საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/10/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ „სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №371
2024 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველო საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის 52 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ოქტომბერიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
„საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის საშუალებით უზრუნველყოფილ იქნეს ელექტრონული ფორმით ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის ფუნქციონირება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საკონტროლო ჩანაწერების სისტემა − სისტემის ველებში თოთოეული აქტივობის თანმიმდევრობის ასახვას, ცვლილების განხორციელების წყაროსა და მიზეზის ასახვას, რომელიც გავლენას ახდენს ანგარიშგების ვალდებულების ფარგლებში ინფორმაციის წარმოდგენასა და გადაცემაზე;
ბ) ტვირთი − ნებისმიერი საქონელი, ნაწარმი და სხვა სახეობის ნივთი, რომელიც შესაძლებელია, გადატანილ იქნეს გემით, გარდა ფოსტის, გემის მარაგებისა, გემის სათადარიგო ნაწილებისა, გემის აღჭურვილობისა, ეკიპაჟის ქონებისა და მგზავრის ბარგისა;
გ) კომპეტენტური ორგანო − საჯარო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებაზე და მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევაში;
დ) განმცხადებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებაზე, აგრეთვე მის სისწორესა და განახლებაზე;
ე) ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა − დაშიფრული ინფორმაციის გადაცემის პროცესი, რედაქტირებადი სტრუქტურული ფორმატის საშუალებით, რომელიც შეიძლება, პირდაპირ იქნეს გამოყენებული მონაცემთა შენახვისა და კომპიუტერის მიერ დამუშავებისთვის;
ვ) ევროპული საზღვაო ერთი ფანჯრის გარემო − სამართლებრივი და ტექნიკური ჩარჩო ანგარიშგების ვალდებულების შესახებ ინფორმაციის ევროკავშირის ნავსადგურებში ელექტრონულად გადაცემისათვის, რომელიც შედგება ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის ქსელებისგან − ჰარმონიზებული შეტყობინების დამაკავშირებელი რგოლით, ასევე მოიცავს ინფორმაციის მიმოსაცვლელ სისტემებს, როგორიცაა „SafeSeaNet“ და სხვა შესაფერისი სისტემები და შედგება საერთო სერვისებისაგან: მომხმარებლის დასარეგისტრირებლად და წვდომის სამართავად, ადრესაციისათვის, გემის იდენტიფიკაციისათვის, სახიფათო, დამაბინძურებელი და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქტების იდენტიფიცირებისათვის კოდებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად;
ზ) მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი − მონაცემების წარსადგენი ორმხრივი ინტერნეტტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინტერფეისი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას განმცხადებლებს, მექანიკურად შეიყვანონ მონაცემები საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში, მათ შორის, ჰარმონიზებული ციფრული ცხრილებისა და ფუნქციების საშუალებით, რომლებიც იძლევა ანგარიშგების ვალდებულების მონაცემების ელემენტების ამოღების შესაძლებლობას ამავე ციფრულ ცხრილებში და ერთიან საძიებო სისტემასა და ასევე მონაცემთა ატვირთვის ფუნქციონალს;
თ) შეტყობინების ჰარმონიზებული ინტერფეისის მოდული − საზღვაო ერთი ფანჯრის შუალედური პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა განმცხადებლის მიერ გამოყენებულ საინფორმაციო სისტემასა და შესაბამის საზღვაო ერთი ფანჯრის საერთო სისტემას შორის;
ი) საერთაშორისო სტანდარტები − სტანდარტები, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1965 წლის 9 აპრილის „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაიოლების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას (FAL) და „ევროპის საზღვაო ერთი ფანჯრის გარემოს დაფუძნებისა და 2010/65/EU დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის (EU) 2019/1239 რეგულაციას;
კ) წამყვანი სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
ლ) საზღვაო ერთი ფანჯარა − ტექნიკური პლატფორმა, რომელიც ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს და იძლევა სანაოსნო, ადმინისტრაციული და საოპერაციო ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის საშუალებას, რაც მოიცავს დაშვების დონის ფარგლებში მინიჭებული უფლების (უფლებების) მართვას, შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისებს, რომლებიც უზრუნველყოფს განმცხადებელთან მის კომუნიკაციას და განმცხადებლის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას. ეს ტექნიკური პლატფორმა უზრუნველყოფს აგრეთვე კომპეტენტურ ორგანოთა სისტემებთან კავშირს და შესაბამისი მონაცემთა ბაზების ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ხელმისაწვდომობას, რაც იძლევა საშუალებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნეს შეტყობინებები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს განმცხადებელთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აგრეთვე ამ სისტემებით შეტყობინების მიღების სხვა საშუალებებთან კავშირის დამყარება;
მ) მონაცემთა ბაზა - მონაცემთა სრული ჩამონათვალი, რომელიც შეგროვებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშგების ვალდებულების პროცესში;
ნ) მგზავრი − ნებისმიერი პირი, გარდა ეკიპაჟის წევრისა, რომელიც იმყოფება გემზე ნავსადგურში შესვლისას ან დატოვებისას;
ო) დანიშნულების ნავსადგური − ნავსადგური, რომელშიც გემი შედის, იმყოფება და ტოვებს;
პ) სანავსადგურო მომსახურება − მომსახურება, რომელიც შეთავაზებულია საქართველოს ნავსადგურებში, მათ შორის, საწვავით მომარაგება, ტვირთის განკარგვა, გემის მიბმა, მგზავრების მომსახურებით უზრუნველყოფა, ნარჩენების ჩაბარება, სალოცმანო გაცილება, ბუქსირება და სხვა;
ჟ) სანავსადგურო მომსახურების მიმწოდებელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთ ან მეტ სანავსადგურო მომსახურებას;
რ) ანგარიშგების ვალდებულება − ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად დანიშნულების ნავსადგურისთვის არის დადგენილი;
ს) „SafeSeaNet“ − ევროკავშირის საზღვაო წყლებში გემების გადაადგილების მონიტორინგისა და ინფორმაციის სისტემა, რომელიც შექმნილია საზღვაო უსაფრთხოების, ნავსადგურებისა და საზღვაო უშიშროების, საზღვაო გარემოს დაცვის, საზღვაო ტრანსპორტისა და საზღვაო მიმოსვლის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
ტ) გემი − ყველა სახეობის მცურავი ობიექტი, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად და რომელზეც ვრცელდება შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება;
უ) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი − ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებისგან არის შექმნილი და რომელსაც წამყვანი სააგენტო თავმჯდომარეობს;
ფ) ტექნიკური პლატფორმა − ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული ინფორმაციის მიღებისათვის, გაცვლისა და გადაგზავნისათვის ანგარიშგების ვალდებულების უზრუნველსაყოფად;
ქ) გემის ნავსადგურში შესვლა − დრო, როდესაც გემი შედის ნავსადგურში, დგას ღუზაზე ან დოკში;
ღ) გემის ნავსადგურიდან გასვლა − დრო, როდესაც გემი ტოვებს ნავსადგურს;
ყ) სააგენტო კომპანია − პირი, რომელიც გემთმფლობელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და გემთმფლობელის სახელით, ნავსადგურთან შეთანხმებით, გემის კაპიტნის მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზებას უწევს სანავსადგურო მომსახურების გაწევას და გემის ნავსადგურში შესვლასა და ნავსადგურიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესს (მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ორგანოებისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებას), აგრეთვე ტვირთის გაცემასა და მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
მუხლი 3🔗. მიზანი
1. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების მიზანია, საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივოს სანავსადგურო მომსახურებები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რათა მოხდეს გემის დანიშნულების ნავსადგურში შესვლამდე განმცხადებლების მიერ ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ წარდგენა.
2. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა განმცხადებლებს, ანგარიშგების ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სთავაზობს ტექნიკურ პლატფორმას, ელექტრონული ინფორმაციის მიღების, გაცვლისა და გადაგზავნის გზით, რომელშიც ჩართულია ყველა კომპეტენტური ორგანო.
3. საქართველოს ნავსადგურებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვამ და მართვამ არ უნდა შეუშალოს ხელი საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთზე საბაჟო ფორმალობების შესრულებას.
4. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება ეროვნულ უსაფრთხოებას, ნაოსნობის უსაფრთხოებას, ადამიანების, ცხოველების სიცოცხლეს ან გარემოს დაცვას, ასევე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლებელია, განმცხადებლისგან მოითხოვონ დამატებითი ისეთი ინფორმაცია, რომელიც არაა გათვალისწინებული დანართით.
თავი II
საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში ჩართული კომპეტენტური ორგანოები და უფლებამოსილი პირები
მუხლი 4🔗. კომპეტენტური ორგანოების ზოგადი ვალდებულებები
1. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მართვას უზრუნველყოფს წამყვანი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ადმინისტრირებაზე, რაც მოიცავს სისტემის მართვასა და სისტემური შეფერხებების აღმოფხვრას.
2. სხვა კომპეტენტური ორგანოები მონაწილეობას იღებენ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების ფუნქციონირებაში და წამყვან სააგენტოსთან ახდენენ თავიანთი საქმიანობის კოორდინაციას.
3. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების განვითარებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელია საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი.
მუხლი 5🔗. წამყვანი სააგენტოს კომპეტენცია და ვალდებულებები
წამყვანი სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ისეთი ტექნიკური პლატფორმის შექმნასა და მართვას, რომელიც:
ა.ა) მოიცავს განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისს;
ა.ბ) განმცხადებლების მიერ დანიშნულების ნავსადგურში მოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ წარდგენას;
ა.გ) შეესაბამება კომპეტენტური ორგანოების ბაზაზე არსებულ ინფორმაციულ სისტემებს;
ა.დ) უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე წვდომას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და თითოეული კომპეტენტური ორგანოსთვის, საჭიროების შესაბამისად, ინფორმაციის წვდომაზე შეზღუდვას;
ა.ე) უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ წარდგენილი მონაცემების, საჭიროების შემთხვევაში, მრავალჯერად გამოყენებას;
ბ) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების უწყვეტობას;
გ) საზღვაო ერთი ფანჯრის ტექნიკური პლატფორმის უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვას;
დ) გემების ნავსადგურში შესვლისა და გასვლის სავარაუდო და ზუსტი დროების ელექტრონული ფორმატის გასაჯაროებას, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ეს ვალდებულება არ ეხება ისეთ გემებს, რომლებიც ატარებენ ისეთ ტვირთს, როდესაც ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ნავსადგურის, ტვირთისა და გემის უსაფრთხოებას;
ე) შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობით, განმცხადებლებისთვის იდენტიფიკაციისა და ავტორიზაციის უსაფრთხო პროცესის ჩამოყალიბებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან;
ვ) ტექნიკური პლატფორმისა და ინფორმაციის შენახვისთვის, საკონტროლო ჩანაწერების სისტემის შექმნას;
ზ) მმართველი კომიტეტის საქმიანობის კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას;
თ) მმართველი კომიტეტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას, როდესაც კომპეტენტური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჭიროა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
ი) მმართველი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას.
მუხლი 6🔗. კომპეტენტური ორგანოების კომპეტენცია და ვალდებულებები
კომპეტენციის ფარგლებში, კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ:
ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურებაში მონაწილეობას;
ბ) სამართლებრივი აქტების მიღებას, რომელიც აუცილებელია საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების ფუნქციონირებისთვის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მოქმედების ფარგლებში, მმართველი კომიტეტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად;
გ) კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციული სისტემის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ტექნიკურ პლატფორმასთან თავსებადობას;
დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას;
ე) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას;
ვ) საკონტროლო ჩანაწერების სისტემის იმპლემენტაციის მიზნით, წამყვანი სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღებას, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
თ) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას, მთლიანობასა და მრავალჯერად გამოყენებას, კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. მმართველი კომიტეტი
1. მმართველი კომიტეტი უზრუნველყოფს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებას, მის გამჭვირვალობასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, სტრატეგიული გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ზედამხედველობას.
2. მმართველი კომიტეტი იკრიბება, სულ მცირე, ექვს თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − წამყვანი სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე.
3. კომპეტენტური ორგანოები მმართველი კომიტეტის წინაშე წარადგენენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მოიცავდეს ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების პროცესში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას, გამოვლენილ დაკვირვებებს, რეკომენდაციებს, იმპლემენტაციის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და შემდგომ საჭიროებებს.
4. მმართველი კომიტეტის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა კომპეტენტური ორგანოებისთვის.
5. მმართველმა კომიტეტმა უნდა განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები, რათა შეისწავლოს საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობა ევროპული საზღვაო ერთი ფანჯრის გარემოში.
მუხლი 8🔗. განმცხადებლის ვალდებულებები
1. განმცხადებელი ვალდებულია:
ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შეიტანოს ზუსტი ინფორმაცია, ამ წესის დანართ №1-ის შესაბამისად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში განაახლოს ინფორმაცია მასში ცვლილების შეტანის გზით;
გ) ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის ასახვა არ მოხდა საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.
2. ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის განმცხადებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განმცხადებლის მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის გამოყენებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას/ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ამასთან, კომპეტენტური ორგანოს მიერ საზღვაო ერთ ფანჯარაში შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/ ინფორმაცია არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას/დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/ გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ინფორმაციას /დოკუმენტს.
4. სააგენტო კომპანიების აღიარებასა და გემის აგენტების სერტიფიცირების წესს განსაზღვრავს წამყვანი სააგენტო.
