სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და სხვა სამშენებლო პროდუქციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრისა და სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება № 75/125
1997 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და სხვა სამშენებლო პროდუქციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ პრაქტიკული რეალიზაციისა და ამასთან მომხმარებელთა უფლების დაცვაზე აუცილებელი მოთხოვნების - სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს უსაფრთხოებისა და ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების დაკმაყოფილების მიზნით ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული იმ სამშენებლო მასალების, კონსტრუქციების, ნაკეთობების და სხვა სამშენებლო პროდუქციის ნუსხა / დანართი/, რომელიც იწარმოება ან მოიხმარება / იმპორტირებული/ საქართველოს ტერიტორიაზე.
2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალურმა ორგანომ /ბატონი შ. ლომიძე/:
- ორი კვირის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს სამშენებლო მასალების, კონსტრუქციების, ნაკეთობების და სხვა სამშენებლო პროდუქციის დამტკიცებული ნუსხა იუსტიციის სამინისტროში.
- საქსტანდარტის შესაბამის სამსახურთან ერთად უზრუნველყოს დამტკიცებული ნუსხის ინფორმაციის გამოქვეყნება.
3. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოთ ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ მ. ნიკოლაიშვილს და საქსტანდარტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. ფერიშვილს.
4. კონტროლის განხორციელების შედეგებზე ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს.
ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი მ. ჩხენკელი
თავმჯდომარის მოადგილე მ. გეგეშიძე
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და სხვა სამშენებლო პროდუქციის
ნუსხა
1. სამშენებლო მასალები
1.1. მინერალური შემკვრელები
1.2. არაორგანული შემავსებლები, დანამატები
1.3. ბეტონები და დუღაბები მინერალურ შემკვრელებზე, მშრალი ნარევები
1.4. ლითონები და ლითონის ნაწარმი
1.5. ჰერმეტიზაციისა და დასაჩული მასალები
1.6. ბუნებრივი და ხელოვნური ქვები
1.7. საკედლე მასალები
1.8. სახურავის და ჰიდროსაიზოლაციო მასალები
1.9. ბითუმშემცველი შემკვრელი მასალები და ბეტონები
1.10. ხე-ტყის მასალები
1.11. მერქნის დამცავი მასალები
1.12. თბოსაიზოლაციო და აკუსტიკური მასალები
1.13. სამშენებლო მინა და მინის ნაწარმი
1.14. მასალები სამღებრო სამუშაოებისათვის
1.15. მოპირკეთების და მოსახვის მასალები
1.16. საგზაო მშენებლობის მასალები
1.17. პოლიმერული მასალები
1.18. კერამიკული ნაწარმი
1.19. ცეცხლგამძლე მასალები და ნაწარმი
1.20. ელექტრო მასალები და ნაწარმი.
2. სამშენებლო კონსტრუქციები და ნაკეთობები
2.1. ქვის, აგურის, ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციები და ნაკეთობები
2.2. ხის კონსტრუქციები და ნაკეთობები
2.3. ლითონის კონსტრუქციები და ნაკეთობები
2.4. კონსტრუქციები და ნაკეთობები სხვა მასალებისაგან
2.5. არქიტექტურული დეტალები
3. შენობის და ნაგებობის საინჟინრო სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა
3.1. სანიტარულ ტექნიკური მოწყობილობა, ხელსაწყოები და კაზმულობა /არმატურა/
3.2. მსხვილი სამონტაჟო კვანძები, ნამზადი და დეტალები
3.3. რკინა-კავეული, ჩამკეტი მოწყობილობები
4. სამშენებლო-სამონტაჟო აღკაზმულობა
4.1. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა წარმოების აღკაზმულობა
4.2.ყალიბები ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციების დამზადებისათვის
4.3. ხელის სამშენებლო ინსტრუმენტი
5. სამშენებლო პროდუქცია
5.1. საცხოვრებელი სახლები
5.2. სხვადასხვა დანიშნულებით შენობები და ნაგებობები
5.3. ასაწყობ-დასაშლელი შენობები / ნაგებობები/
6. მომსახურება მშენებლობაში.
სამშენებლო პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური
ორგანოს დირექტორი შ. ლომიძე