⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.05.2002)
გაუქმებულია:

სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემების შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებული წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების საჰექტრო მომსახურებაზე საბითუმო ტარიფების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.1997
ძალის დაკარგვა 31.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-103
სარეგისტრაციო კოდი 000000280.01(2).003.000010 3
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 07/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
654 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.1997 მიღება
31.05.2002 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემების შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებული წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების საჰექტრო მომსახურებაზე საბითუმო ტარიფების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-103 1997 წლის 29 აპრილი ქ.თბილისი სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემების შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებული წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების საჰექტრო მომსახურებაზე საბითუმო ტარიფების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების მე-3- ე პუნქტი 1997წლის სავეგეტაციო სეზონიდან ითვალისწინებს სამელიორაციო სისტემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების საექსპლუატაციო ხარჯების ნაწილობრივი დაფარვისათვის, სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებით შიდასამეურნეო ქსელებისათვის წყლის მიწოდებაზე და დაშრობილი მიწების საჰექტარო მომსახურებაზე წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებსა და სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებს შორის ურთიერთ-ანგარიშსწორების საბითუმო, ხოლო სამელიორაციო სამსახურის კოოპერატივებსა და უშუალოდ მიწადმოსარგებლეთა შორის საცალო ტარიფების შემოღებას. ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანმხებული სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებიდან შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებული წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების მაგისტრალური ქსელების საჰექტარო მომსახურებაზე წყალმიმწოდებელი ორგანიზაციებისა და სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივების ურთიერთანგარიშსწორების საბითუმო ტარიფები /იხ. დანართი/. 2. დამტკიცდეს საქართველოს ერონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებით შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებული წყლის ერთეულის და დაშრობილი მიწების მაგისტრალური ქსელების საჰექტარო მომსახურების საბითუმო ტარიფების გამოყეების წესი. /იხ. დანართი/. 3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ზემოაღნიშნული საუწყებო ნორმატიული აქტები გაატაროს სახელმწიფო რეესტრში და მიანიჭოს სარეგისტრაციო კოდები. 4. სამელიორაციო მომსახურეობის კოოპერატივებისა და მიწათმოსარგებლეთა ურთიერთანგარიშსწორების საცალო ტარიფები განისაზღვროს საბითუმო ტარიფებისა და სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივების შენახვის ხარჯების მხედველობაში მიღებით და დამტკიცდეს მიწათმოსარგებლეთა საერთო კრების გადაწყვეტილებით. 5. მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტმა / ბატონი თ. ჩიკვილაძე/ სოფლის მეურნეობისა და სურსათის რაიონულ სამმართველოებთან ერთად უზრუნველყოს საუწყებო ნორმატიული აქტების ადგილებზე დაყვანა და მათი პრაქტიკული განხორციელება. 6. ბრძანება ნორმატიულ აქტებთან ერთად გამოქვეყნებული იქნეს პრესაში მომქედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. კონტროლი ბრძანების შესრულებისადმი დააწესოს ადმინიტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ბ-მა ა. კოპალეიშვილმა. მინისტრი                                                                                ბ. გულუა საბითუმო ტარიფები სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებით შიდასამეურნეო ქსელებში მიწოდებული წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების საჰექტარო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ნაწილობრივი კომპენსაციისათვის 1997-1998 წლებში № ღონისძიების სახეები ზომის ერთეული ტარიფი (ლარი) 1 სარწყვი და გაწყლოვანების სისტემებით მიწოდებულ წყალზე კუბ.მ 0.004 2 დაშრობილი მიწების მაგისტრალური ქსელების მომსახურებაზე ჰექტარი 2.0 სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებით შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებული წყლის ერთეულის და დაშრობილი მიწების საჰექტარო მომსახურების ტარიფების გამოყენების წესი 1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის № 20 ბრძანებულებით 1997 წლის სავეგეტაციო სეზონიდან შემოღებულია სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებით შიდასამეურნეო ქსელებისათვის მიწოდებულ წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების საჰექტარო მომსახურებაზე ტარიფები, წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებთან საბითუმო, ხოლო მიწათმოსარგებლეებთან საცალო ფასებით ანგარიშსწორების გათვალისწინებით. (შემდგომში საბითუმო ან საცალო ტარიფებით წოდებული). 2. საბითუმო ტარიფები საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ 1997 წლის 8 მარტს და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. 3. საბითუმო ტარიფები 1997-1998 წლების სავეგეტაციო სეზონებისათვის შეადგენს: სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტმებით შიდასამეურნეო ქსელი მიწოდებულ ერთ კბმ. წყალზე 0,004 ლარი; დაშრობილი მიწების მაგისტრალური ქსელების მომსახურებაზე ჰექტარ ფართობზე წლიურად 2.0 ლარი. 4. საცალო ტარიფი წარმოადგენს საბითუმი ტარიფისა და სამელიორაციო მომსახურეობის კოოპერატივების სამმართველო აპარატების შენახვის ხარჯების ერთობლიობას, რომელიც განისაზღვრება და მტკიცდება მიწათმოსარგებლეთა საერთო კრების გადაწყვეტილებით. 5. წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებსა და სამელიორაციო მომსახურეობის კოოპერატივებს შორის ურთიერთანგარიშსწორება წარმოებს საბითუმო ტარიფებით წელიწადში ორჯერ 1 აგვისტოსა და 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ფაქტიურად მიწოდებული წყლისა და ხელშეკრულებით გათვალისიწნებული სანქციების მხედველობაში მიღებით. 6. საბუთუმო ტარიფებით მიღებული შემოსავლები მიიმართება საექსპლოატაციო ღონისძიებების ხარჯების დასაფარავად და მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მიერ აისახება ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისათვის დამტკიცებულ გეგმა-ხარჯთაღრიცხვებში სათანადო ცვლილებების შეტანით; 7. საბითუმო ტარიფებით ამონაგები თანხა წარმოადგენს სამელიორაციო სისტემების საექსპლოატაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დეფიზიტის შევსების წყაროს და იგი დამატებული ღირებილების გადასახადით არ იბეგრება; 8. კონტროლს საბითუმო ტარიფებით ამონაგები თანხების მიზნობრივ გამოყენებაზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოები და ცენტრალური ბიუჯეტის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება დაფინანსების ორივე წყარო დარგისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ნორმების ფარგლებში. 9. საანგარიშო წლის საბითუმო ტარიფებით ამონაგები აუთვისებელი თანხები მიიმართება კრედიტორული დავალიანების დასაფარავად, ხოლო სიჭარბის შემთხვევაში ჩაითვლება მომავალი წლის დაფინანსების წყაროდ. 10. სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებს წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებთან არადროულად ანგარიშსწორების შემთხვევაში უწყდებათ სარწყავი წყლის მიწოდება. * - სახლემწიფო სახსრებით აშენებული შიდასამეურნეო ქსელებისა და მათზე არსებული ნაგებობების ტექნიკურად გამართვისა და მოვლის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივ ბიუჯეტში მიწის გადასახადის სახით მიღებული თანხებიდან.