სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასურის განსაზღვრისა და მისი გადახდის წესის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 29.12.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 000001900.12.003.000145
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 31/12/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.1997 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასურის განსაზღვრისა და მისი გადახდის წესის შესახებ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №93
1997 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასურის განსაზღვრისა და მისი გადახდის წესის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 26-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს კანონის „განათლების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 „ა“ პუნქტის, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 47-ე მუხლის შესრულების უზრუნველსაყოფად
ვბრძანებ:
1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის განხორციელებისათვის აუცილებელი (მინიმალური) ხარჯების ოდენობიდან გამომდინარე სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ამ საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასური განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე თვეში 10 ლარის ოდენობით.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად, მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე.
3. სწავლის საფასურის გადახდა მოხდეს საბანკო დაწესებულებაში მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გადახდილი თანხა ჩაირიცხოს შესაბამისი რაიონის ან ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში და გამოყენებულ იქნეს მიზნობრივად.
4. სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გაცემული საბანკო დაწესებულების მიერ, მიმდინარე თვის 16 რიცხვამდე წარედგინოს შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციას.
მინისტრი ვ. პაპავა