მუხლი 9🔗. ტექნიკური გაუმართაობა
1. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემასთან ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით სისტემასთან წვდომის შეფერხების დროს განმცხადებელი უფლებამოსილია, ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად მატერიალური სახით წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრისთანავე განმცხადებელმა უნდა ატვირთოს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში.
თავი III
ეროვნული ორგანიზაციული ტექნიკური სისტემების ურთიერთთავსებადობა
მუხლი 10🔗. ტექნიკური სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა
1. ანგარიშგების ეროვნული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად, ყველა კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, შესაბამისი კომპეტენციისა და დაშვების ფარგლებში, სისტემების გამართულ ფუნქციონირებას და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემასთან მათ თავსებადობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ეროვნული სისტემების, რომელთა დაკავშირება მოხდება ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის პლატფორმასთან, უსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა და ტექნიკური, ორგანიზაციული თავსებადობა იმგვარად, რომ საფრთხე არ შეუქმნას საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
თავი IV
პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა
მუხლი 11🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა
1. კომპეტენტური ორგანოების მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მიღებული ინფორმაციის დამუშავება უნდა შეესაბამებოდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ყველა კომპეტენტური ორგანო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფარგლებში გაცვლილი/დამუშავებული პერსონალური მონაცემებისა და კომერციული/საგადასახადო/საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
მუხლი 12🔗. იმპლემენტაციის გეგმა
წამყვანმა სააგენტომ, ყოველწლიურად, მმართველ კომიტეტთან ერთად, უნდა განიხილოს და დაამტკიცოს იმპლემენტაციის გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) საზღვაო ერთი ფანჯრით მომსახურების ტექნიკური პლატფორმისა და მისი კომპონენტების განვითარებისა და განახლებისათვის დამტკიცებულ საერთო სტრატეგიას; და
ბ) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მონიტორინგისა და შეფასების გეგმას.
თავი V
გარდამავალი დებულებები
მუხლი 13🔗. გარდამავალი დებულებები
1. ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამავე დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მომხმარებლის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტო კომპანიების აღიარებისა და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის დამტკიცება.
დანართი №1
„საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემაში ანგარიშვალდებულების ფარგლებში წარსადგენი მონაცემთა სია
1. FAL ფორმებით გათვალისწინებული ინფორმაცია
მონაცემთა ელემენტები
გენერალური
დეკლარაცია
ტვირთის
დეკლარაცია
გემის მაღაზიის
დეკლარაცია
ეკიპაჟის წევრების პირადი ნივთების დეკლარაცია
ეკიპაჟის წევრების სია
მგზავრთა სია
სახიფათო ტვირთის
მანიფესტი
მონაცემები აუთენტიფიკაციისთვის
გემის კაპიტნის, უფლებამოსილი აგენტის ან ოფიცრის ხელმოწერა და თარიღი
23
10
12
9
18
19
16
ინფორმაცია რეისთან დაკავშირებით
გემის გასვლა/შემოსვლა
რეისის ნომერი
1.4
1.3
1.4
1.4
1.4
1.4
1.4
გემის შესვლის ზუსტი თარიღი და დრო
3
3
3
3
გემის შესვლის სავარაუდო თარიღი და დრო
3
3
3
3
გემის გასვლის ზუსტი თარიღი და დრო
3
3
3
3
გემის გასვლის სავარაუდო თარიღი და დრო
3
3
3
3
რეისის მოკლე აღწერა
11
გამოსვლის ნავსადგური
6
5
5
დანიშნულების ნავსადგური
6
5
2
შესვლის ნავსადგური
2
2
2
2
გასვლის ნავსადგური
2
2
2
გადმოტვირთვის ნავსადგური
5
4
ჩატვირთვის ნავსადგური
5
3
ნავსადგურში დგომის ხანგრძლივობა
7
