საწარმოების, დაწესებულებების (ორგანიზაციების) ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წესის შესახებ

მიღების თარიღი 27.06.1997
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №161
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000035 108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 27/06/1997
314 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საწარმოების, დაწესებულებების (ორგანიზაციების) ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №161 1997 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საწარმოების, დაწესებულებების (ორგანიზაციების) ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის წესის შესახებ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 დეკემბრის №536-1 ს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე“ დადგენილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 5 ივნისის №1/6 კოლეგიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საწარმოები, რომლებიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად ითვლებიან იურიდიულ პირებად, მიუხედავად საქმიანობის სახეებისა და საკუთრების ფორმისა წარუდგენენ კვარტალურ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ორგანოს. 2. სამინისტროს, სამთავრობო დაწესებულებას ბუღალტრული ანგარიშგება წარედგინება იმ საწარმოთა მიერ, რომლებზედაც მათ დაკისრებული აქვთ საქმიანობის რეგულირება და კოორდინაცია (სახელმწიფო საკუთრების ნაწილში). 3. საწარმო წარადგენს კვარტალურ ბუღალტრულ ანგარიშგებას საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის განმავლობაში, ხოლო წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას სამეურნეო წლის მომდევნო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადებში ანგარიშგების წარდგენის კონკრეტულ თარიღს განსაზღვრავს საწარმო. 4. სხვა მისამართებით და ვადებში ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, სადამფუძნებლო დოკუმენტებით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები წარუდგენენ კვარტალურ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას ხარჯთანუსხის შესრულების შესახებ ზემდგომ ორგანიზაციას მათ მიერ დაწესებულ ვადებში. სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები თვიურ ანგარიშგებას ხარჯთანუსხის შესრულების შესახებ (ფორმა №2) წარუდგენენ აგრეთვე საქართველოს სახაზინო სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებს. ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები თვიურ ანგარიშს ხარჯთანუსხის შესრულების შესახებ (ფორმა №2) წარუდგენენ ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს მათ მიერ დაწესებულ ვადებში. ადგილობრივი საფინანსო ორგანოები წარუდგენენ ყოველთვიურ სატელეგრაფო ანგარიშებს ხარჯთანუსხის შესრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის მიერ დაწესებულ ვადებში. სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისულების დაწესებულებები, სამთავრობო დაწესებულებების ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები წარუდგენენ ნაერთ კვარტალურ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას ხარჯთანუსხის შესრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს 1 ივლისის, 1 ოქტომბრის და 1 იანვრის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ ვადებში. 6. ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის თარიღად საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის (ორგანიზაციისათვის) ითვლება მისი დანიშნულების მიხედვით გადაცემის დღე ან გაგზავნის თარიღი. 7. ბუღალტრული ანგარიშგებას ხელს აწერენ საწარმოს, დაწესებულების (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი. იგზავნება: №7 სქემით. მინისტრი                                                                                     მ. ჭკუასელი