საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება  №71

1997 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის „საბაზრო ფასი“ მე-6 პუნქტის შესასრულებლად დადგინდეს, რომ თუ ამ მუხლის პირველი – მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, მაშინ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის იმავე ან იდენტურ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) ადრე არსებული ფასი უნდა გამრავლდეს ბაზარზე იმავე ან იდენტური საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის ბოლო მომენტიდან გასული დროის შუალედში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ მწარმოებელთა ფასების ინდექსზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში სამომხმარებლო ფასების ეროვნულ ინდექსზე.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი                                                                   ვ. პაპავა


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6295349/