საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება
მიღების თარიღი 07.06.2024
ძალაში შესვლა 09.10.2024
ნომერი №1072
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016794 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
"2015 წლის 12 მაისის "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი)" №1 ცვლილების შეთანხმება" „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების (ქობულეთის წყალარინების პროექტი) №2 ცვლილების ხელშეკრულება „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება
2024 წლის 7 ივნისი
წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება, დათარიღებული 2024 წლის 7 ივნისით („№1 ცვლილების შეთანხმება“), ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მიმღები“ ან „საქართველო“), წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროთი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
ვინაიდან:
ა) საქართველოს (როგორც მსესხებლის) და ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით („სასესხო ხელშეკრულება“), მიმღებმა 2015 წლის 12 მაისის გააფორმა საგრანტო ხელშეკრულება ბანკთან, რის მიხედვითაც, ბანკი დათანხმდა მიმღებისთვის გრანტის გაცემას 3,000,000 ევროს ოდენობით, ორ ტრანშად (1-ელი და მე-2 ტრანში), Sida-EBRD მუნიციპალური გარემოსა და კლიმატის პროგრამის II ანგარიშის რესურსებიდან („ფონდი“), პროექტთან დაკავშირებით გარკვეული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით („თავდაპირველი საგრანტო ხელშეკრულება“);
ბ) 2024 წლის 6 ივნისის სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილების შეთანხმების შესაბამისად („სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილების შეთანხმება“), საქართველო და ბანკი შეთანხმდნენ – მათ შორის, (i) გაუქმდეს სესხის მე-2 ტრანში და (ii) გაიზარდოს სესხის თანხა 6,000,000 ევრომდე ახალი მე-3 ტრანშით.
გ) მიმღებს და ბანკს სურთ შეცვალონ თავდაპირველი საგრანტო ხელშეკრულება გარკვეული კუთხით, ამ №1 ცვლილების შეთანხმების დებულებების მიხედვით და შესაბამისად, რათა, მათ შორის, (i) გაუქმდეს გრანტის მე-2 ტრანში და (ii) გაიზარდოს გრანტის 1-ელი ტრანში 1,157,000 ევროს ოდენობით.
შესაბამისად, ზემოთქმულიდან გამომდინარე მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
ნაწილი 1. განმარტებები და ინტერპრეტაცია
ა) ამ №1 ცვლილების შეთანხმებაში:
„შესწორებული ხელშეკრულება“ ნიშნავს თავდაპირველ საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც შესწორებულია წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებით.
„თავდაპირველ საგრანტო ხელშეკრულებას“ აქვს პრეამბულაში „ა“ ნაწილით მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.
„№1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს“ აქვს ამ ცვლილების შეთანხმების მე-3 ნაწილში მინიჭებული მნიშვნელობა;
ბ) თავდაპირველ საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ტერმინებს (პირდაპირ, ან მასში მითითებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ან სხვა შეთანხმების ან ინსტრუმენტის მითითებით), თუ აქ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ან მითითებული, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებაში;
გ) თავდაპირველი საგრანტო ხელშეკრულება და წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება წაიკითხება და განიმარტება, როგორც ერთიანი დოკუმენტი.
ნაწილი 2. ცვლილება და უწყვეტობა
ა) №1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან და მას შემდეგ, თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულება იცვლება ამ ცვლილების შეთანხმების დანართში 1-ში ჩამოთვლილი ცვლილებების მიხედვით (თავდაპირველი საგრანტო ხელშეკრულების ცვლილება, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით – „საგრანტო შეთანხმება“, როგორც ეს განსაზღვრულია სტანდარტულ ვადებსა და პირობებში).
ბ) თავდაპირველი საგრანტო ხელშეკრულების დებულებები, გარდა წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებებისა, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.
ნაწილი 3. №1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი
№1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც ბანკი გაუგზავნის მიმღებს შეტყობინებას ბანკის მიერ ნაწილში 3 განსაზღვრული მტკიცებულებების მიღების შესახებ:
ა) ბანკი დარწმუნდა, რომ 2012 წლის სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.01(ა) ან 7.06 პუნქტში მითითებული ფაქტი არ მომხდარა და არ გრძელდება.
ბ) ამ №1 ცვლილების შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მიმღების სახელით სათანადოდ არის უფლებამოსილი ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და კორპორატიული ქმედებით;
გ) სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილების შეთანხმება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა, წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის გარდა, შესრულებულია;
დ) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების №1 ცვლილების შეთანხმება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით შესრულებულია და მიწოდებულია;
ე) თანხის გადაცემის ხელშეკრულების №1 ცვლილება გრანტის მე-2 ტრანშის გაუქმებისა და პირველი ტრანშის 1,157,000 ევროთი გაზრდის თაობაზე, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით შესრულებულია და მიწოდებული;
ვ) მიმღებმა უნდა წარუდგინოს, ან იზრუნოს, რომ ბანკმა მიიღოს მიმღების იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები (ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით), რომელიც ადასტურებს, რომ ეს ცვლილების შეთანხმება №1 სათანადოდაა ავტორიზებული ან რატიფიცირებული და შესრულებული და მოწოდებულია მიმღების სახელით და წარმოადგენს მიმღების მოქმედ და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომლებიც აღსრულდება მათი პირობების შესაბამისად.
ნაწილი 4. წარმომადგენლობები და გარანტიები
(ა) მიმღები წარმოადგენს და გარანტიას აძლევს ბანკს შემდეგნაირად:
1) მას გააჩნია შესაბამისი ძალა და უფლებამოსილება, რომ აღასრულოს, მიაწოდოს და შეასრულოს ამ №1 ცვლილების შეთანხმებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება;
2) მან გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი ამ №1 ცვლილების შეთანხმების აღსრულების, მიწოდებისა და შესრულების უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად.
3) ეს №1 ცვლილების შეთანხმება სათანადოდ არის შესრულებული და მიწოდებული მის მიერ და წარმოადგენს მოქმედ და იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებებს ხელმოწერის დღიდან, რომლებიც აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად.
4) მიღებულია ნებისმიერი თანხმობა, უფლებამოსილება და ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც აუცილებელია წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების აღსრულების, მიწოდებისა და შესრულებისთვის და ამ №1 ცვლილების შეთანხმებით შეცვლილი თავდაპირველი საგრანტო ხელშეკრულების სრულად აღსრულებისთვის და ის სრულად მოქმედია.
5) წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების შესრულება და მიწოდება არ საჭიროებს მისი რომელიმე კრედიტორის თანხმობას, ან დადასტურებას და არ ეწინააღმდეგება და არ წარმოადგენს რაიმე დარღვევას ან შეუსრულებლობას შესაბამისი შეთანხმებას, კანონს, წესს, დებულებას, ბრძანებას, განჩინებას, განკარგულებას, გადაწყვეტილებას, დადგენილებას ან ჯილდოსთან მიმართებაში.
ბ) მიმღები ადასტურებს, რომ უზრუნველყო ზემოთ ხსენებული წარმომადგენლობები და გარანტიები იმისათვის, რომ ბანკს ხელი მოეწერა ამ №1 ცვლილების შეთანხმებაზე და რომ ბანკმა ხელი მოაწერა ამ №1 ცვლილების შეთანხმებას ამის საფუძველზე და ამაზე დაყრდნობით.
ნაწილი 5. სხვადასხვა
ა) ყველა მითითება „ხელშეკრულებაზე“ თავდაპირველ საგრანტო ხელშეკრულებაში და ყველა მითითება „თავდაპირველ საგრანტო ხელშეკრულებაზე“ ყველა დაკავშირებულ ინსტრუმენტსა და შეთანხმებაში ეხება თავდაპირველ საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც შესწორებულია წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებით;
ბ) ეს №1 ცვლილების შეთანხმება უნდა გაფორმდეს სამ კოპიად, რომელთაგან თითოეული ჩაითვლება ორიგინალად, მაგრამ ყველა ერთად წარმოადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას.
გ) წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება შემოიფარგლება იმით, რაც აქ წერია და არაფერი ამ შეთანხმებაში არ განიხილება თავდაპირველი სასესხო ხელშეკრულების რაიმე ტერმინის, დებულების ან პირობის გაუქმებად, გარდა აქ პირდაპირ მითითებულისა, ასევე არ ცვლის რომელიმე უფლებას ან დაცვის საშუალებას, რომელიც წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ მხარეს აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს მომავალში.
დანართი
ცვლილებები თავდაპირველ საგრანტო ხელშეკრულებაში
თავდაპირველი საგრანტო ხელშეკრულება შეიცვლება შემდეგნაირად:
1. პრეამბულის „ბ“ პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
„(ბ) მიმღები ითხოვს დახმარებას ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის დაფინანსებაში, რომლის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტების, კერძოდ, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტები მყარი ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების გაუმჯობესება.“
2. პრეამბულის „გ“ პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
„გ) 2015 წლის 12 მაისს ბანკმა გააფორმა სასესხო ხელშეკრულება (შესწორებული №1 ცვლილების შეთანხმებით, დათარიღებული 6 ივნისით, 2024 წ.) მიმღებთან, მსესხებლის რანგში, რომლის მიხედვითაც, ბანკი, როგორც გამსესხებელი დათანხმდა სესხის გაცემას 10,300,000 ევროს ოდენობით (მე-2 ტრანში - 2,700,000 ევროს ოდენობით გაუქმდა) პროექტის დაფინანსებისთვის, როგორც ეს აღწერილია დანართში 1 („პროექტის აღწერა“), სასესხო ხელშეკრულების განსაზღვრული პირობების ფარგლებში, რომლებიც შეიძლება დროდადრო შეიცვლოს („სასესხო ხელშეკრულება“).“
3. პრეამბულის „დ“ პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
„დ) სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, თანხის მიმღები გადასცემს „შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ („კომპანია“), პროექტის განსახორციელებლად მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და კომპანიას შორის დადებული ქვესასესხო ხელშეკრულების ვადებისა და პირობების შესაბამისად, მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების შესაბამისად („ქვესესასეხო ხელშეკრულება“).“
4. „პრეამბულის „ე“ პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
ე) 2015 წლის 12 მაისს ბანკმა გააფორმა პროექტის განხორციელების ხელშეკრულება კომპანიასთან, მასში №1 ცვლილების შეთანხმებით შეტანილი ცვლილებით („პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“), რომლის მიხედვითაც, ბანკის მიერ სასესხო ხელშეკრულებისა და წინამდებარე შეთანხმების დადების გათვალისწინებით, კომპანია დათანხმდა პროექტის განხორციელებას პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ვადებისა და პირობების შესაბამისად.“
5. პრეამბულის „ვ“ პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგი პუნქტით:
ვ) 2015 წლის 12 მაისს ბანკმა გააფორმა პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება პროექტის მუნიციპალიტეტებთან („პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება“), რომლის მიხედვითაც, ბანკის მიერ სასესხო ხელშეკრულებისა და წინამდებარე შეთანხმების დადების გათვალისწინებით, პროექტის მუნიციპალიტეტები შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ პროექტის მიმღების მიერ პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განხორციელებას. სასესხო შეთანხმებით მე-2 ტრანშის გაუქმების შედეგად, ასეთი პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმება შეწყდა.
6. 1.01-ის (განმარტებები) შეიცვლება შემდეგნაირად:
„კონტრაქტორები“ ნიშნავს კონტრაქტორებს და მომწოდებლებს, რომლებსაც აქვთ კარგი რეპუტაცია და რომლებთანაც იმუშავებს კომპანია პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და დაკავშირებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, გრანტით დაფინანსებული პუნქტების ჩათვლით, თითოეული ასეთი კონტრაქტორი და მომწოდებელი უნდა შეირჩეს წინამდებარე შეთანხმების 3.06 ნაწილის („შესყიდვა“) შესაბამისად.
„თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ ნიშნავს ხელშეკრულებას, რომლებიც უნდა დაიდოს კომპანიასა და მიმღების რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ამ შეთანხმების 3.08 ნაწილის (თანხის გადაცემის ხელშეკრულების) შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება შეიძლება დროდადრო შეიცვალოს.
„სესხით დაფინანსება“ გულისხმობს თანხას, რომელიც ბანკმა გახადა ან ხელმისაწვდომს გახდის მიმღებისათვის მსესხებლის რანგში სასესხო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, და რომელიც კომპანიას გადაეცემა ქვესესხის სახით ქვესასესხო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
„პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების“ განმარტება წაიშლება.
7. 2.01 ნაწილის (თანხა, ვალუტა და დანიშნულება) „ბ“ პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგნაირად:
(ბ) საგრანტო დაფინანსება შედგება ერთი ტრანშისაგან, შემდეგნაირად:
- 1-ელი ტრანში – 3 000 000 ევროს ოდენობით.
8. 2.01 ნაწილის (თანხა, ვალუტა და დანიშნულება) „გ“ და (დ) პუნქტების მთლიანად ამოღებით.
9. 2.01 ნაწილის (თანხა, ვალუტა და დანიშნულება) „თ“ პუნქტის მთლიანად ამოღებით, რომელიც შეიცვლება შემდეგნაირად:
(თ) მიმღები ხელმისაწვდომს გახდის კომპანიისთვის საგრანტო დაფინანსებას პროექტის მიზნებისთვის იმავე პირობებით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებაში.
10. 2.02 ნაწილის (ჩამორიცხვები) „ა“ პუნქტის (გრანტის დაფინანსების ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღი) მთლიანად ამოღებით, რომელიც მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„ა) გრანტის დაფინანსების ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღი
მიმღების უფლება მოითხოვოს ჩამორიცხვა ამ შეთანხმების შესაბამისად, ძალაში შევა ძალაში შესვლის თარიღიდან და შეჩერდება 2024 წლის 31 დეკემბერს („ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღი“).
11. 2.02 ნაწილის (ჩამორიცხვები) „გ“ პუნქტი (ჩამორიცხვის პირობები) მთლიანად წაიშლება.
12. 3.01 ნაწილის (თანამშროომლობა და ინფორმაცია) „ბ“ პუნქტში წაიშლება სიტყვები „და/ან პროექტის განხორციელებისა და მხარდაჭერის ხელშეკრულება“.
13. 3.02 (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა) ნაწილის „ა“ პუნქტის სიტყვების „და პროექტის მუნიციპალიტეტები“ ამოღებით.
14. 3.02 (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა) ნაწილის „ა“ (1) პუნქტის სიტყვების „პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმების“ ამოღებით.
15. სიტყვების „არაუგვიანეს 2018 წლის 12 მაისის“ ამოღებით ნაწილში 3.02 4 „ა“ (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა) შეიცვლება სიტყვებით „არაუგვიანეს 2026 წლის 31 მარტამდე;
16. სიტყვების “და ნაწილი 2.06 (გარემოს დაცვისა და სოციალური შესაბამისობის შეთანხმებები) პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმების“ ნაწილში 3.03 (გარემოს დაცვისა და სოციალური შესაბამისობის შეთანხმებები) ამოღებით.
17. სიტყვების „და პროექტის მუნიციპალიტეტები“ 3.04 ნაწილის (მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები) „ბ“ (2) პუნქტიდან ამოღებით.
18. სიტყვების „და პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმების 2.04 ნაწილი (პროექტის ჯგუფი მე-2 ტრანშისთვის)“ 3.05 ნაწილში (პროექტის გუნდები) ამოღებით.
19. სიტყვების „გარდა იმისა, რომ მე-2 ტრანშის ფარგლებში ნარჩენების ახალი შემგროვებელი პუნქტების შეთანხმების შესყიდვა შესაძლებელია ბანკისთვის მისაღები ადგილობრივი კონკურენტული ტენდერის პროცედურების მიხედვით” 3.06 (შესყიდვა) ნაწილის „ა“ პუნქტიდან ამოღებით.
20. 3.08 ნაწილის (თანხის გადაცემის ხელშეკრულებები) „ა“ პუნქტის სიტყვების „და საპროექტო მუნიციპალიტეტების“ ამოღებით (გასაგებია, რომ სეთი ნაწილის 3.08 სათაური ჩანაცვლდება სათაურით „თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ და სიტყვები „თანხის გადაცემის ხელშეკრულებები“ გამოყენებული ამ ნაწილში ჩანაცვლდება „თანხის გადაცემის ხელშეკრულებით“).
21. 4.01 ნაწილის (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები) „ა“ პუნქტის სიტყვების „და საპროექტო მუნიციპალიტეტების“ ამოღებით.
22. 4.01 (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები) „ბ“ პუნქტის მთლიანად ამოღებით შეიცვლება შემდეგი სახით:
„ბ) მიმღები ვალდებულია, კომპანიამ უზრუნველყოს კომპანიის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და კომპანიის მიერ შენახული ჩანაწერები, კომპანიის ვალდებულებების შესაბამისად, პროექტის 3.01 ნაწილის (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები) შესაბამისად. განხორციელების შეთანხმება, ისევე როგორც პუნქტი 5.02(გ)(i) (სტანდარტული წესებისა და პირობების ანგარიშგება):
(1) მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საგრანტო დაფინანსებისა და მისი გამოყენების შესახებ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით;
(2) მოიცავს საკმარის ინფორმაციას, რათა შესაძლებელი გახდეს საგრანტო დაფინანსებისთვის თვალყურის დევნება სესხის დაფინანსებისგან განცალკევებით; და
(3) მოიცავს ისეთ სხვა ინფორმაციას, რომელიც ეხება ისეთ ჩანაწერებს, ანგარიშებსა და ფინანსურ ანგარიშგებას, რომლებიც ბანკს შეუძლია დროდადრო გონივრულად მოითხოვოს.“
23. 4.01 ნაწილის (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები) „გ“ პუნქტში სიტყვების „და საპროექტო მუნიციპალიტეტების“ ამოღებით.
24. 4.02 ნაწილის (ბიზნესისა და ოპერაციების წარმართვა) პირველი პუნქტიდან სიტყვების „და პროექტის მუნიციპალიტეტები“ ამოღებით.
25. 4.02 ნაწილის (ბიზნესისა და ოპერაციების წარმართვა) „ა“ პუნქტიდან სიტყვების „და პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმებით“ ამოღებით.
26. 4.03 ნაწილის (გადასახადები) „ა“ პუნქტიდან სიტყვების „და/ან პროექტის მუნიციპალიტეტები“ ამოღებით. (გასაგებია, რომ სიტყვები „თანხის გადაცემის ხელშეკრულებები“, რაც გამოყენებულია ამ ნაწილში ჩანაცვლდება „თანხის გადაცემის ხელშეკრულებით“).
27. 4.04 ნაწილში (ხილვადობა) სიტყვების „და პროექტის მუნიციპალიტეტები“ ამოღებით.
28. 5.01 ნაწილის (შეჩერება) „ა“(1) და „ა“(2) პუნქტებიდან სიტყვების „ან პროექტის მუნიციპალიტეტების“ და „პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმების“ ამოღებით (გასაგებია, რომ სიტყვები „ქვესასესხო ხელშეკრულებები“ ჩანაცვლდება სიტყვებით „ქვესასესხო ხელშეკრულება“ და სიტყვები „თანხის გადაცემის ხელშეკრულებები“ ჩანაცვლდება „თანხის გადაცემის ხელშეკრულებით“).
29. 5.01 ნაწილის (შეჩერება) „ა“(6) პუნქტში სიტყვების „ან პროექტის მუნიციპალიტეტი“ და „ან პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმება“ ამოღებით.
