⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს ტყის ფონდისათვის ტყითსარგებლობის წესების დარღვევების გამო მიყენებული ზარალის დადგენისა და მატერიალური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ

მიღების თარიღი 25.07.1997
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
ნომერი №10/90
სარეგისტრაციო კოდი 000000270.01(3).013.000003 3
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
595 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.1997 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტყის ფონდისათვის ტყითსარგებლობის წესების დარღვევების გამო მიყენებული ზარალის დადგენისა და მატერიალური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ საქართველო სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება № 10/90 1997 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ტყის ფონდისათვის ტყითსარგებლობის წესების დარღვევების გამო მიყენებული ზარალის დადგენისა და მატერიალური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ საქართველოს ტყეებში ტყითსარგებლობის წესების დაცვის გაუმჯობესების, ეკონომიკური მექანიზმის მოწესრიგების, ტყითსარგებლობის წესების დარღვევით ზიანის მიყენებისათვის მატერიალურ პასუხისმგებლობის ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს ხეებისა და ბუჩქების უკანონოდ მოჭრით და დაზიანებით ტყეზე მიყენებული ზარალის ოდენობა  თანახმად №1 დანართისა. 2. დამტკიცდეს ტყის ხელოვნური ნარგაობის, ნათესარების, სატყეო სანერგეებისა და პლანტაციების, აგრეთვე ბუნებრივი მოზარდ-აღმონაცენის განადგურება-დაზიანებით მიყენებული ზარალის ოდენობა, თანამხმად №2 დანართისა. 3. უკანონოდ მოპოვებული, ჩამორთმეული ხე-ტყე და ტყის სხვა პროდუქცია ბარდება სარეალიზაციოდ შესაბამის სატყეო-სამეურნეო და დაცული ტერიტორიის ორგანიზაციებს. 4. ტყითსარგებლობის წესების დამრღვევებისაგან ამოღებული უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და ტყის სხვა პროდუქცია აისახება სატყეო-სამეურნეო და დაცული ტერიტორიის ორგანიზაციის „რეზერვების“ ანგარიშზე და გამოიყენება არსებული წესით. სატყეო-სამეურნეო და დაცული ტერიტორიის ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ იურიდიული და ფიზიკური პირებისადმი სასამართლოში სარჩელის წარდგენისას ამ ორგანიზაციებს სახელმწიფო ბაჟი არ გადახდებათ. 5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აღნიშნული ბრძანება შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებთან, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან. 6. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ მ. დვალს. 7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №692 დადგენილება რესპუბლიკის ტყის ფონდისათვის ტყით (მერქნით, არამერქნით) სარგებლობის წესების დარღვევების გამო მიყენებულ ზარალზე მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ, აგრეთვე „ტყის უკანონო ჭრით რესპუბლიკის ტყის ფონდისათვის მიყენებული ზარალის, ტყის ფონდის მიწებიდან არამერქნითი რესურსების თვითნებურად მოპოვებისა და ტყით სარგებლობის დადგენილი სხვა წესების დარღვევის გამო მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 6 ნოემბრის №977 დადგენილების მე-4  პუნქტი. თავმჯდომარე                                                                         გ. ჯაფარიძე დანართი №1 იმ ზარალის ოდენობა, რომელიც მიყენებულია საქართველოს ტყის ფონდზე ხეებისა და ბუჩქების უკანონო ჭრით ან ისეთი დაზიანებით, რაც გამოიწვევს მათი ზრდის შეწყვეტას ტაქსაციური დიამეტრი (I.3მ​3) ზომის ერთეული ზარალის ოდენობა შენიშვნა 16.I სმ-მდე კუბ.მეტრი ზეზეური ხის გადასახდელი ნიხრის თხუთმეტმაგი ოდენობა, უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევით 16.Iსმ-დან 36. I სმ-მდე „-„ ზეზეური ხის გადასახდელი ნიხრის ათმაგი ოდენობა,  უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევით დაცულ ტერიტორიებზე ზარალის ოდენობა ორმაგდება 36. Iსმ-დან 56. Iსმ-მდე „-“ ზეზეური ხის გადასახდელი ნიხრის ხუთმაგი ოდენობა,უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევით 56.Iსმ-დან ზევით „-“ ზეზეური ხის გადასახდელი ნიხრის სამმაგი ოდენობა,უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევით შენიშვნა: 1. ზარალის გაანგარიშება ხდება I თანრიგით. 2. ზეხმელი ხეების უკანონო ჭრისა და ქარქცეული, ქარტეხილი ხე-ტყის თვითნებური გამოზიდვის შემთხვევაში ზარალი განისაზღვრება ზეზეური ხის გადასახდელი ნიხრის ორჯერ გადიდებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ტყის წესების დამრღვევისაგან უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევა, გაანგარიშებული ზარალის თანხას ემატება ზეზეურის ხის გადასახდელი ნიხრის ერთმაგი ოდენობა დაზარალებული ორგანიზაციის სასარგებლოდ. დანართი №2 იმ ზარალის ოდენობა, რომელიც მიყენებულია ტყის ხელოვნურად ნარგაობის, ნათესების, სატყეო სანერგეებისა და პლანტაციების, აგრეთვე ბუნებრივი მოზარდ-აღმონაცენის განადგურება-დაზიანებისა და ტყის არამერქნითი რესურსების უკანონოდ მოპოვებისათვის დარღვევის სახე ტყის ხელოვნური ნარგაობისა და ნათესების დაზიანება-განადგურებისათვის სატყეო სანერგეებისა და პლანტაციების დაზიანება-განადგურებისათვის თითოეული ჰექტარი ბუნებრივი მოზარდ-აღმონაცენის დაზიანება-განადგურებისათვის ძირკების უნებართვოდ ამოძირკვისათვის პირუტყვის უნებართვო ძოვებისათვის ტყის არამერქნითი რესურსების უკანონოდ მოპოვებისათვის დამამზადებლებზე გადაცემულ ტყეკაფში ტყის საჭრელი ბარათის (ორდერის) მიუღებლად ან დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ განვადების ნებართვის გარეშე ხე-ტყის ჭრისათვის ტყეკაფის არასრული ათვისებისათვის (ნაკლებჭრა) ტყესაზიდი გზების გასწვრივ და ტყე-კაფებში ავარიული ხეების დატოვებისათვის ტყე-კაფის ჭრის ნარჩენებისაგან გაუწმენდაობისათვის დასაშვებ ნორმაზე მაღალი ძირკვების დატოვებისათვის, დამღა-ნომერაციის განადგურებისათვის. ზარალის ოდენობა დაზიანებამდე გაწეული ხარჯების ხუთმაგი ოდენობა დაზიანდებამდე გაწეული ხარჯების  ხუთმაგი ოდენობა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობისათვის დადგენილი თანხების ოცმაგი ოდენობა ამ დიამეტრის სამასალე ხეების სანიხრე ღირებულების ხუთმაგი ოდენობა თითოეულ სულზე მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობა არამერქნითი რესურსების მოპოვებისათვის გადასახდელი ნიხრის ათმაგი ოდენობით მოჭრილი ხე-ტყის სანიხრე ღირებულების სამმაგი ოდენობა მოუჭრელად დატოვებული ხე-ტყის სანიხრე ღირებულება ამ ხეების სანიხრე ღირებულების ორმაგი ოდენობა თითოეულ ჰექტარზე ჭრაში დანიშნული ხეების სანიხრე ღირებულების სამმაგი ოდენობა ამ ხეების სანიხრე ღირებულების 30%. შენიშვნა: დაცულ ტერიტორიებზე ზარალის ოდენობა ორმაგდება.