ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის №151/ო-399 ,,არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 06.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №248/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000315 17
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 13/07/1998
233 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის №151/ო-399 ,,არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №248/ო- №323 1998 წლის 6-3 ივლისი ქ. თბილისი ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის №151/ო-399 ,,არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაკანონიერ მფლობელობაში  ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას ნედლი სახით მფლობელ პირთა მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კვალიფიცირების დადგენის  თვალსაზრისით აუცილებელია აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებაზე განისაზღვროს არაკანონიერ მფლობელობაში აღმოჩენილი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა  სამინისტროები 1997 წლის 5 მაისის №151/ო-399 ბრძანებაში დამატებების შეტანის მიზნით,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ: 1. ჯანმრთელობის დაცვისა და შს სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის №151/ო-399 „არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში შეტანილ იქნეს ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“ და მისი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად: - მცირე ოდენობა  50 გრამი; - დიდი ოდენობა 5000 გრამი; - განსაკუთრებით დიდი ოდენობა 50 კგ.  2. ეთხოვოს იუსტიციის სამინისტროს წინამდებარე ბრძანების სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.  3.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი                                                   ა. ჯორბენაძე                                                                         შინაგან საქმეთა მინისტრი                                                                კ. თარგამაძე