ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-12 |
|
2024 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
2. ეს წესი განსაზღვრავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) მიზნებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის წესებს.
ა) ანგარიშგება – „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომ – მონიტორინგის სამსახური) უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების შესაბამისად, ანგარიშვალდებული პირის მიერ მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ;
ბ) ანგარიშვალდებული პირი – კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და აუდიტორი, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ საქმიანობას, ასევე, საბუღალტრო ფირმა და აუდიტორული (აუდიტური) ფირმა;
გ) პასუხისმგებელი პირი – შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა, რომელსაც აშკარა ეკონომიკური (კომერციული) ან კანონიერი მიზანი არ აქვს;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით, ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას;
ვ) შესაბამისობის კონტროლის სისტემა – შიდა კონტროლის პოლიტიკის, წესების, სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა;
ზ) ჯგუფი – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), მისი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან/და ფილიალი, რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
თ) შვილობილი საწარმო – საწარმო, რომელსაც მშობელი საწარმო აკონტროლებს, მათ შორის, შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს;
ი) სანქციადაკისრებული პირი – ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება;
კ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის მიმოხილვა – შესაბამისობის კონტროლის სისტემის გადახედვა/განახლება, მისი გარემოებებთან შესაბამისობის, ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და დახვეწის მიზნით;
ლ) რეესტრი – პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების, საბუღალტრო ფირმების ან/და აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრი, ან/და სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრი
2. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნისა და, ასევე, იმ ანგარიშვალდებული პირის მმართველობითი ორგანოს წევრის ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის (რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის) განსაზღვრის წესს;
ბ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებებსა და მოვალეობებს;
გ) თანამშრომელთა შერჩევის წესს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად;
დ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამას, მათთვის კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
ე) უჩვეულო და საეჭვო გარიგებების დამუშავების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, უჩვეულო გარიგების შესწავლისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად და მონიტორინგის სამსახურისთვის შეტყობინებისთვის გონივრული ზომების მიღების პროცედურას);
ვ) კანონის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესს;
ზ) ინფორმაციის აღრიცხვისა და შენახვის წესს.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დანერგოს და შეიმუშაოს შესაბამისობის კონტროლის სისტემა საკუთარი რისკების შეფასების სისტემის საფუძველზე.
3. შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობითი ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თანამშრომელი ეფექტიანი შესაძლებლობით, დროულად მოიპოვოს საკუთარი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე.
5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობითი ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის.
6. ანგარიშვალდებული პირი რეგულარულად უნდა ახორციელებდეს შესაბამისობის კონტროლის სისტემასთან შესაბამისობის მონიტორინგს.
ა) ჯგუფის წევრებს შორის ინფორმაციის (დოკუმენტის) გავრცელების წესებს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით;
ბ) ჯგუფის დონეზე პასუხისმგებელი პირისთვის და ჯგუფის წევრებისთვის კლიენტების, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მათი გარიგებების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტის) და ჩატარებული ანალიზის შედეგების მიწოდების წესებს უჩვეულო გარიგების შესწავლის, საეჭვო გარიგების გამოვლენის ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით;
გ) ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობის დაცვის და მისი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველყოფის მექანიზმებს.
2. ანგარიშვალდებული პირის სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულმა ან მოქმედმა შვილობილმა საწარმომ ან ფილიალმა უნდა შეასრულოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები, თუ მის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში მოქმედი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობა ნაკლებად მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული ან მოქმედი შვილობილი საწარმოს (შვილობილი ორგანიზაციის) ან ფილიალის მიერ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელია საქართველოში რეგისტრირებული ანგარიშვალდებული პირი.
2. ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის მოცულობის და სპეციფიკის გათვალისწინებით, პასუხისმგებელი პირი შესაძლოა ახორციელებდეს აგრეთვე სხვა ფუნქციებსაც, რომელიც დაკავშირებული არ არის ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთასთან.
3. პასუხისმგებელი პირი ახდენს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადმინისტრირებას. იგი უფლებამოსილია მმართველობითი ორგანოს წევრის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინაშე დააყენოს ინიციატივა ყველა საჭირო და შესაბამისი ზომის მიღების თაობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი ზომების შესაბამისობა და ეფექტიანობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან მიმართებით.
4. პასუხისმგებელი პირი ანგარიშვალდებულია მმართველობითი ორგანოს წევრის ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისათვის.
5. პასუხისმგებელი პირის დანიშვნისას/შეცვლისას, საბუღალტრო და აუდიტორულმა ფირმამ, პასუხისმგებელი პირის დანიშვნიდან/შეცვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უნდა მოახდინოს სამსახურისათვის ინფორმაციის წარდგენა. ამ მიზნით საბუღალტრო ფირმამ უნდა უზრუნველყოს შესაბამის რეესტრში მომხმარებლის ცვლილება, ხოლო აუდიტორულმა ფირმამ სამსახურისათვის განცხადების ელექტრონულად ან მატერიალურად წარდგენა.
2. თანამშრომელთა შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს თანამდებობრივ პოზიციასთან შესაბამისი რისკების გათვალისწინებით.
3. თანამშრომელთა შერჩევის პროცესი, სულ მცირე, მოიცავს პირის მონაცემების შესწავლას, მისი პოზიციისთვის შესაბამისობის დადგენის მიზნით, რათა დადასტურდეს შესარჩევი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
2. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს განგრძობითი სწავლების დროს, ხანგრძლივობას, სიხშირესა და მეთოდს.
3. განგრძობითი სწავლება მოიცავს შესაბამისი კანონმდებლობის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების, ტენდენციებისა და ტექნიკების, უჩვეულო ტრანზაქციებისა და აქტივობების იდენტიფიკაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
4. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს, თუ როგორ ხდება განგრძობითი სწავლების პროგრამის მორგება კონკრეტული საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით ანგარიშვალდებული პირის თანამშრომლებზე.
5. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს განგრძობითი სწავლების პროგრამის შედეგად მიღებული ცოდნის შეფასების შესაძლებლობას.
2. სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დაასაბუთოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეისწავლა უჩვეულო გარიგება და მიიღო გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დანერგოს ისეთი შესაბამისობის კონტროლის სისტემა, რომ ანგარიშვალდებულმა პირმა გამოიკვლიოს უჩვეულო გარიგება და შეინახოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4. შესაბამისობის კონტროლის სისტემა ასევე უნდა ითვალისწინებდეს, თუ როგორ მოხდება უჩვეულო გარიგებების მონიტორინგი, გამოკვლევა და დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა იმ საქმიან ურთიერთობებთან მიმართებით, რომელიც ხორციელდება ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებსაც არ აქვთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის საკმარისი და შესაბამისი სისტემები.
2. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა განსაზღვრავდეს ადეკვატურ და ეფექტიან პოლიტიკას, წესებს, სისტემებსა და მექანიზმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის წესზე, რაც უნდა მოიცავდეს:
ა) საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენის საფუძვლის არსებობის განსაზღვრას ანგარიშვალდებული პირის შესაბამისი თანამშრომლის მიერ;
ბ) ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებს;
გ) ანგარიშგების წარდგენაზე უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაციას;
დ) პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირის მიერ ანგარიშგების წარდგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში;
ე) პროცედურას, თუ როგორ ხდება ანგარიშგების წარდგენის შესახებ ინფორმაციის კლიენტისთვის/ნებისმიერი მესამე პირისთვის გაუმჟღავნებლობის უზრუნველყოფა.
3. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეკრძალებათ იმ თანამშრომლის ვინაობის გამჟღავნება, რომელიც კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ახორციელებს ღონისძიებებს უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან რომელმაც კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა ანგარიშგება, ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან რომელიც მონიტორინგის სამსახურის მითითებით ახორციელებს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული თანამშრომლის დაცვა მუქარისგან, დისკრიმინაციული მოპყრობისგან, ან სხვა უკანონო ზემოქმედებისგან.
4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია არ გაუმჟღავნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია კლიენტს, რომელსაც ეს ანგარიშგება ეხება, ან ნებისმიერ მესამე პირს.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ეხება შესაბამისი ორგანოებისთვის, ასევე კანონის აღსრულების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნებას.
6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე პირი წარმოადგენს სანქციადაკისრებულ პირს ან მასთან დაკავშირებულ პირს.
2. ანგარიშვალდებული პირის რისკების შეფასების სისტემიდან გამომდინარე, შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს, თუ რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული გამარტივებული და გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.
3. შესაბამისობის კონტროლის სისტემის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ნაწილი, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ:
ა) როგორ ახდენს ანგარიშვალდებული პირი რისკების შეფასების სისტემაში იდენტიფიცირებული რისკებიდან გამომდინარე კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) როგორ ახდენს ანგარიშვალდებული პირი კლიენტის საქმიანობაში არსებითი ცვლილების იდენტიფიცირებას (არსებითი ცვლილება შეიძლება წარმოადგენდეს ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზრდას ან შემცირებას, ან ფულის გათეთრებისა თუ ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობის წინააღმდეგ ზომების ეფექტიანობის შემცირებას);
გ) რა ინფორმაციას/დოკუმენტაციას ითხოვს ანგარიშვალდებული პირი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის, საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგისთვის;
დ) როგორ ახდენს ანგარიშვალდებული პირი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის ავთენტურობის უზრუნველყოფას;
ე) როგორ განხორციელდება გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები;
ვ) რა პროცედურებს გადის ანგარიშვალდებული პირი მომეტებული რისკის კლიენტთან საქმიანობის გაგრძელებისას.
4. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა მოიცავდეს არსებულ კლიენტებთან მიმართებით საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის პროცესს, რაც საშუალებას მისცემს ანგარიშვალდებულ პირს აღმოაჩინოს შეუსაბამობები კლიენტის შესახებ არსებულ ინფორმაციას, კლიენტის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებსა და საქმიანობას შორის. მონიტორინგის პროცესისას ანგარიშვალდებულმა პირმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გაითვალისწინოს კლიენტის საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, მინიჭებული რისკის დონე, საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები, საჯარო ინფორმაცია და სხვა.
5. დაუშვებელია ანგარიშვალდებული პირის მიერ საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, გარიგების დადება, ან შესრულება, თუ ვერ ხერხდება კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება რისკის შესაფერისი პერიოდულობით.
6. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას, კლიენტის ვერიფიკაცია შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
7. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა, კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საეჭვო გარიგების თაობაზე ანგარიშგების მონიტორინგის სამსახურში წარდგენის საფუძველი.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა აღრიცხოს და შეინახოს კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნებისთვის კანონის შესაბამისად მოპოვებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამსახურისთვის ინფორმაციის (დოკუმენტის) დაუყოვნებლივ წარდგენა.
3. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა განსაზღვრავდეს ადეკვატურ და ეფექტიან პოლიტიკას, წესებს, სისტემებსა და მექანიზმებს ინფორმაციის აღრიცხვისა და შენახვის ვალდებულების შესრულებისთვის.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა, საქმიანი ურთიერთობის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით უნდა აღრიცხოს და შეინახოს, როგორც კლიენტთან დადებულ გარიგებასთან, ისე კლიენტის დავალებით მომზადებულ, დადებულ და შესრულებულ გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების (ოპერაციის) სახე და შინაარსი (მიზანი და საგანი);
ბ) გარიგების (ოპერაციის) დადების/შესრულების ადგილი და თარიღი;
გ) გარიგების ფორმა და მოქმედების ვადა;
დ) გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება და ვალუტა;
ე) კლიენტის და კლიენტის სახელით მოქმედი პირის (არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ვ) გარიგების (ოპერაციის) მონაწილე სხვა პირის (კონტრაჰენტის) და მისი სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის სასარგებლოდაც იდება/სრულდება გარიგება (ოპერაცია);
თ) ანგარიშის სახე, ნომერი, გახსნის/დახურვის თარიღი, რომლის მეშვეობით შესრულდა გარიგება (ოპერაცია) (ასეთის არსებობისას).
5. ინფორმაცია უნდა იყოს:
ა) საკმარისი, რათა მოხდეს საქმიანი ურთიერთობის ბუნებისა და მიზნის დადგენა;
ბ) შეფასებული, რისკის დონის შესაბამისად.
6. მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ანგარიშვალდებულმა პირმა მხედველობაში უნდა იქონიოს და დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის მიმოხილვა უნდა განხორციელდეს 2 წელიწადში ერთხელ ან სხვა ნებისმიერ დროს, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.