დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის მინისტრის
ბრძანება №140
1997 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., №32) 199-ე მუხლის საფუძველზე, ამავე კოდექსის XI კარით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტიკცდეს თანდართული „დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალი“.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ტექსტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., 19 ნოემბერი) 61-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად ამ ბრძანების ოფიციალურ გამოქვეუნებად ჩაითვალოს მისი სრული ტექსტის (ამავე ბრძანებით დამტკიცებული თანდართული „დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის“ ჩათვლით) პირველი გამოქვეყნება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.
მინისტრი ნ. ჩხეიძე
დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალი
1. თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანება
2. თბილისის ქარხანა „ელექტროშემდუღებელი“
3. თბილისის ქარხანა „ელექტრიავტომატი“
4. ქუთაისის ლითოფონის ქარხანა
5. ქუთაისის სააქციო საზოგადოება „ავტოქარხანა“
6. სააქციო საზოგადოება „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“*
7. სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმი“
8. სააქციო საზოგადოება „ტყიბულნახშირი“
9. შორაპანის სააქციო საზოგადოება „მარსი“
10. ზესტაფონის სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“
11. საჩხერის ბამბეულის საქსოვი ფაბრიკა
12. სააქციო საზოგადოება „მარელისი“
13. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა*
14. ბათუმის ქიმიკო-ფარმაცევტული ქარხანა
15. ზუგდიდის ქაღალდის კომბინატი
16. ოზურგეთის სააქციო საზოგადოება „ასკანიტი“
17. სააქციო საზოგადოება „ურავი“
18. ხაშურის საფეიქრო-საგალანტერო ფაბრიკა
19. თბილსრესი*
20. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა*
21. სააქციო საზოგადოება „რუსთავის ქიმიური კომნინატი“, საწარმოო გაერთიანება „აზოტი“*
22. მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი
23. ერთობლივი საწარმო „კვარციტი“
24. დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატი
25. სააქციო საზოგადოოება „ბორჯომის მინა-ქართუ“
26. ბორჯომის №1 ჩამომსხმელი ქარხანა
27. ბორჯომის №2 ჩამომსხმელი ქარხანა
28. გორის შპალსაჟღენთი ქარხანა
29. აგარის შაქრის კომბინატი
30. სააქციო საზგოადოება „კასპიცემენტი“*
31. გომის სპორტის ქარხანა
32. თერჯოლის სააქციო საზოგადოება „ვაზისა“
33. რუსთავის ცემენტის ქარხანა*
34. ქ. თბილის-რუსთავის რეგიონალური გამწმენდი ნაგებობა
35. ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის წყალსადენ-კანალიზაციის სამმართველო
შენიშვნა: * - ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტები