საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 18.09.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000137 15
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.1997 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №71
1997 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის „საბაზრო ფასი“ მე-6 პუნქტის შესასრულებლად დადგინდეს, რომ თუ ამ მუხლის პირველი – მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, მაშინ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის იმავე ან იდენტურ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) ადრე არსებული ფასი უნდა გამრავლდეს ბაზარზე იმავე ან იდენტური საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის ბოლო მომენტიდან გასული დროის შუალედში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ მწარმოებელთა ფასების ინდექსზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში სამომხმარებლო ფასების ეროვნულ ინდექსზე.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა