ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/379 |
|
2024 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. თუ მხარეებს შორის გაფორმებულია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სარეგისტრაციოდ, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე წარედგინება პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შევსებული სახელშეკრულებო განაცხადი და პირდაპირი ხელშეკრულების ასლი. ამასთანავე, შესაბამისი უფლებამოსილი პირი, ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდზე ხელმოწერილი ხელშეკრულების ორი დედანი.“. 2. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ წესების მე-8 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (მათ შორის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირების მიერ შემუშავებული და ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად) შევსებული და ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი სახელშეკრულებო განაცხადი და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართებზე ხელმოწერილი/ დადასტურებული ერთი ასლი;“. ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ წესების მე-8 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი ასევე ვალდებულია, პირდაპირი ხელშეკრულების ელექტრონული სახით სარეგისტრაციოდ წარმოდგენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდზე ხელმოწერილი ხელშეკრულების ორი დედანი. პირდაპირი ხელშეკრულების ელექტრონული სახით რეგისტრაციის შემდგომ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტრონულად მინიჭებულ ნომერს მიუთითებს პირდაპირი ხელშეკრულების დედნებზე და გაუგზავნის პირდაპირი ხელშეკრულების მხარეებს.“. 3. მე-10 მუხლს დაემატოს 61–63 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „61. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის რომელიმე მხარეს, ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად, გაუქმდება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების თარიღის მომდევნო საანგარიშო თვიდან შეწყდება ამ წესების შესაბამისად რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის რეგისტრაცია და აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულება და სახელშეკრულებო განაცხადი აღარ იქნება გათვალისწინებული ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზებში. 62. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის რომელიმე მხარეს წარმოადგენს საბითუმო მიმწოდებელი და ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია გაუუქმდება მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მხარეს, საბითუმო მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს იმ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებებით და სახელშეკრულებო განცხადებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოცულობების ბალანსი, რომელიც დაირღვა მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირისთვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების და შესაბამისი ხელშეკრულების და სახელშეკრულებო განაცხადის რეგისტრაციის შეწყვეტის შედეგად. პირდაპირი ხელშეკრულებებით და სახელშეკრულებო განცხადებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოცულობების ბალანსის უზრუნველსაყოფად, საბითუმო მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება/ ხელშეკრულებები ან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებე(ებ)ის დამატებითი შეთანხმებ(ებ)ი და სახელშეკრულებო განაცხად(ებ)ი, ამ წესებით დადგენილი წესის შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარადგინოს რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე პირებთან. 63. საბითუმო მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის 62 პუნქტით განსაზღვრული ქმედების განხორციელებამდე, შეჩერებულად ითვლება იმ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადის რეგისტრაცია, რომელთა მოქმედების პერიოდშიც დარღვეულია ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების ბალანსი.“. 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11, 12, 14, მე-2, 36 და 37 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|