წინა ნავსადგური
11
შემდეგი ნავსადგური
11
გემის შესახებ ინფორმაცია
მიწერის ნავსადგური
7
გემის სახმობი ნიშანი
1.3
1.3
1.3
1.3
1.3
1.3
გემის დროშის სახელმწიფო
4
3
4
2
4
4
2
გემის საერთო ტევადობა
9
გემის IMO ნომერი
1.2
1.2
1.2
1.2
1.2
1.2
1.2
გემის სახელი
1.1
1.1
1.1
1.1
1.1
1.1
1.1
გემის წმინდა ტევადობა
10
გემის მაღაზიის საქონლის დასახელება
8
გემის მაღაზიის მდებარეობა გემზე
10
გემის მაღაზიის რაოდენობა გემზე
9
გემის ტიპი
1.1
რეგისტრაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი
7
რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი
7
გემის აგენტის სახელი და საკონტაქტო დეტალები
8
16
ინფორმაცია გემის ეკიპაჟისა და მგზავრების შესახებ
კაპიტნის სახელი
5
4
ეკიპაჟის წევრების რაოდენობა
13
მგზავრთა რაოდენობა
14
ადამიანების რაოდენობა გემზე
6
ეკიპაჟის წევრების პირადი ნივთების რაოდენობა გემზე
7
ეკიპაჟის წევრების პირადი ნივთების აღწერილობა
7
ეკიპაჟის წევრების პირადი ნივთების რიგის ნომრები
3
ეკიპაჟის წევრების თანამდებობები
6
9
ტრანზიტული მგზავრების ინდიკატორი
18
მგზავრების ჩამოსვლის ნავსადგური
17
მგზავრების ჩასხდომის ნავსადგური
15
მგზავრების ვიზის ნომერი
16
პირის დაბადების ქვეყანა
12
9
პირის დაბადების თარიღი
11
8
პირის გვარი
4
7
5
პირის სქესი
13
10
პირის სახელი/ები
5
8
6
პირის სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა
17
14
პირის სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ქვეყანა
16
13
პირის სამგზავრო დოკუმენტის ნომერი
15
12
პირის სამგზავრო დოკუმენტის ტიპი
14
11
პირის ეროვნება
10
7
პირის ნომერი
6
პირის დაბადების ადგილი
12
9
ტვირთის შესახებ ინფორმაცია
ტვირთის მოკლე აღწერა
12
შეფუთული ტვირთის აღწერილობა
7
ტვირთის საერთო მოცულობა
9
შეფუთული ტვირთის საერთო წონა
8
ტვირთის ჰარმონიზებული სასაქონლო (HS) კოდი
7
ტვირთის ნიშნები ან ნომრები
6
7
ტვირთის ნომერი სიებში
7
ტვირთის შეფუთვის ტიპი
7
დამატებითი ინფორმაცია სახიფათო ტვირთის შესახებ
12
სახიფათო ტვირთის EmS ნომერი
15
სახიფათო ტვირთის აალების ტემპერატურა
12
სახიფათო ტვირთის IMO კლასი
10
სახიფათო ტვირთის დაბინძურების ტიპი
12
სახიფათო ტვირთის სუფთა წონა
14
სახიფათო ტვირთის ნომერი სიებში
13
სახიფათო ტვირთის შეფუთვის ტიპი
13
სახიფათო ტვირთის შეფუთვის ჯგუფი
11
სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების ზუსტი დასახელება
9
სახიფათო ტვირთის გადამზიდის/ების მიერ მინიჭებული ნომერი
6
სახიფათო ტვირთის თანმდევი რისკი
10
სახიფათო ტვირთის ტექნიკური აღწერილობა
9
სახიფათო ტვირთის UN ნომერი
8
სახიფათო ტვირთის მოცულობა
14
განლაგება გემზე
5
გადაზიდვის ხელშეკრულების ნომერი
კონოსამენტის ნომერი
ტვირთის სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი
6
7
ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
7
ზოგადი
საზომი ერთეული
8
9
12
14
შენიშვნები
15
შენიშვნა: ცხრილში მოცემული ციფრები მიუთითებს შესაბამისი FAL ფორმის ელემენტის ნომერს.
2. ეროვნული კანონმდებლობით მოთხოვნილი დამატებითი მონაცემების ჩამონათვალი:
ა) გემის მოწყობილობებისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია;
ბ) ნებისმიერი იმ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა გემის მიმდინარე რეისის დროს;
გ) აქვს თუ არა გემს საკმარისი ოდენობის საწვავის მარაგი საზღვაო გადასვლის განსახორციელებლად (კი/არა);
დ) საწვავის ტიპი;
ე) გემის წინა სახელი/ები;
ვ) გემის ცხვირის მართვის მოწყობილობის სიმძლავრე;
ზ) გემის კიჩოს მართვის მოწყობილობის სიმძლავრე;
თ) გემის საკონვენციო სერტიფიკატები/მოწმობები;
ი) გემის საკლასიფიკაციო სერტიფიკატები;
კ) საზღვაო სანიტარიული დეკლარაცია;
ლ) განაცხადის ფორმა ნავსადგურის მიმღებ საშუალებებში ნარჩენების ჩაბარებასთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში);
მ) გემის ნარჩენების დეკლარაცია;
ნ) საზღვაო ჯანმრთელობის დეკლარაცია;
ო) მძღოლების სია;
პ) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.