თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან განთავისუფლების თაობაზე
მიღების თარიღი 21.10.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №357
სარეგისტრაციო კოდი 370060000.10.003.024752 6
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან განთავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №357
2024 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან განთავისუფლების თაობაზე
მუხლი 1🔗
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე