„დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი გადასახადები
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №24

1999 წლის 1 თებერვალი

 ქ. თბილისი

„დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის, 1998 წლის 13 ოქტომბრის, 1998 წლის 30 ოქტომბრისა და 1998 წლის 24 დეკემბრის კანონების შესაბამისად „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 16 ოქტომბრის №242 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები.

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებად.

2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს აბზაცი შემდეგი შინაარსის:

„დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე (შესრულებულ სამუშაოებზე, გაწეულ მომსახურებაზე), გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც მყიდველთან იზრდება დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამყიდველთან მცირდება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ინსტრუქციის №8 დანართის ფორმით სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი წარედგინება მყიდველს, მეორე საგადასახადო ინსპექციას დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, ხოლო მესამე რჩება გამყიდველს“.

3. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ“ საფოსტო მარკების (გარდა საკოლექციოსი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ძირითადი საშუალებების მიწოდება“.

გ) „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში ლტოლვილთა და დევნილთა მომსახურების მიწოდება“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვების „ტესტ-სისტემების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ)“;

ე) „მ“ ქვეპუნქტში სიტყვების „რომლებიც“ შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის სიტყვები: საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას“;

ვ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სამეცნიერო ლიტერატურის, აგრეთვე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებთან შეთანხმებით დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოებისა და საბავშვო ლიტერატურის ბეჭდვა, მიწოდება ან/და იმპორტი“;

ზ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „რ) თეატრალური და საცირკო წარმოდგენების, კლასიკური მუსიკის კონცერტების, მუზეუმის ბილეთების ბეჭდვა და მიწოდება; სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები“.

თ) „შ“ ქვეპუნქტი გადმოიცეს ახალი რედაქციით:

„შ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე;

შენიშვნა: (ძალაშია 1999 წლის 1 იანვრამდე), იმპორტული სიგარეტის მიწოდება (ძალაშია 1999 წლის 1 აპრილამდე)“;

ი) „ჩ“ ქვეპუნქტში სიტყვების „სურსათის სამინისტროს“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ეკონომიკის სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის“;

კ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე თავებით გათვალისწინებული საქონლის (გარდ: 8415, 8418, 842211000, 842219000, 842310100, 842310900, 8450, 8507, 8509-8513, 8516-8524, 852520910, 852530, 853040, 8527, 8528, 8531, 8540, 8544-8546, 9003, 9004, 9006-9010, 901600 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლის) აგრეთვე გამწევი ავტომობილების, მისაბმელებისა და ნახევარ მისაბმელების (კოდი: 870120; 871639300, 871639510, 871639590, 871639800), სამგზავრო ავტობუსების (კოდი: 8702) მცურავი საშუალებების (კოდი: 890400, 8905); ხის განძელის (კოდი: 440610000, 440690000), რელსების (კოდი: 730210310), სარადარო კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო აღჭურვილობის (კოდი: 852510; 852520100; 852520990; 8526; 853110100) იმპორტი, აგრეთვე იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ძირითადი საშუალებების მიწოდება;“

ლ) „ჰ“ ქვეპუნქტი გადმოიცეს ახალი რედაქციით:

„ჰ) ბუნებრივი აირის მიწოდება, ან/და იმპორტი, აგრეთვე მაზუთისა და ელექტროენერგიის იმპორტი (ძალაშია 1999 წლის 1 იანვრამდე)“.

. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მეორე წინადადება, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი შინაარსის:

„6) ამ მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესი გამოიყენება აგრეთვე მრწმუნებლის აგენტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. იმ შემთხვევაში, როცა მრწმუნებელი არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად, მაშინ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურეობის გაწევა ჩაითვლება აგენტის მიერ განხორცილებულად“.

6. მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მეორე აბზაცი, პუნქტს დაემატოს შენიშვნა შემდეგი შინაარსის:

„შენიშვნა: საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად 1999 წლის 1 აპრილამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იბეგრება ფიქსირებული გადასახადით.“

7. მე-16 მუხლში:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვების „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ან გადახდილია საბაჟო დეკლარაციის მიხედვით“, ხოლო მე-2 წინადადება ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „საქონლის იმპორტისა და“ შეიცვალოს სიტყვებით“ „საქონლის იმპორტის მიხედვით გადახდილი და/ან“;

დ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მე-2 აბზაცი გადმოიცეს ახალი რედაქციით: „ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საფუძველს წარმოადგენს გამყიდველის მიერ გამოწერილი და საგადასახადო ორგანოსა და მყიდველისათვის გადაცემული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.“

8. მე-17 მუხლში:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „შემდეგი მონაცემებით“ შეიცვალოს სიტყვებით „რომლითაც დასტურდება დღგ-ის გადახდევინების ფაქტი და შეიცავს შემდეგ მონაცემებს“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „და მისცეს მყიდველს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებისას“ შეიცვალოს სიტყვებით „საქონლის, (სამუშაოს მომსახურების) მიწოდებისთანავე და მისცეს მყიდველს არაუგვიანეს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებიდან მეორე დღეს.“

9. მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის პირველი აბზაცი გადმოიცეს ახალი რედაქციით:

„გრანტის მიმღებ პირს, რომელიც ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს სამუშაოს ან მომსახურებას, უფლება აქვს აინაზღაუროს ამ საქონლისათვის, სამუშაოსა და მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახდო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ.“

10. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში რიცხვი „100“ შეიცვალოს რიცხვით „50“. ამავე ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები „ხოლო ანგარიშფაქტურაში დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-ის თანხის არასწორად ჩაწერის იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას, გადამხდელს სანქციის სახით გადაეხდება დღგ-ის კუთვნილი თანხის 20 პროცენტი.

11. დანართი №7 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმის მიხედვით.

12. ინსტრუქციას დაემატოს დანართი №8 ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმის მიხედვით.

დეპარტამენტის თავმჯდომარე                                                მ.ჩიკვილაძე