30. 5.01 ნაწილის (შეჩერება) „ა“ (7) პუნქტში სიტყვების „ან პროექტის მუნიციპალიტეტი“ და „ან პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმება“ ამოღებით.
31. 5.01 ნაწილის (შეჩერება) „ა“(10) პუნქტში სიტყვების „პროექტის მუნიციპალიტეტი“ ამოღებით.
32. 5.02 ნაწილის (ბანკის მიერ გაუქმება) „დ“ (3) პუნქტში სიტყვების „პროექტის მუნიციპალიტეტის“ ამოღებით.
33. 5.02 ნაწილის (ბანკის მიერ გაუქმება) „ე“ პუნქტში სიტყვების „პროექტის მუნიციპალიტეტის“ ამოღებით.
34. 5.05 ნაწილის (ანაზღაურების მოვლენები) პირველ პუნქტში სიტყვების „და/ან პროექტის მუნიციპალიტეტები“ ამოღებით.
35. 5.05 ნაწილის (ანაზღაურების მოვლენები) „დ“ პუნქტში სიტყვების „პროექტის მუნიციპალიტეტის“ ამოღებით.
36. 7.05 ნაწილის (შესრულების შეყვეტა) „ა“ პუნქტში სიტყვების „და პროექტის მუნიციპალიტეტებმა შეასრულეს ყველა ვალდებულება პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად“ ამოღებით.
37. 8.05 ნაწილის (ანაზღაურება) „ა“(2) პუნქტში სიტყვების „ან პროექტის მუნიციპალიტეტები“ ამოღებით.
38. 8.08 ნაწილში (ინფორმაციის გამჟღავნება) სიტყვების „და/ან პროექტის მუნიციპალიტეტები“ ამოღებით.
39. 8.01 (შეტყობინებები) ნაწილში EBRD-ის საკონტაქტო მონაცემების ამოღებით მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
„ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ბანკის ქუჩა 5
ლონდონი E14 4BG
გაერთიანებული სამეფო
ვის: საოპერაციო ადმინისტრაციის დეპარტამენტი
ტელ: +44 20 7338 6000“
40. დანართი 1-ის (გრანტით დაფინანსებული ერთეულები) ამოღებით მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
დანართი 1 - გრანტით დაფინანსებული ერთეულები
ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს გრანტით დაფინანსებულ პუნქტებს და გრანტის დაფინანსების ოდენობას, რაც გამოყოფილია გრანტით დაფინანსებული თითოეული პუნქტისთვის და ექვემდებარება შესწორებებს, რაზეც ბანკი და მიმღები შეიძლება დროდადრო შეთანხმდნენ:
გრანტით დაფინანსებული ერთეულები
გამოყოფილი გრანტის ოდენობა ევროში
1-ელი ტრანში
1
ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა (შენობისა და ნაგებობების ჩათვლით)
3,000,000
დანართ 2-ის (ჩამორიცხვის კატეგორიები) ამოღებით მთლიანად შეიცვლება შემდეგნაირად:
დანართი 2 - ჩამორიცხვების კატეგორიები
1. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია კატეგორიები, თითოეულ კატეგორიაზე გამოყოფილი გრანტის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი.
2. ზემოაღნიშნული პუნქტის 1 დებულებების მიუხედავად, არ განხორციელდება თანხის გაცემა თავდაპირველი საგრანტო შეთანხმების თარიღამდე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
კატეგორია
გამოყოფილი გრანტის ოდენობა ევროში
დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი
(1) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება გრანტით დაფინანსებული პუნქტებისთვის (პროექტის 1-ლი ტრანში)
3,000,000
შეთანხმების ღირებულების 100%-მდე გადასახადების გარეშე
ჯამი
3,000,000
ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებას თბილისში, საქართველოში, ზემოთ პირველად მითითებულ თარიღზე.
საქართველო
ხელმომწერი ___________________________
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი ______________________________
სახელი: ალკის ვრიენიოს დრაკინოსი
თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი