სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №361
სარეგისტრაციო კოდი 080180000.10.003.024756 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
345 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 20.02.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 04.10.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 04.07.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 10.09.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება 85% 05.08.2024

დოკუმენტის ტექსტი

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №361 2024 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება: ა) საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა; გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა; ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები; ზ) საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები; თ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა; ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა; კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა; ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა; მ) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები; ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა; ო) საქართველოს საპატრიარქო; პ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი; ჟ) საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი; რ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი; ს) გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი); ტ) გაზშემკრები სადგური; უ) ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად; ფ) მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი); ქ) ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა; ღ) იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს; ყ) სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი; შ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე; ჩ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა; ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა; ძ) შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა; წ) ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი); ჭ) რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა; ხ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი; ჯ) მეტროპოლიტენი; ჰ) აეროპორტის ტერიტორია.