სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344001-98 „სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, |
|
|
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის |
|
ბრძანება №90
1998 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344001-98 „სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ანტიმონოპოლიური სამსახურის წინადადებების საფუძველზე, სატრანსპორტო საგზაო ბარათის ფასის განსაზღვრის და სრული მნიშვნელობით ამოქმედების მიზნით:
სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში „სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის
ა) მე-2 პუნქტში – სიტყვა „კონკრეტულ“ შეიცვალოს სიტყვით „შევსების“
ბ) მე-10 პუნქტი – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10 ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებისათვის სატრანსპორტო საგზაო ბარათის გამოყენება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება სამეწარმეო (კომერციული, ტექნოლოგიური, სამსახურებრივი) დანიშნულებით.
გ) მე-11 პუნქტი – ამოღებულ იქნას.
2. მე-7 მუხლის
ა) მე-2 პუნქტში – სიტყვა „მფლობელის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სახაზინო საწარმოს“.
ბ) მე-3 პუნქტი – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3 გრაფა 10 შეივსება სატრანსპორტო პროცესის დაწყების წინ ან მსვლელობისას, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა მიერ“.
გ) „ე“ ქვეპუნქტი“ – პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5...... სერტიფიკატისამებრ დაკომპლექტებული, საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად ტექნიკურად გამართული ჩავაბარე. პასუხისმგებელი“ – შემდეგ როგორც ტექსტშია.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი – პირველი წინადადება სიტყვამდე „გაცემა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებზე გაიცემა დეპარტამენტის მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების მეშვეობით“ და შემდეგ როგორც ტექსტშია.
|
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი |
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მ. ჭკუასელი
|
|
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კ. თარგამაძე
|
|
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯ. მანჯგალაძე
|
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თ. ბერიძე |