საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მშენებლობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრისა საქსტანდარტის თავმჯდომარის

ერთობლივი ბრძანება №93/193

1998 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც სისტემატიურად გამოიყენება შენობა-ნაგებობების პროექტირებასა, მშენებლობასა და ექსპლუატაციის პირობებში ჯერ არ არის შემუშავებული. მათი ახლად დამუშავება და ეროვნული ნორმატიული აქტების სტატუსის მინიჭება მოითხოვს სამეცნიერო, საპროექტო, სამშენებლო და სამრეწველო ორგანიზაციების და საწარმოების ხანგრძლივ მუშაობას და ამასთან ერთად დიდი რაოდენობის ფინანსირებას.

ვითვალისწინებთ, რომ შენობა-ნაგებობების და კომპლექსების პროექტირება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან ტექნიკური გადაიარაღება შეუძლებელია სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების სათანადო ბაზის გარეშე, ამასთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მიერ მიღებული შეთანხმებების:

- 1992 წლის 13 მარტის „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარებაზე“.

- 1992 წლის 19 მაისის „თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანოებს შორის მრეწველობასა და მომპოვებელ დარგებში“.

- 1994 წლის 9 სექტემბრის „სამშენებლო საქმიანობაში თანამშრომლობის თაობაზე“ საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამუშავება-დამტკიცებამდე ძალაში დარჩეს 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლების მონაწილეც არის საქართველო.

2. მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების გაუქმება მოხდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, შესაბამისი ახალი ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის დღიდან.

 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი  მ. ჩხენკელი

 სტანდარტიზაციის თავმჯდომარე   ჯ. მანჯგალაძე