„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №05/41 |
|
2024 წლის 17 ოქტომბერი ქ.თბილისი |
1. პირველი მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის ბოლნისის მუზეუმი და პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია.“;
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია მდებარეობს საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟის კომუნაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ კუთვნილ ტერიტორიაზე და მოიცავს ლევილის მამულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სამუზეუმო-სახელოვნებო კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა, დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით;“;
ბ) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეროვნულ მუზეუმში სტაჟიორების მიღება და ამ მიზნით სამინისტროსთან ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმისა და პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის დირექტორი;“.
ბ) 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„121. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ამავდროულად, არის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კურირებს/ზედამხედველობას უწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, ასრულებს დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს და ამით ხელს უწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.“;
გ) მე-13 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ნიშნავს და ათავისუფლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმში/მუზეუმთა ჯგუფში მისაღებ სტაჟიორებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/41. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.088.016067.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/41, 17.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6292825/