საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში საიჯარო ვაჭრობის (ტენდერის) ჩატარების დებულების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.1997
ძალის დაკარგვა 04.06.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 000000130.01(2).003.000001 3
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 31/03/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
1,840 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.1997 მიღება
04.06.1998 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში საიჯარო ვაჭრობის (ტენდერის) ჩატარების დებულების შესახებ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №22 1997 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში საიჯარო ვაჭრობის /ტენდერის/ ჩატარების დებულების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17და მე-18 მუხლების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 ივლისის №463 ბრძანებულების შესრულების მიზნით: ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების გათვალისწინებით, დამუშავებული დებულება „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში საიჯარო ვაჭრობის /ტენდერის/ ჩატარების შესახებ“. 2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არსებული წესით გაატაროს რეგისტრაციაში აღნიშნული დებულება. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს: მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ მ. ნიკოლაიშვილს. მინისტრი                                                   მ. ჩხენკელი  დებულება საქართველოს ტეროტორიაზე სამშენებლო დარგში საიჯარო ვაჭრობის(ტენდერის) ჩატარების შესახებ 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საიჯარო ვაჭრობის სისტემის დანერგვის მიზანია შეიქმნას ქვეყნის სამშენებლო დარგშიპ ირობები კონკურენციისა და დემონოპოლიზაციისათვის და ამის საშუალებით მიღწეულ იქნეს მშენებლობის ღირებულების, ხანგრძლივობის, ხარისხის და სხვა მაჩვენებლის ოპტიმალური დონე. 1.2. მისაღები წინადადებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაკვეთები გადაეცემათ მოიჯარეებს, რომელთაც აქვთ პროფესიონალური გამოცდილებისა და საიმედოობის გარანტია. დაკვეთების განთავსების ძირითად პრინციპს წარმოადგენს მოიჯარეების აქტიური კონკურენცია და თითოეული მათგანის უფლებების დისკრიმინაციის არდაშვება. 2. საიჯარო ვაჭრობის სახეები სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთების განთავსებისათვის საიჯარო ვაჭრობის ძირითადი სახეებია: ა) ღია საიჯარო ვაჭრობა (ტენდერი); ბ) შეზღუდული საიჯარო ვაჭრობა (ტენდერი); გ) ორეტაპიანი საიჯარო ვაჭრობა (ტენდერი). 2.1.) ღია ტენდერი - საიჯარო ვაჭრობა, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ყველა იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო ლიცენზია სამშენებლო დარგით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. ღია ტენდერში მონაწილეობს ყველა მსურველი და მისი ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 2.2.) შეზღუდული ტენდერი - საიჯარო ვაჭრობა, რომელშიც შესაბამისი პირობების გათვალისწინებით მონაწილეობს დამკვეთის მიერ შერჩეულ მოიჯარეთა გარკვეული რაოდენობა (არანაკლებ ოთხი მონაწილე). შეზღუდული ტენდერი ტარდება ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით, იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო დაკვეთა სპეციფიურ ხასიათს ატარებს და, მისი სირთულის გამო, შესაძლო მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია; როდესაც ღია ტენდერის ჩატარების დროს არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი წინადადება ან ყველა მიჩნეულ იქნა არადამაკმაყოფილებლად, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო დაკვეთა დაკავშირებულია საგანგებო პირობებთან,რომლებიც ეროვნულ თავდაცვას, სახელმწიფო საიდუმლოებებს, სტიქიური უბედურებების შედეგებს და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს ეხება. ორეტაპიანი ტენდერი - საიჯარო ვაჭრობა, რომლის დროსაც პირველ ეტაპზე მონაწილენი წარმოადგენენ ზოგად წინადადებებს ფასის გარეშე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩევის შედეგად დარჩენილი პრეტენდენტები წარმოადგენენ საბოლოო წინადადებას ფასთან ერთად. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეუძლებელია დაკვეთის ყველა ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრა ან როდესაც დაკვეთა მოითხოვს გამოკვლევებსა და ექსპერიმენტებს. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სადენდერო დოკუმენტაციაში აუცილებელად მითითებული უნდა იყოს, რომ პრეტენდენტები მიწვეულნი არიან ორეტაპიან საიჯარო ვაჭრობაზე და მისი ჩატარები წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. საიჯარო ვაჭრობის ძირითადი მონაწილენი 3.1. საიჯარო ვაჭრობის ძირითადი მონაწილენი არიან: დამკვეთი (მენაშენე), ტენდერის ორგანიზატორი, სატენდერო კომისია და პრეტენდენტები. 3.2. ტენდერის ორგანიზატორი არის დამკვეთი (მენაშენე) და სატენდერო კომისია ან სხვა იურიდიული პირი, რომელსაც ეს უფლებები დელეგირებული აქვს დამკვეთისაგან. 3.3. საიჯარო ვაჭრობის ჩატარებისათვის დამკვეთი (მენაშენე) ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: - ღებულობს გადაწყვეტილებას საიჯარო ვაჭრობის ჩატარების ფორმებისა და ვადების შესახებ, სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ და გამოსცემს შესაბამის განკარგულებას; - მონაწილეობს სატენდერო კომისიის მუშაობაში თავისი წარმომადგენლების საშუალებით; - ადგენს საიჯარო ვაჭრობაში გამარჯვების საბოლოო პირობებს და დებს ხელშეკრულებას გამარჯვებულთან; - დამკვეთი (მენაშენე) უნდა ფლობდეს აუცილებელ საინვესტიციო რესურსებს და მას უნდა ჰქონდეს უფლება განკარგოს იგი. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს სათანადო საფინანსო დოკუმენტით. 3.4. ტენდერის ორგანიზატორი და სატენდერო კომისია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: - აგროვებს განცხადებებს და, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ საკვალიფიკაციო მონაცემებს საიჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ; - ორგანიზაციას უკეთებს სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავებას და, საჭიროების შემთხვევაში, აკორექტირებს მას; - უზრუნველყოფს სატენდერო და სხვა დოკუმენტაციების მომზადებას, ვაჭრობის შესახებ განცხადების გამოქვეყნებას და პრეტენდენტების მოწვევას; - აცნობს და განუმარტავს პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციას; - უზრუნველყოფს ვაჭრობის პროცედურის დაცვასა და მის გაფორმებას; - განსაზღვრავს ვაჭრობაში გამარჯვებულს ან ღებულობს სხვა გადაწყვეტილებას ჩატარებული ვაჭრობის შესახებ, რაზედაც ფორმდება შესაბამისი ოქმი სატენდერო კომისიის წევრთა ხელმოწერით; - ვადლებულია არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელსაც შეუძლია მოახდინოს მონაწილის დისკრიმინაცია ან რომელიმეს მიანიჭოს დაუმსახურებელი უპირატესობა სხვა მონაწილესთან შედარებით; - დადგენილ შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებით აქვეყნებს ჩატარებული ვაჭრობის შედეგებს. 3.5. პრეტენდენტის უფლება-მოვალეობა: - პრეტენდენტის სტატუსს შეიძენს პირი, რომელიც სატენდერო კომისიის მიერ ოფიციალურად მიწვეული იქნება საიჯარო ვაჭრობაზე; პრეტენდენტს უფლება აქვს საიჯარო ვაჭრობის წესსა და პირობებზე მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სატენდერო კომისიისაგან; - ყველა პრეტენდენტი სარგებლობს თანაბარი უფლებებით; პრეტენდენტებს, რომლებმაც შეასრულეს საკვალიფიკაციო პირობები და დაშვებული არიან ვაჭრობაზე, ტენდერის ორგანიზატორის ანგარიშზე შეაქვთ დეპოზიტის თანხა, როგორვ ტენდერში მონაწილეობის გარანტია და, ამის შემდეგ უფლებამოსილნი არიან შეიძინონ სატენდერო დოკუმენტაცია. 3.6. პრეტენდენტთა კვალიფიკაცია: დამკვეთი ვალდებულია შეამოწმოს პრეტენდენტთა კვალიფიკაცია საიჯარო ვაჭრობის (ტენდერის) ნებისმიერ სტადიაზე. პრეტენდენტთა კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა; - სამშენებლო დარგით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო სახელმწიფო ლიცენზია; - უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი; - ორგანიზაციის საბუღალტრო ბალანსი ძირითადი ფონდების გაშიფვრით; - შრომითი რესურსები კვალიფიკაციის მიხედვით; - შესაბამისი საწარმოო-ტექნიკური ბაზის მაჩვენებლები; - დამკვეთის ქონების, ფულადი რესურსების, მასალების ან მოწყობილობების - დაკარგვით, ან დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები; - ტექნიკური პერსონალის შემადგენლობა; - ორგანიზაციის მისამართი, ბანკის ანგარიში ნომრებით. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტი წარმოადგენს დამატებით დამამტკიცებელ მონაცემებს თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მონაცემები თან უნდა დაერთოს საჯარო ვაჭრობაზე მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებას. 3.7. პრეტენდენტებს, რომლებმაც წარმოადგინეს არასწორი მონაცემები და ყალბი დოკუმენტები, სატენდერო კომისიის მიერ ეკრძალებათ შემდგომში ტენდერებში მონაწილეობა მინიმუმ ერთი წელი და ისინი პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარი ფაქტები უნდა დაფიქსირდეს დოუმენტალურად და მის შესახებ გამოქვეყნდეს ინფორმაცია პრესის საშუალებით. 3.8. პრეტენდენტთა წინასწარი კვალიფიკაცია. - დამკვეთს შეუძლია პოტენციურ მონაწილეთა დადგენის მიზნით ჩაატაროს წინასწარი საკვალიფიკაციო შერჩევა; - წინასწარი კვალიფიკაციის ჩატარების დროს გამოიყენება ის პრინციპები, რომლებიც მოყვანილია ამ დებულების 3.6. პუნქტში. 4. საიჯარო ვაჭრობის (ტენდერის) გამოცხადება 4.1. დამკვეთი და ტენდერის ორგანიზატორი აცხადებს საიჯარო ვაჭრობას (ტენდერს) ყოველდღიური ცენტრალური პრესის, სხვა მასობრივი ინფორმაციისა და საერთაშორისო გამოცემების საშუალებით. 4.2. განცხადება საიჯარო ვაჭრობის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) დამკვეთის დასახელებას და მისამართს; ბ) სახელმწიფო დაკვეთის დასახელებასა და დახასიათებას; გ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულების ვადას; დ) სატენდერო დოკუმენტაციის გაცემის ადგილსა და პირობებს; ე) მითითებას გარანტიის აუცილებლობის შესახებ; ვ) წინადადების წარმოდგენის ადგილსა და ვადებს. 5. სატენდერო დოკუმენტაცია 5.1. დამკვეთი გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას დაინტერესებულ იურიდიულ პირებს საიჯარო ვაჭრობის შესახებ, გამოქვეყებული განცხადების შესაბამისად. 5.2. სატენდერო დოკუმენტაია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) წინადადებების მომზადებისათვის საჭირო ინსტრუქციას; ბ) პრეტენდენტთა კვალიფიკაციის შეფასებისათვის საჭირო პირობებსა და პროცედურას; საჭირო დოკუმენტების ნუსხასა და მათი წარმოდგენის ვადებს; გ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადებს, ტექნიკურ მონაცემებსა და სპეციფიკაციას; დ) პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადდებების შეფასების კრიტერიუმებს; ე) ხელშეკრულების (კონტაქტის) პირობებს; ვ) პრეტენდენტთა მიერ წინადადებების წარმოდგენის ადგილსა და ვადებს; ზ) წარმოდგენილი წინადადებების გახსნის ადგილს, თარიღს, დროს და შესაბამის პროცედურას. 6. საიჯარო ვაჭრობის (ტენდერის) მონაწილეთა გარანტია 6.1. დაკვეთს შეუძლია მოითხოვოს პრეტენდენტისაგან გარანტიები მის მიერ მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად ,შეუსრულებლობის შემთხვევაში მიყენებული ზარალის მთლიანად ან ნაწილობრივ ასანაზღაურებლად. 6.2. გარანტიის სახით დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს ფულის კონკრეტული რაოდენობა, ფასიანი ქაღალდები ან საკრედიტო დაწესებულების გარანტიები. საგარანტიო თანხების რაოდენობა უნდა იყოს ერთიანი ყველა პრეტენდენტისათვის. 6.3. დამკვეთი არ არის ვალდებული დაუბრუნოს პრეტენდენტს შემოტანილი საგარანტიო თანხა, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ცვლის ან გამოითხოვს თავის წინადადებას მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, აგრეთვე მაშინ, როცა პრეტენდენტი უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე მის მიერ წარმოდგენილი წინადადების შესაბამისად. ყველა სხვა შემთხვევაში,საგარანტიო შენატანები პრეტენდენტებს უკან უბრუნდებათ. 7. კონფიდენციალობის დაცვა 7.1. პრეტენდენტს შეუძლია წამოაყენოს მოთხოვნა მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ, ხოლო დამკვეთი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ დებულებაში მოცემულ განსაზღვრებებეს. 8. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებანი და განმარტებანი 8.1. პრეტენდენტს უფლება აქვს მიიღოს განმარტება სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო დამკვეთი ვალდებულია მისცეს შესაბამისი განმარტება და დაუგზავნოს იგი სხვა პრეტენდენტებს წინადადების წარმოდგენის ვადის გასვლამდე. 8.2. დამკვეთს შეუძლია წინადადების წარმოდგენის ვადამდე შეიტანოს ცვილებების სატენდერო დოკუმენტაციაში, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს. 9. წინადადების წარმოდგენის წესი 9.1. პრეტენდენტის წინადადება უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ პირობებს. 9.2. წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ პაკეტში წერილობითი სახით. 9.3. დამკვეთი ვალდებულია გასცეს ცნობა წინადადების მიღების შესახებ და მიუთითოს შესაბამისი თარიღი და დრო. 10. წინადადების წარმოდგენის ვადა 10.1. ტენდერის ორგანიზატორი აწესებს წინადადების წარმოდგენის მინიმალურ ვადებს, რომელთა ათვლა იწყება საიჯარო ვაჭრობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 10.2. დამკვეთს უფლება აქვს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით გააგრძელოს წინადადებების წარმოდგენის ვადები, რის შესახებაც უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს. 10.3. ის წინადადებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით, არ განიხილება და ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 11. წინადადების მოქმედების ვადები წინადადებები ძალაშია იმ დროის განმავლობაში, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში, მათი მოქმედების ათვლა იწყება წარმოდგენის დღიდან და არ  უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. 12. წინადადებების გახსნა 12.1.წინადადებების გახსნა წარმოებს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული წესებით, მასში განსაზღვრულ ადგილზე და დროს. 12.2. ყველა პრეტენდენტს უფლება აქვს პირადად ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა წინადადებების გახსნის პროცედურაში; 12.3. წინადადებების გახსნის დროს ცხადდება პრეტენდენტთა დასახელება, მისამართი და ფასები, რაზედაც ფორმდება შესაბამისი ოქმი; 12.4. იმ პრედენტენტებს, რომლებიც არ მონაწილეობენ აღნიშნულ პროცედურაში, მისი ჩატარების დღიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნებათ შესაბამისი ოქმი. 13. წინადადების შეფასება 13.1. წინადადების შედარება და შეფასება სატენდერო კომისია ადარებს და აფასებს ყველა წინადადებას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესაბამისად. 13.2. დამაკმაყოფილებელი წინადადება. წინადადება ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად იმ შემთხვევაში, თუ იგი შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ ყველა პირობას. 13.3. ოპტიმალური წინადადება ა) ოპტიმალური წინადადება - ეს არის სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული შეფასების კრიტერიუმებით ყველაზე ხელსაყრელი წინადადება. ბ) სატენდერო დოკუმენტაციაში შეიძლება ჩადებული იყოს პირობა, რომლის მიხედვითაც უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ პრეტენდენტებს. 13.4. ინფორმაცია პრეტენდენტთა წინადადებების შეფასების შესახებ ინფორმაციას პრეტენდენტთა წინადადებების შეფასების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ დროს აცხადებს სატენდერო კომისია მონაწილეთა თანდასწრებით, რომელთა დასწრება ამ პროცედურაზე ნებაყოფლობითია. ტენდერის შედეგები აგრეთვე ოფიციალურად ქვეყნდება, ანგარიშის სახით, დაკვეთების შესრულების შესახებ. 13.5. წინადადებების მიღება ა) მიღებულად ითვლება წინადადება, რომელიც სატენდერო კომისიამ ცნო ყველაზე ოპტიმალურად; ბ) შეტყობინება წინადადების მიღების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს გამრჯვებულ პრეტენდენტს და აგრეთვე სხვა მონაწილეებს. 13.6. ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება და მისი ძალაში შესვლა ა) ხელშეკრულება დაკვეთის შესრულების შესახებ იდება დამკვეთსა და იმ პრეტენდენტს შორის, რომლის წინადადება მიჩნეულ იქნა ყველაზე ოპტიმალურად; ბ) დამკვეთს უფლება აქვს ამოირჩიოს ძალაში მყოფი სხვა წინადადებებისაგან ყველაზე ოპრიმალური ვარიანტი და მიიღოს იგი იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მონაწილე უარს ამბობს ხელშეკრულების დადებაზე. 14. საიჯარო ვაჭრობის ჩატარების წესი 14.1. საიჯარო ვაჭრობა ტარდება შემდეგი წესით: - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საიჯარო ვაჭრობის ჩატარების შესახებ განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო დაკვეთის მიღების მსურველები სატენდერო კომისიას უგზავნიან შეტყობინებას ვაჭრობაში მონაწილეობაზე თავიანთი წინასწარი თანხმობის შესახებ. სატენდერო კომისია რეგისტრაციაში ატარებს პრეტენდენტების წერილებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ ვაჭრობასა და წინასწარ კვალიფიკაციაში უშუალო მონაწილეობისათვის. - პრეტენდენტები, რომლებმაც შეასრულეს წინასწარი პირობები დ დაშვებულნი არიან ვაჭრობაზე  იძენენ სატენდერო დოკუმენტაციას; - პრეტენდენტები ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ვადაში შეისწავლიან სატენდერო დოკუმენტაციას, ამუშავებენ წინადადებებს და უგზავნიან სატენდერო კომისიას; - პრეტენდენტი უფლებამოსილია ტენდერის პირობებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე უკან გამოითხოვოს თავისი წინადადება; - ტენდერის პირობებით დათქმულ დროს ტარდება სატენდერო კომისიის ღია სხდომა, რომელსაც ესწრებიან პრეტენდენტების წარმომადგენლები. სხდომაზე იხსნება პაკეტები პრეტენდენტთა წინადადებებით და ცხადდება წინადადების ძირითადი პუნქტები, რომლებიც ასახავენ სახელშეკრულებო ფასებს, ვადებსა და სხვა. ყველა პრეტენდენტის წინადადებები შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო კომისიის წევრები. ღია სხდომის დამთავრების შემდეგ სატენდერო კომისია აანალიზებს ოქმში შეტანილ წინადადებებს. საკონკურსო წინადადებების შესწავლა-დაზუსტება, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება უნდა იყოს სრულიად კონფიდენციალური; - კომისია, დათქმული პირობების დაცვით, დახურულ სხდომაზე საზღვრავს ტენდერში გამარჯვებულს, აფორმებს სათანადო ოქმს და წარუდგენს დასამტკიცებლად დამკვეთს. ვაჭრობის შედეგების შესახებ პრეტენდენტებს ატყობინებენ წერილობით ან, დათქმული პირობების თანახმად, მასბორივი ინფორმაციის საშუალებით; - საიჯარო ვაჭრობაში გამარჯვებული პრეტენდენტი და დამკვეთი დებენ საიჯარო ხელშეკრულებას (კონტრაქტს); - ვაჭრობის საგნის სირთულის მიუხედავად ვაჭრობის შედეგების საბოლოო გარკვევა არ უნდა გაჭიანურდეს ერთ თვეზე მეტ ხანს სატენდერო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ. 14.2. შეზღუდული ვაჭრობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს ღია ვაჭრობის ყველა წესი, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: - შეზღუდული ვაჭრობის ჩატარების შესახებ განცხადებები არ ქვეყნდება; - ვაჭრობის ორგანიზატორები წინასწარ საზღვრავენ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ სამუშაოს შესრულება (პრეტენდენტთა წინასწარი კვალიფიკაცია); - სატენდერო კომისიას უფლება აქვს არ აცნობოს თავისი გადაწყვეტილების მოტივირება არავის, დამკვეთის გარდა. 14.3. ორეტაპიანი ვაჭრობის ჩატარების პროცედურა იგივეა, რაც ღია და შეზღუდული ვაჭრობის დროს, დებულების მე-2 თავში მოცემული თავისებურებების გათვალისწინებით. 15. საკონკურსო წინადადებათა შეფასება 15.1. საკონკურსო წინადადებათა შეფასებისას სატენდერო კომისია უფლებამოსილია ისარგებლოს იმ კრიტერიუმებით და მეთოდიკით, რომლებსაც იგი ჩათვლის უმჯობესად. ამასთან ერთად, შეფასების რეკომენდირებულ კრიტერიუმთა რიცხვს მიეკუთვნებიან: კონტრაქტის შესრულების  ვადები, ტექნიკური პარამეტრები, ეკონომიკური მახასიათებლები, ხარისხის მაჩვენებლები, უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, დაფინანსების პირობები, ტექნიკური და ქონებრივი გარანტიები.