სახელწმიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების მოვლა-შენახვაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელწმიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების მოვლა-შენახვაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართველოს ეკონომიკის  მინისტრის

ერთობლივი

ბრძანება №74/№22

1997 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სახელწმიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების მოვლა-შენახვაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ“ მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების მოვლის სამუშაოთა დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების შემუშავებას და დამტკიცებას.

ვბრძანებთ:

მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება სახელმწიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების ტექნიკურად გამართვისა და მოვლის სამუშაოთა დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების 1977-1986 წლებში ამ დანიშნულებით გამოყოფილი საოპერაციო (ელექტროენერგიის ღირებულების გამოკლებით) და კაპრემონტის სახსრების საშუალო მრავალწლიური ოდენობის ძირითადი ფონდების საშუალო მრავალწლურ საბალანსო ღირებულებასთან შეფარდებით განსაზღვრის შესახებ და დამტკიცდეს:

დარგისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმა (ელექტროენერგიის ღირებულების გარეშე) ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულების 3,47%. მათ შორის:

საოპერაციო სახსრების ხარჯვის ნორმა ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულების 2.37%;

კაპიტალური რემონტის სახსრების ხარჯვის ნორმა ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულების 1.1%

2. ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ოდენობა განისაზღვროს მოქმედი მექანიკური სამელირაციო სისტემების ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების შესაბამისად;

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მოქმედი სამელირაციო სისტემების საბალანსო ღირებულების მიმართ.

საქართველოს ფინანსთა                   საქართველოს ეკონომიკის

მინისტრი                                            მინისტრი

დ. იაკობიძე                                         ვ. პაპავა