დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე მეხუთე, მეორე ქუჩებისათვის და მეორე ქუჩის I ჩიხისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული დავით ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2024
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016108
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/10/2024
211 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ფასანაურის ქუჩის სახელის, ხოლო მისი ჩიხისთვის - ფასანაურის ქუჩის პირველი ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 28.03.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 30.05.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 28.04.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ნიკოლოზ თურმანაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 06.09.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 30.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე მეხუთე, მეორე ქუჩებისათვის და მეორე ქუჩის I ჩიხისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული დავით ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №70 2024 წლის 22 ოქტომბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის  ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში  სოფელ ვარსიმაანში მდებარე  მეხუთე, მეორე ქუჩებისათვის  და მეორე ქუჩის I ჩიხისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული დავით  ვარსიმაშვილის სახელის  მინიჭების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ი  ტ  ა: 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის  ბაზალეთის  ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე  მეხუთე, მეორე ქუჩას და მეორე ქუჩის I ჩიხს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული დავით  ვარსიმაშვილის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება . 3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ  – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).        საკრებულოს თავმჯდომარე                                                     კახაბერ ჩიტაური