აღნიშნული წუნიანი ეგზემპლარის დაუყოვნებლივ გამოცვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოცვლა უნდა მოხდეს სათანადო მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.

წარდგენილი მოთხოვნის შესრულების ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის რედაქცია, გამომცემელი იხდის პირგასამტეხლოს ხელმოწერის უხარისხო ეგზემპლარის საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით უხარისხო ეგზემპლარის გამოცვლამდე ან ხელმომწერის მიერ სხვა მოთხოვნის წამოყენებამდე, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესების მე-11 მუხლი