„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №344 |
|
2024 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:
1. 1232 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები: „ბ.დ) 50.20.0 − „საზღვაო და საკაბოტაჟო სატვირთო ტრანსპორტის“ ეკონომიკური საქმიანობისა. ამასთან, დასახელებულ ეკონომიკურ საქმიანობაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ან/და სატვირთო-სამგზავრო, დიდი გემის შეძენა/რემონტი; ბ.ე) 49.39.0 – „სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი“ ეკონომიკური საქმიანობისა, თუმცა არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ან/და სანამ ამ საქმიანობის კოდის ფარგლებში ცვლილების შეტანის მომენტიდან დამტკიცებული სესხ(ებ)ის/სალიზინგო პროექტ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს 50 მლნ ლარს. ამასთანავე, დასახელებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით განსაზღვრული M3 კატეგორიის 2013 წელს ან მის შემდეგ გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა/რემონტი;“. 2. დანართ №11-ში 49.39.0 ობიექტის კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|