დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №71 |
|
2024 წლის 22 ოქტომბერი ქ. დუშეთი |
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური