დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2024
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016109
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/10/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ბოჭორმაში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში დაკარგული გმირის გიორგი ბესთავაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ
ბალებისხევი, გუდანელები, თოხოლჩა, თრანი, კვირიისხევი, სიონთგორი, ტოლაანთსოფელი, ქვემო კვერნაულა, ღულელები, წყაროთუბანი და ხადოელებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ მაგრანეთში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის დავით ფეტვიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ გორანა, თოლებჯი, მელიასხევი, ნადოკრა, სიმონიანთხევი, ჩიტაურები, ცალუღელაანთკარი და ჭნდრისხევში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №71
2024 წლის 22 ოქტომბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური