⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.11.2004)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მინერალური და მტკნარი წყლების წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტ „საქმინხილწყლის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.01.1998
ძალის დაკარგვა 05.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-10
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 22/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
1,611 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.1998 მიღება
05.11.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მინერალური და მტკნარი წყლების წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტ „საქმინხილწყლის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება № 2-10 1998 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი მინერალური და მტკნარი წყლების წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტ „საქმინხილწყლის“ დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს მინერალური და მტკნარი წყლების წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტ „საქმინახიწყალის“ - დებულება, /დანართი №1/, საშტატო განრიგი /დანართი №2/ და ხარჯთა ნუსხა /დანართი №3/. 2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ: /ი. ლომთათიძე/ მინერალური და მტკნარი წყლების წარმოებისა და რეალიზაციის სახელწმიფო დეპარტამენტ „საქმინხილწყალთან“ /ზ. ჩანჩიბაძე/ ერთად უზრუნველყოს: ა) კანონითა და დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელწმიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება; ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელწმიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია. 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 18 აგვისტოს № 2-257 ბრძანებით დამტკიცებული სახელწმიფო დეპარტამენტ „საქმინხილწყალის“ დროებითი დებულება. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ნ. დუჩიძეს. მინისტრი                                                                                               ბ. გულუა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელწმიფო დეპარტამენტ „საქმინხილწყლის“ დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მინერალური და მტკნარი წყლების წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი „საქმინხილწყალი“ (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997წლის 11 თებერვლის № 95 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 7 მარტის № 2-52 ბრძანებით, მინერალური წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანება „საქმინხიწყლის“ ბაზაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. დეპარტამენტის იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი 380023, მ. კოსტავას ქ. № 41. 2. დეპარტამენტი არის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელსაც ეკისრება საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო რეგულირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად. 3. დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. დეპარტამენტს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. 5. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია სახელწმიფო ბიუჯეტი. დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. 6. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობს დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსში. 7. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს დეპარტამენტის თავმჯდომარე. II. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები. 6. დეპარტამენტის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია: ა) მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საწარმოთა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების რესურსების რაციონალურად ათვისებისა და მათი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ტრადიციული ბაზრების დაბრუნებისა და ახლის ათვისება-გაფართოებისა და სტაბილიზაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობისათვის ხელის შეწყობა,  საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენება, საგარეო ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვება; დ) პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, საერთაშორისო დახმარების კოორდინაცია, მათი ეფექტიანი გამოყენება; ე) დარგში სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა-პროგნოზირება, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფა; ვ) საწარმოთა რესტრუქტურიზაცია – რეორგანიზაციისა და პრივატიზირების მიზანმიმართულ და ორგანიზებულ წარმართვაში მონაწილეობა; ზ) მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების და რეალიზაციის სფეროს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებაში მონაწილეობა; თ) საშინაო და საგარეო ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, სისტემატიზაცია, პროგნოზირება და გავრცელება, კონსულტირება და დახმარება წარმოებისა და სოციალური მოწყობის ორგანიზაციასა და მართვაში; ი) არასახელმწიფო სტრუქტურების (ასოციაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები) საქმიანობისათვის ხელშეწყობა; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი; ლ) მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიური ნორმების დადგენისა და სტანდარტების პროექტების შექმნაში მონაწილეობა - „საქსტანდარტთან“ ერთად; მ) მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ნორმატიული დოკუმენტაციის (ტექნოლოგიური ინსტრუქცია) შეთანხმება; ნ) მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების საგარეო და საშინაო ბაზრის მდგომარეობისა და კონიუქტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზაცია და პროგნოზირება; ო) არსებული ფასების ოპტიმალურობის გაანალიზება და მსოფლიო ფასებთან შედარებით ჩვენი ქვეყნის პროდუქციის ფასების პრიორიტეტის შესახებ წინადადებების შეტანა. III. დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს მასთან ხელშეკრულებები; ბ) შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო; გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი; ე) მონაწილეობა მიიღოს მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარების კონცეფციის შემუშავებაში; ვ) მონაწილეობა მიიღოს მინერალური და მტკნარი წყლების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებაში; ზ) გასცეს მინერალური და მტკნარი წყლებისა  და ლუდის სასაქონლო წარმოებაზე ლიცენზიები. დააყენოს საკითხი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; თ) აწარმოოს იმ საწარმოთა ერთიანი რეესტრი, რომლებიც ეწევიან მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებას; ი) შექმნას საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების რესურსების ერთიანი საინფორმაციო ბანკი საერთაშორისო გამოცდილებისა და მოთხოვნების შესაბამისად; კ) განახორციელოს მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო წარმოების, შენახვისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიურ დისციპლინის დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობა საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) მონაწილეობა მიიღოს წყლის პროდუქციისათვის „ნატურალური მინერალური წყლის“, „წყაროს წყლისა“ და „სასმელი წყლის“ სტატუსის მინიჭებასა და გაუქმებაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; მ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად გაატაროს მინერალური წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში ფალსიფიკაციის აღმკვეთი ღონისძიებები; ნ) მონაწილეობა მიიღოს მინერალური წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმლების წარმოებაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა (ბიზნეს გეგმების, ბიზნეს-წინადადებების, პროგრამების) შემუშავებასა და რეალიზაციაში; ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის კომპეტენციის მიკუთვნებული საკითხების რეალიზებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში დაამყაროს ურთიერთობა და შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში; პ) მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზება გაუკეთოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს და მიიღოს მონაწილეობა დარგის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში; ჟ) ხელი შეუწყოს დეპარტამენტის სპეციალისტების მივლინების საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად; რ) ხელი შეუწყოს მინერალური და მტკნარი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების საწარმოებთან სამთავრობათაშორისო და სახელმწიფო შეკვეთების ხელშეკრულებების გაფორმებას და განახორციელოს მათ შესრულებაზე ზედამხედველობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში; ს) სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი დარგის საწარმოებთან განახორციელოს ტექნიკური და საკონსულტაციო მომსახურება; ტ) უზრუნველყოს დეპარტამენტთან არსებული ცენტრალური სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირება დამტკიცებული დებულების შესაბამისად; უ) მიიღოს მონაწილეობა უცხოური სასურსათო პროდუქციის ინტერვენციისაგან შიდა ბაზრის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებაში; ფ) განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი დეპარტამენტის მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა ქონების მიმართ; ქ) უშუალოდ წარმართოს მათ გამგეობაში არსებული სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობა. დასვას საკითხი სამინსიტროს წინაშე მათი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ. IV. დეპარტამენტი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება; ბ) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის დავალებები და მითითებები, ბრძანებები საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; გ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგინოს წინადადებები კანონპროექტების, ინდიკატური გეგმის, სახელმწიფო პროგრამების და სხვა შესასრულებლად; დ) არ დაუშვას სხვა უწყებების კომპეტენციაში ჩარევა; ე) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებრიობასთან; ვ) დადგენილ ვადებში დაწესებული ფორმით წარუდგინოს ანგარიშები შესაბამის სახელწმიფო ორგანოებს; ზ) პასუხი აგოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ამ გადაწყვეტილებებით მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. V. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა. 7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ამ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 8. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. 9. თავმჯდომარე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დ) თავის კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ე) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები სამინისტროში გადაწყვეტილების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს განეკუთვნება; ვ) ანგარიშს აბარებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით და დავალებებით; თ) პასუხისმგებელია თავისი ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ი) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; კ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ლ) განსაზღვრავს დეპარტამენტთან არსებული სადეგუსტაციო კომისიის შემადგენლობას და ამტკიცებს მის დებულებას; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს და ცირკულიარულ  წერილებს; ნ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს; ო) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურის ურთიერთობებს თავმჯდომარის არყოფნისას. VI. დასკვნითი დებულება. 10. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 11. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით. დანართი №3 სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის „საქმინხილწყლის“ 1998 წლის ხარჯთაღრიცხვა № ხარჯების დასახელება ხარჯები 1998 წელში 1. ხელფასის ფონდი სულ მ.შ.: - ხელფასი - პრემია - დახმარება 20086 14178 4726 1182 2 დამქირავებლის ანარიცხები - სოცუზ. და სამედ. დაზღ. ერთიანი სახ. ფონდი - ჯანმრთელობის დაცვის სახ. ფონდში 6026 5423 603 3. მივლინება - ქვეყნის შიგნით 3150 3150 4. საქონელი და მომსახურება - ოფისის ხარჯები - კომუნალური მომსახურება - ტრანსპორტის შენახვა 7900 4410 1890 1600 სულ 37162 დანართი №2 სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყლის“ 1998 წლის საშტატო განრიგი № სტრუქტურული ქვედანაყოფი თანამდებობა საშტატო ერთეული ხელფასის განაკვეთი შენიშვნა 1 2 3 4 5 I. ხელმძღვანელობა დეპარტამენტის თავმჯდომარე 1 მოადგილე მოადგილე 1 1 1 105,00 94,50 94,50 სულ ხელმძღვანელი 3 294,0 II. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ანალიზის სამმართველო 1. სამმართველოს უფროსი 1 75,00 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1 67,00 3. მთავარი ბუღალტერი 1 75,00 4. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 5. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 6. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 სულ 6 322,50 III. საწარმოო ტექნიკური სამმართველო. 1. სამმართველოს უფროსი 1 75,00 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1 67,50 3. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 4. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 5. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 6. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 სულ 6 282,50 1 2 3 4 5 II. პროდუქციის უსაფრთხოების მონიტორინგისა და მარკეტინგის სამმართველო 1. სამმართველოს უფროსი 1 75,00 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1 67,50 3. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 4. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 5. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 6. მთავარი სპეციალისტი 1 35,00 სულ 6 282,50 სულ დეპარტამენტი 21 1181,50