 ტრანშისთვის, სესხის პირველი დაფარვის თარიღია 2018 წლის 12 აგვისტო, ხოლო ბოლო სესხის დაფარვის თარიღი არის 2030 წლის 12 თებერვალი და (ii) მე-3 ტრანშისთვის, სესხის პირველი დაფარვის თარიღია 2027 წლის 12 აგვისტო, ხოლო ბოლო დაფარვის თარიღია 2039 წლის 12 თებერვალი.
(2) მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, თუ (i) მსესხებელი არ ჩამორიცხავს მთელ თანხას 1-ელი ტრანშისა და/ან მე-3 ტრანშის ამ ტრანშებისთვის ამ ნაწილში 2.02(ე) მითითებული სესხის პირველი დაფარვის თარიღამდე, და (ii) ბანკი აგრძელებს შესაბამის ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღს, რომელიც მითითებულია ნაწილში 2.02(ვ) თარიღზე ასეთი ტრანშისთვის იმ თარიღამდე, რომელიც ემთხვევა ამ ტრანშის ასეთი პირველი სესხის დაფარვის თარიღს, 1-ელი ტრანში ან მე-3 ტრანში სესხის დაფარვის პირველ თარიღზე ან მის შემდეგ ჩამორიცხული ყოველი თანხისა, მაშინ თანხა (შესაბამისად) გამოიყოფა დაფარვისთვის თანაბარი ოდენობით რამდენიმე სესხის დაფარვის თარიღთან 1-ელი ტრანში ან მე-3 ტრანში (შესაბამისად), რომლებიც მოდის ასეთი ჩარიცხვის თარიღის შემდეგ (ბანკი არეგულირებს გამოყოფილი თანხების საჭიროებისამებრ ისე, რომ მიაღწიოს მთელ რიცხვებს თითოეულ შემთხვევაში). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ასეთი გადანაწილების შესახებ.”
ვ) 1-ელ ტრანშთან და მე-3 ტრანშთან მიმართებით ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღი იქნება 2027 წლის 15 ივნისი, ან ისეთი თარიღი, რომელიც ბანკს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაადგინოს და აცნობოს მსესხებელს.“.
9. 2.03 (ჩამორიცხვები) ნაწილის ამოღებით მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„ნაწილი 2.03 ჩამორიცხვები
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო ჩამოირიცხოს მე-2 დანართის დებულებების შესაბამისად (1) საქონლის გონივრული ღირებულების მიმართ გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად (თუ ბანკი ამაზე თანხმდება) პროექტისთვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებისთვის და (2) ადმინისტრირების საკომისიოსთვის.
(ბ) მე-3 ტრანშის ფარგლებში, ადმინისტრირების საკომისიოს გადახდის მიზნების გარდა, მსესხებელს არ აქვს უფლება განახორციელოს მე-3 ტრანშის ჩამორიცხვა მანამ, სანამ 1-ელი ტრანშის სრული თანხა სრულად არ ჩამოირიცხება, იმის დაზუსტებით, რომ მსესხებელს უფლება აქვს განახორციელოს გრანტის სრული ხელმისაწვდომი თანხის (ანუ 3,000,000 ევრო) ჩამორიცხვა 1-ელი ტრანშის ფარგლებში დარჩენილი ხელმისაწვდომი თანხის ჩამორიცხვამდე.
(გ) მსესხებელი ამით უფლებას აძლევს ბანკს აიღოს ხელმისაწვდომი თანხიდან ადმინისტრირების საკომისიოს ტოლი თანხა და საკუთარ თავს გადაუხადოს ადმინისტრირების საკომისიო მსესხებლის სახელით.
10. 3.01 (პროექტის სხვა მტკიცებითი დებულებები) ნაწილის (ა), (დ) და (ე) პუნქტების ამოღებით, რომელიც მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„ა) პროექტის კომპანიისთვის, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახადოს სესხის თანხა ბანკისთვის მისაღები პირობებით;“;
„(დ) გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის კომპანიამ შეასრულოს ყველა ვალდებულება საპროექტო შეთანხმებით, რომლის მხარეც ის არის, მათ შორის, შეუზღუდავად, ვალდებულებები, რომლებიც ეხება:
(1) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.03 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება;
(2) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.04 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;
(3) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.05 განსაზღვრული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები;
(4) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.06 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში დასახმარებლად;
(5) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.07 განსაზღვრული კორპორატიული განვითარების, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება;
(6) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.08 განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
(7) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან, ან პროექტის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად;
(8) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილებით 3.02, 3.03 და 3.04 განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის კომპანიასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა.
(9) პროექტის განხორციელება შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“;
„(ე) უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა პირმა (გარდა ფიზიკური პირისა) ან მსესხებლის მიერ კონტროლირებადმა პირმა, გადაუხადოს მყარი ნარჩენების მომსახურების გადასახდელები პროექტის კომპანიას, შესაბამის ვადაში, ან, თუ რომელიმე ასეთი პირი (გარდა ფიზიკური პირისა) ან სუბიექტი ამას ვერ გააკეთებს, გადაიხადოს ასეთი გადასახდელები დაუყოვნებლივ; და”.
11. 4.01 (შეწყვეტა) ნაწილის პუნქტების (ა), (ბ) და (გ) ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგნაირად:
„ა) მსესხებლის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვის სექტორისთვის მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა ან ანულირდა იმგვარად, რომ ეს არსებითად და უარყოფითად აისახება პროექტის კომპანიის ოპერაციებზე ან მის შესაძლებლობებაზე განახორციელოს პროექტი;
ბ) პროექტის კომპანიის დებულება შეცვლილი, შეჩერებული, გაუქმებული, ანულირებულია ისე, რომ ბანკის აზრით, არსებითად და უარყოფითად იმოქმედებს ამ პროექტის კომპანიის საქმიანობაზე ან მის უნარზე განახორციელოს პროექტი;
გ) პროექტის კომპანიამ ვერ შეასრულა ქვესასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;“.
12. 5.01 (ძალაში შესვლის წინაპირობა) ნაწილის (გ) პუნქტის ამოღებით მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„(გ) საპროექტო ხელშეკრულება გაფორმებულია და მიწოდებულია და საპროექტო ხელშეკრულების შესრულება და მიწოდება სათანადოდ არის უფლებამოსილი ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო ქმედებით.“.
13. EBRD-ის საკონტაქტო მონაცემების ამოღებით 6.01 (შეტყობინებები) ნაწილში მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ბანკის ქუჩა 5
ლონდონი E14 4BG
გაერთიანებული სამეფო
ვის: საოპერაციო ადმინისტრაციის დეპარტამენტი
ტელ: +44 20 7338 6000“.
14. 1-ლი დანართის (პროექტის აღწერა) ამოღებით მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„დანართი 1: პროექტის აღწერა
1. პროექტის მიზანია დაეხმაროს მსესხებელს ქვემო ქართლის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაში.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რომლებიც ექვემდებარება ისეთ მოდიფიკაციას, რაზეც ბანკი და მსესხებელი შეიძლება დროდადრო შეთანხმდნენ:
ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)
1-ელი ტრანში და მე-3 ტრანში
ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა (მათ შორის, შენობები და ნაგებობები)
სპეციალიზებული აღჭურვილობა ნაგავსაყრელის სამუშაოებისთვის
ნაწილი B: ტექნიკური თანამშრომლობა (საკონსულტაციო დავალებები)
პროექტის განხორციელების მხარდაჭერის სერვისები
კორპორატიული განვითარება, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის პროგრამა
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
3. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2026 წლის 31 მარტისთვის.“.
15. მე-2 დანართის (კატეგორიები და ჩამორიცხვები) ამოღებით, რომელიც მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„დანართი 2: კატეგორიები და ჩამორიცხვები
1. ამ დანართთან თანდართული ცხრილი ასახავს კატეგორიებს, თითოეულ კატეგორიაზე გამოყოფილი სესხის ოდენობას და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტს.
2. ზემოაღნიშნული 1-ელი პუნქტის დებულებების მიუხედავად, თანხის ჩამორიცხვა არ მოხდება:
(ა) თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების თარიღამდე გაწეული ხარჯებისთვის.
მე-2 დანართის ცხრილი
კატეგორია
სესხის ვალუტაში გამოყოფილი სესხის ოდენობა
დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი
(1) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება A ნაწილისთვის
- 1-ელი ტრანში
- მე-3 ტრანში
4,257,000
5,940,000
შეთანხმების ღირებულების 100%-მდე გადასახადების გარეშე
(2) ადმინისტრირების საკომისიო
- 1-ელი ტრანში
- მე-3 ტრანში
43,000
60,000
100%-მდე
ჯამი
10,300,000
“.
ზემოთ ხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებას თბილისში, საქართველოში, ზემოთ დაწერილ პირველად მითითებულ თარიღზე.
საქართველო
ხელმომწერი ___________________________
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი ______________________________
სახელი: ალკის ვრიენიოს დრაკინოსი
თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი