საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.1999
ძალის დაკარგვა 16.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(3).003.000890 108
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53(60), 13/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №17 „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა 01.04.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №43
1999 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ
1999 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის ფორმები (თან ერთვის);
2. გაუქმდეს 1997 წლის 25 აგვისტოს საქართველოს დაზღვევის სახელწმიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება № 1-ით დამტკიცებული № 1 დანართი;
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სამსახურის უფროსი ა. ცერცვაძე