საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1997 წლის 17 იანვრის №03 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო ლიცენზირების დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 24.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 000000130.01(2).003.000339 3
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 05/08/1998
346 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1997 წლის 17 იანვრის №03 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო ლიცენზირების დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება № 53 1998 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1997 წლის 17 იანვრის №03 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო ლიცენზირების დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის № 221 და 1997 წლის 28 სექტემბრის № 548 ბრძანებულებათა მოთხოვნების შესაბამისად საქართველოში საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შემდგომი გაუმჯობესების, ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების და მხარეებში სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების როლის შემდგომი ამაღლების მიზნით, ვბრძანებ: 1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 1997 წლის 17 იანვრის №03 ბრძანებაში „საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები: - დებულების სათაურსა და ტექსტში სიტყვები „...არქიტექტურულ-სამშენებლო...“ შეიცვალოს სიტყვებით „...საპროექტო-სამშენებლო...“; - პუნქტ 1.2-დან ამოღებულ იქნეს სიტყვები „....ლიცენზირების ცენტრის ფუნქციებს“; - პუნქტ 1.3-დან სიტყვები „...ლიცენზია გაიცემა 3 წლის ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით“ ...ლიცენზია გაიცემა 5 წლამდე ვადით“; - პუნქტ 2.2-ს დაემატოს აბზაცი: „საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებსა და მხარეებში საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების მიერ გაცემული საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიები მოქმედებს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების ან მხარის ტერიტორიაზე; - პუნქტიდან 2.3. ამოღებული იქნას „...უხელმძღვანელოს ლიცენზირების ქვედანაყოფებს, რომლებიც დახმარებას უწევენ ადგილობრივ ორგანიზაციებსა და საწარმოებს ლიცენზიის მისაღებად შესაბამისი მასალების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში“ და შეიცვალოს წინადადებით: „საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებს და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხარეების დეპარტამენტებს გაუწიოს მეთოდური ხელმძღვანელობა საპროექტო-სამშენებლო ლიცენზიების განხილვისა და გაცემის საკითხებში“; - პუნქტი 2.5. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლიცენზირების ცენტრი ქმნის სარეცენზიო კომისიას, რომელიც აძლევს სათანადო შეფასებას ლიცენზიანტის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესაძლებლობას. სარეცენზიო კომისიის დასკვნა განსახილველად წარედგინება სალიცენზიო საბჭოს, რომელიც იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ. ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მხარეებში გადაწყვეტილება ლიცენზიების გაცემის შესახებ მიიღება ავტონომიური რესპუბლიკის ლიცენზირების ცენტრისა და მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების მიერ სარეცენზიო დასკვნის საფუძველზე“; - დებულების „საქართველოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის შესახებ“ დანართ 1-ში სიტყვები „არქიტექტურულ-სამშენებლო“ შეიცვალოს „საპროექტო-სამშენებლო“-თი; - დანართ 1-ში პუნქტები 1.3 და 1.7. ამოღებულ იქნეს ტექსტიდან. 2. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილეს მ. ნიკოლაიშვილს. მინისტრი                                                                                 მ. ჩხენკელი