"საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება
მიღების თარიღი 04.12.2023
ძალაში შესვლა 16.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №170/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016796 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
"საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება
შეთანხმება
საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის
საქართველოს მთავრობა და ომანის სასულთნოს მთავრობა (შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“)
წარმოადგენენ რა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციის მხარეებს;
აქვთ რა სურვილი, ზემოაღნიშნული კონვენციის დებულებათა შესაბამისად და მასზე დამატებით, გააფორმონ შეთანხმება თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი სახელმწიფოს ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის დაწესებისა და განხორციელების მიზნით;
აცნობიერებენ რა, საჰაერო ტრანსპორტირების მნიშვნელობას, როგორც ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარებისა და ხელშეწყობის საშუალებას;
სურთ რა, ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვათა შესაძლებლობების გაფართოებას;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინი:
a) „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო ომანის სასულთნოსთან მიმართებით ნიშნავს ომანის სასულთნოს სამოქალაქო ავიაციის საჯარო ხელისუფლებას; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია;
b) „შეთანხმებული მომსახურება“ ნიშნავს საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის და მათი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას მგზავრების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით;
c) „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართებს, ასევე ამ დანართებისა და შეთანხმების ნებისმიერ შესწორებებს, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
d) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება“ აქვთ ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;
e) „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად ღია კონვენციას და მოიცავს ნებისმიერ დანართს, რომელიც მიღებულ იქნა ამ კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად, და დანართების ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას მისი 90-ე და 94-ე მუხლების მიხედვით; რამდენადაც ეს დანართები და ცვლილებები ძალაში შევიდა ან რატიფიცირებულ იქნა ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ;
f) „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არიან დანიშნულნი და უფლებამოსილებით აღჭურვილნი;
g) „ინტერმოდალური საჰაერო ტრანსპორტი“ ნიშნავს ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის საჯარო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებას საჰაერო ხომალდისა და ერთი ან მეტი სახეობის სატრანსპორტო საშუალებით, გადაყვანა-გადაზიდვის ღირებულების ან დაქირავების საფუძველზე;
h) „მარკეტინგული გადამზიდველი“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტირებას სხვა ავიასაწარმოს საშუალებით, ზიარი კოდის გამოყენებით;
i) „საექსპლუატაციო გადამზიდველი“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საჰაერო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით – შეიძლება ფლობდეს საჰაერო ხომალდს ან ლიზინგით ჰქონდეს აღებული;
j) „ტარიფი“ მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც მოქმედებს ეს ღირებულება, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს;
k) „ტერიტორია“ – სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;
l) „მომსახურების საფასური“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული აეროპორტის საშუალებებით, ქონებით, და/ან აეროსანავიგაციო საშუალებებით მათი უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისათვის და ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების საფასურს.
2. წინამდებარე შეთანხმების დანართი ითვლება მის განუყოფელ ნაწილად.
მუხლი 2🔗
უფლებათა მინიჭება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, რომლითაც მათ მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ეძლევათ შეთანხმებული მომსახურების განხორციელების საშუალება.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;
b) განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით, და
c) შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად აიყვანონ ბორტზე და/ან გადმოსხან მგზავრები, ჩატვირთონ და/ან გადმოტვირთონ ტვირთი და ბარგი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება საერთაშორისო მიმართულებით.
3. გარდა ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდი/ხომალდები, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნული ავიასაწარმოების გარდა, ასევე ისარგებლებს წინამდებარე მუხლის 2(a) და 2(b) პუნქტებში მითითებული უფლებებით.
4. წინამდებარე მუხლი არცერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების გზით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ბარგი, ამავე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზემოაღნიშნული, დროდადრო, ერთობლივად შეიძლება იქნეს განსაზღვრული ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ.
5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის უწყვეტ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას ხელშემკვრელი მხარეების ორმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.
მუხლი 3🔗
დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ასეთი დანიშვნა ან შეცვალოს სხვა ავიასაწარმოთი მანამდე დანიშნული ავიასაწარმო. ასეთი დანიშვნა შესაძლებელია განსაზღვრავდეს თითოეული ავიასაწარმოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას. ავიასაწარმოს დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, წერილობით მიმართავს დანიშვნებისა და მასში ცვლილებების თაობაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას.
2. ასეთი დანიშვნის, შეცვლის და ჩანაცვლების შესახებ, დადგენილი ფორმითა და სახით, დანიშნული ავიასაწარმოსგან შეტყობინების და განაცხადის მიღებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, მეორე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ ანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს იმის მტკიცებულება, რომ ამ ავიასაწარმოს შესწევს უნარი დაიცვას ის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მინიჭებაზე ან წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს ავიასაწარმოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი არის დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომ ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს.
5. თუ ავიასაწარმო ამგვარად არის დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციის დაწყება იმ პირობით, რომ ავიასაწარმო შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების ყველა სათანადო პირობას, ისევე, როგორც საექსპლუატაციო ნებართვებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოთხოვნებს, მათი არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗
საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება
ან შეზღუდვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ექნება უფლება, გააუქმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების უფლებებით სარგებლობა ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს მას, დროებით ან მუდმივად, ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ:
a) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწრმო არ ასრულებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ, რომელიც კონვენციის შესაბამისად ანიჭებს მას ამ უფლებებს; ან
b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო ვერ ახორციელებს ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ან
c) მას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს;
d) ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად;
e) ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ ატარებს სათანადო ზომებს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად; ან
f) ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს იმ გადაწყვეტილებას ან პირობას, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის გამოყენებისას.
2. თუ ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება ან პირობების შესრულების მოთხოვნა საჭიროა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, როგორც ეს მე-19 მუხლით არის გათვალისწინებული.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის მე-20 მუხლით მინიჭებულ უფლებებს.
მუხლი 5🔗
შეთანხმებული მომსახურების განხორციელების პრინციპები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ორმხრივ საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აძლევს თავისუფალი კონკურენციის საშუალებას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას.
2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, უნდა გაატაროს სათანადო ზომები ყველა სახის დისკრიმინაციული და არაკონკურენტუნარიანი ან მძარცველური მეთოდების აღმოსაფხვრელად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.
3. ნებისმიერი მომსახურების (სამგზავრო, სატვირთო, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად) განხორციელებისას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპზე/ტიპებზე და/ან ტევადობაზე და სიხშირეზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული შეთანხმებული მომსახურების ტევადობა და სიხშირე.
4. არცერთმა ხელშეკრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს მიმოსვლის ტევადობა, სიხშირე, მომსახურების რეგულარობა ან იმ საჰაერო ხომალდის ტიპის (-ების), რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც განსაზღვრულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ეკოლოგიური მოთხოვნებისათვის ერთგვაროვან პირობებზე კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად.
5. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ წაუყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მოთხოვნას, უზრუნველყოს თავისი დანიშნული ავიასაწარმო პირველი არჩევანის უფლებით, შეზღუდოს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დატვირთვის კოეფიციენტით, ასევე არ დააკისრებს მიუღებელ გადასახდელს. და არ წაუყენებს ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ტევადობას, ფრენის სიხშირეებს ან მიმოსვლას და რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.
მუხლი 6🔗
საბაჟო და სხვა გადასახდელები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ათავისუფლებს იმპორტზე შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისაგან და ყველა სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდს, საჰაერო ხომალდის მუდმივ მოწყობილობებს, საწვავს, საცხებ-საპოხ მასალებს, მოხმარებად ტექნიკურ მარაგს, სათადარიგო ნაწილებს (მათ შორის ძრავებს), საჰაერო ხომალდზე არსებულ მარაგს (მათ შორის, არამხოლოდ სურსათს, სასმელს, თამბაქოს და სხვა პროდუქტებს შეუზღუდავი რაოდენობით, რომლებიც განკუთვნილია ფრენის განმავლობაში მგზავრებისათვის მიყიდვის ან მოხმარებისთვის) და სხვა ნივთების, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის. აღნიშნული გადასახადებისგან აგრეთვე თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზედაც არის აღნიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.
2. ამ მუხლით დადგენილი შეღავათებით სარგებლობს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც:
a) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით არის შემოტანილი;
b) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე რჩება და/ან გამოიყენება ფრენის დროს მისი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაფრენის ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენის დროს;
c) ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია შეთანხმებული საჰაერო მომსახურების განსახორციელებლად, მითითებული საჰაერო ხომალდის მიერ გამოყენებისათვის, იმისდა მიუხედავად, ხდება თუ არა ამგვარი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც ავიასაწარმოები გაათავისუფლა საბაჟო გადასახდელისგან/სხვა გადასახადებისგან, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. როგორც საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და ხომალდზე არსებული სასურსათო მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანხმობით. ამ შემთხვევაში, ასეთ აღჭურვილობაზე და მასალებზე ვრცელდება წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შეღავათები იმ პირობით, რომ ისინი, მოთხოვნისამებრ, შეინახება აღნიშნული საბაჟო ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნება უკან გატანილი, ან საბაჟო წესების თანახმად, სხვაგვარად არ იქნება განკარგული;
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან/ავიასაწარმოებთან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველ პუნქტში აღნიშნული სტანდარტული აღჭურვილობის და სხვა საგნების ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან ტრანსფერის შესახებ იმ პირობით, რომ ეს ავიასაწარმოც თავისუფლდება გადასახდელებისაგან აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ.
მუხლი 7🔗
შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, დროებით გაჩერებას, ან გამგზავრებას, ან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს/ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდზე, ეროვნულობის განურჩევლად და გამოიყენება აღნიშნული საჰაერო ხომალდის მიერ ჩამოფრენისას, გამგზავრებისას და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული – საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საბაჟო ორგანოში საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, ასევე საავიაციო უშიშროების, საემიგრაციო, საპასპორტო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიული ფორმალობები, რომელიც გამოიყენება აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრის, ეკიპაჟისა და ტვირთის (ფოსტის ჩათვლით) შესვლისას/შეტანისას ან ამ ტერიტორიიდან გასვლისას/გატანისას, ვრცელდება ამავე ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიერ გადაყვანილი/გადაზიდული მგზავრების, ეკიპაჟისა და ტვირთის (ფოსტის ჩათვლით) მიმართ.
3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებისას.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სატრანზიტო ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ შემოწმებას, გარდა უსაფრთხოების ისეთი ზომების განხორციელებისას, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ, საჰაერო მეკობრეობის აღსაკვეთად, ნარკოტიკული კონტროლის ჩასატარებლად არის მიმართული. აღნიშნული სახის ბარგი და ტვირთი გათავისუფლებულია გადასახადებისგან, მათ შორის იმპორტის გადასახდელისგან და სხვა მსგავსი სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლისაგან.
მუხლი 8🔗
კოდის ზიარი გამოყენება
1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს როგორც მარკეტინგული, ასევე საექსპლუატაციო გადამზიდველის სახით, თავისუფლად შეუძლია დადოს სხვა ავიასაწარმოსა და ავიასაწარმოებთან კოპერატიული მარკეტინგული შეთანხმებები, ბლოკ-ადგილებისა და ზიარი კოდის შეთანხმებების (მესამე ქვეყანასთან ზიარი კოდის შეთანხმებების) ჩათვლით და არა მხოლოდ.
2. ზიარი კოდის მომსახურების უზრუნველყოფამდე, ზიარი კოდის პარტნიორები თანხმდებიან, თუ რომელი მხარე უნდა იყოს პასუხისმგებელი ვალდებულებებსა და მომხმარებელთან დაკავშირებულ საკითხებზე, უშიშროებაზე, უსაფრთხოებასა და გამარტივებაზე. ამ პირობების განმსაზღვრელი შეთანხმება უნდა წარედგინოს საავიაციო ხელისუფლებას ზიარი კოდის შეთანხმებების განხორციელებამდე.
3. აღნიშნული სახის შეთანხმებები უნდა მიღებულ იქნეს შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ შეთანხმებებში ყველა ავიასაწარმოს აქვს მითითებული მიმოსვლის უფლებები და/ან უფლებამოსილებანი.
4. ზიარი კოდის შეთანხმებების შემთხვევაში, მარკეტინგულმა ავიასაწარმომ, თითოეულ გაყიდულ ბილეთთან დაკავშირებით, უნდა უზრუნველყოს რომ ბილეთის შესყიდვისას, მგზავრს მკაფიოდ განემარტოს, თუ რომელი ავიასაწარმო რომელ მონაკვეთზე შეასრულებს მომსახურებას და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან აფორმებს იგი ხელშეკრულებას.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ შესაძლოა ასევე შესთავაზოს მომხმარებელს ზიარი კოდის მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტებს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მომსახურებები შესრულდება მეორე ხელშემკვრელი ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ.
მუხლი 9🔗
დაშვებისა და საფრენად ვარგისიანობის სერტიფიკატები
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული, ყოველთვის იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება ან უტოლდება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სრტანდარტებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ სცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით, მის მოქალაქეებზე გაცემული დაშვების მოწმობები და ლიცენზიები.
3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული სერტიფიკატების ან ლიცენზიების პრიორიტეტი ან პირობები იძლევა კონვენციით დადგენილი სტანდარტებისგან განსხვავების საშუალებას, იმის მიუხედავად არის თუ არა იგი დარეგისტრირებული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია, 10(2) მუხლის თანახმად, პირველი ხელშემკვრელი მხარის უფლებების შელახვის გარეშე, მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან მე-19 მუხლის შესაბამისად, რათა დარწმუნდეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი პრაქტიკა მათთვის მისაღებია. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა მიღწეული დამაკმაყოფილებელი შეთანხმება, გამოყენებული იქნება ამ შეთანხმების 4(1) მუხლი.
მუხლი 10🔗
ფრენის უსაფრთხოება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნით მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად, ერთი მხარე გამოავლენს, რომ მეორე მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, ერთი მხარე მეორე მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო, ხოლო მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი შესწორების ზომები. თუ მეორე მხარე ვერ მიიღებს შესაბამის ღონისძიებებს 15 დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება ამ შეთანხმების 4(1) მუხლის გამოყენების საფუძველი.
3. მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი მხარის ავიასაწარმოს მიერ და რომელიც ახორციელებს მომსახურებას მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“) რეალური მდგომარეობა, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას.
4. თუ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი აღნიშნული სახის შემოწმება ან მთელი რიგი შემოწმებებისა გამოიწვევს:
a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური წარმართვასა და შენარჩუნებაში.
ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას რომ, მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე მოწმობები და ლიცენზიები არის გაცემული ან ვარგისიანობა მინიჭებული და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მოთხოვნები, არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან მისი სახელით ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების მიზნით შემოწმებაზე უარს განაცხადებს ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაასკვნას, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი მე-4 პუნქტის საკითხებთან მიმართებით და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, ან მთელი რიგი შემოწმებების შედეგად, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, კონსულტაციების ან სხვაგვარ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
7. ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტის შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება, როგორც კი ამ ქმედების საფუძველი აღმოიფხვრება.
მუხლი 11🔗
საავიაციო უშიშროება
1. საერთაშორისო სამართლის ნორმებით მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ, სახელდობრ: „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ კონვენცია 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი; „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების შესახებ“ კონვენციების დებულებებისა და ამ უკანასკნელზე დამატებული „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ 1988 წლის 24 თებერვალს ხელმოწერილი ოქმის, 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ ისევე, როგორც საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.
3. თხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
4. ორმხრივი ურთიერთობისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს კონვენციის დანართებს, იმდენად, რამდენადაც ისინი გამოიყენება მათ მიერ.
5. გარდა ამისა, ხელშემკვრელი მხარეები წაუყენებენ მოთხოვნებს მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირათადი ადგილი, ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საკუთარ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ სამოქალაქო საავიაციო უშიშროების იმ დებულებათა შესაბამისად, რომელიც გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების მიერ.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ზემოხსენებულ მე-4 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რაც სავალდებულოა ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლისა და ამ ტერიტორიაზე ყოფნისთვის.
7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სათანადო უშიშროების ზომების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ეკრანზე შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი და უშიშროების უზრუნველსაყოფად მოახდინოს განახორციელოს შემოწმება ბარგის, ტვირთისა და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგის ჩასხდომა-ჩატვირთვამდე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად განიხილავს, აგრეთვე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უშიშროების გონივრული ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ამგვარი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული და სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომელიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ იმ პირობით, რომ სისწრაფე სიცოცხლისათვის მინიმალურ საფრთხეს ქმნიდეს.
9. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომელსაც ის ჩათვლის განსახორციელებლად შესაძლებელს, რათა უზრუნველყოს, რომ მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებისას ან სხვა უკანონო დაბრკოლებების წარმოქმნისას დაკავებულ იქნეს მანამ, სანამ მისი გაფრენა არ იქნება სავალდებულო მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლის დაცვის უმთავრესი ვალდებულებით.
10. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს აქვს მტკიცებულება იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის დებულებები, ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება. ამგვარი მოთხოვნიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა შემთხვევაში გახდება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების ამოქმედების საფუძველი. თუ მოითხოვება სერიოზული კრიტიკული საგანგებო შემთხვევების დროს, მოთხოვნისთანავე, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განახორციელოს დროებითი მოქმედება, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, თხუთმეტი (15) დღის ამოწურვამდე. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება იქნება შეწყვეტილი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის უშიშროების დებულებების შესრულების შემთხვევაში.
მუხლი 12🔗
მომსახურების საფასური
1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა იხმაროს ყველა ღონე იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ საფასურის დამწესებელი კომპეტენტური ხელისუფლების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებზე დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომსახურების საფასური აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის, იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს საფასური უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე იხდიან სხვა ავიასაწარმოები შესაბამისი მომსახურებისათვის.
2. მომსახურების საფასურთან მიმართებაში, არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა, მსგავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართულ საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს და არ უნდა დააწესოს, ან მისცეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის მომსახურებისუფრო მაღალი საფასურის დაწესების უფლება, ვიდრე დაწესებულია თავისი საკუთარი ავიასაწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მსგავს საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას, მსგავსი საჰაერო ხომალდით და მასთან დაკავშირებული საშუალებებითა და მომსახურებით სარგებლობისას.
3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს კონსულტაციების გამართვას საფასურის დამწესებელ საკუთარ კომპეტენტურ ხელისუფლებასა და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ ავისაწარმოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებითა და საშუალებებით. მომსახურების საფასურის ცვლილებების შესახებ ნებისმიერი წინადადების თაობაზე მომხმარებელს შეძლებისდაგვარად უნდა მიეწოდოს სათანადო შეტყობინება, შესაბამისი დამხმარე ინფორმაციითა და მონაცემებით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი გადასახდელის ცვლილებამდე.
მუხლი 13🔗
კომერციული საქმიანობა
1. თითოელი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ეძლევა უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დააარსოს ოფისები საჰაერო გადაზიდვების და გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის საჭირო დამხმარე პროდუქციისა და საშუალებების გაყიდვის მიზნით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფის მიზნით, ექნება უფლება შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი მენეჯერი, კომერციული, ოპერატიული, სავაჭრო, ტექნიკური პერსონალი და წარმომადგენლები.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში ნახსენები საშტატო და წარმომადგენლობითი ერთეულების დაკომპლექტება, დანიშნული საწარმოს სურვილისამებრ, შეიძლება განხორციელდეს თავისი ნებისმიერი ეროვნების პერსონალით ან გამოყენებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანოების, კომპანიების ან ავიასაწარმოების მომსახურება, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შეასრულონ ასეთი მომსახურება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და მისი დამხმარე პროდუქციის და საშუალებების რეალიზაცია ან უშუალოდ და მათი შეხედულებისამებრ, დანიშნული აგენტების მეშვეობით. ამ მიზნისთვის, დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს გადაყვანა-გადაზიდვის საკუთარი დოკუმენტაცია. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმოს უფლება აქვს გაყიდოს, ხოლო ნებისმიერ პირს ექნება უფლება შეისყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები და მისი დამხმარე პროდუქცია და საშუალებები ადგილობრივ ფულად ერთეულში ან ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
5. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმოებს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაიხადოს ადგილობრივი ხარჯები ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ფორმულირებულ ქცევის კოდექს მისი ტერიტორიის შიგნით რეზერვირების კომპიუტერული სისტემის რეგულირებისა და ექსპლუატირებისათვის, რომელიც შეესაბამება რეზერვირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებსა და ვალდებულებებს.
7. დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს შეასრულოს საკუთარი სახმელეთო მომსახურება მგზავრების რეგისტრაციისას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს უფლებები არ ითვალისწინებს უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლირებადი ზონის სახმელეთო მომსახურებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაწესებული შეზღუდვები, თუ ამას ითვალისწინებს აეროპორტის უსაფრთხოება, უშიშროება და აეროპორტის ინფრასტრუქტურა. იმ შემთხვევაში, როდესაც უშიშროების და უსაფრთხოების გათვალისწინებით ვერ მოხერხდება წინამდებარე პუნქტში აღნიშნული უფლებების განხორციელება, ასეთი სახის მიწისზედა მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება, დისკრიმინაციისა და უპირატესობის მინიჭების გარეშე ნებისმიერი შესაბამისი საერთაშორისო საჰაერო მომსახურებით დაკავებული ავიასაწარმოსათვის.
8. ორმხრივ საფუძველზე და წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებულ უფლებებზე დამატებით, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ თითოეულ ავიასაწარმოს ექნება უფლება აირჩიოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ უფლებამოსილი კონკურენტი მიწისზედა მომსახურების აგენტებიდან ნებისმიერი აგენტი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულებს მიწისზედა მომსახურებებს.
9. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეიძლება მიეცეს უფლება წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიწისზედა მომსახურების უზრუნველყოფა, მთლიანად ან ნაწილობრივ, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული იგივე აეროპორტებში მოქმედი ავიასაწარმოებისათვის.
10. ყველა ზემოხსენებული საქმიანობა შესრულებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗
ინტერმოდალური სერვისები
თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები სარგებლობენ უფლებით გამოიყენონ ინტერმოდალური ტრანსპორტირების საშუალებები ხელშემკვრელ მხარეთა ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებში ან პუნქტებიდან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების განხორციელებასთან დაკავშირებით. ავიასაწარმოებს შეუძლიათ თავად განახორციელონ ინტერმოდალური ტრანსპორტირება, ან უზრუნველყონ ის სხვა გადამზიდველ კომპანიებთან შეთანხმებების, მათ შორის, ერთობლივი კოდების გამოყენების შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით. ამგვარი ინტერმოდალური მომსახურება შეიძლება შეთავაზებულ იქნეს როგორც პირდაპირი მომსახურება, ერთიანი საფასურის გადახდის საფუძველზე, როგორც საჰაერო და ინტერმოდალური ტრანსპორტირებისთვის, იმ პირობით თუ, როგორც მგზავრები და გამგზავნი მხარე, ისე გადამზიდველები ინფორმირებულები არიან გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
მუხლი 15🔗
თანხის გადარიცხვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ანიჭებს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს ასეთი ავიასაწარმოების მიერ თავიანთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის, დამხმარე პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვიდან შემოსული დანახარჯებისაგან თავისუფალი შემოსავალი, ასეთ შემოსავალზე დარიცხული პროცენტები (ჯერ კიდევ გადაურიცხავ დეპოზიტზე დარიცხული პროცენტების ჩათვლით). ასეთი გადარიცხვები უნდა განხორციელდეს ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტით, იმ ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის უცხოური ვალუტის გაცვლის წესების შესაბამისად, სადაც ამონაგები იქნა მიღებული. ასეთი გადარიცხვა ხორციელდება ვალუტის გადაცვლის ოფიცილური კურსით, ხოლო როცა არ არსებობს გადაცვლის ოფიცილური კურსი, გადარიცხვები იწარმოებს უცხოური ვალუტის გადაცვლის გადარიცხვისას არსებული საბაზრო კურსით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააყოვნოს თანხის გადარიცხვა თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი გამოყენების საფუძველზე, რათა უზრუნველყოს საჰაერო გადამზიდველი კომპანიის მიერ გადასახდელებისა და მოსაკრებლების გადახდა იმ დროისათვის, როდესაც გადარიცხვასთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა საჰაერო გადამზიდველი კომპანიის შესაბამისი მოთხოვნა, იმ პირობით რომ ასეთი ზომები და მათი გამოყენება არ გამოიწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული გადარიცხვების გაუმართლებელ შეზღუდვას.
3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე გასავალზე შემოსავლის ნამატის გადარიცხვისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაუწესებს შეზღუდვებს, ამ უკანასკნელს უფლება ექნება პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებზე დააწესოს საპასუხო შეზღუდვები.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებობს სპეციალური შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორივე ხელშემკვრელ მხარეს შორის სპეციალური შეთანხმება თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელიც არეგულირებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის ფულის გადარიცხვებს, ასეთ შეთანხმებას მიენიჭება უპირატესობა.
მუხლი 16🔗
განრიგის დამტკიცება
1. მომსახურების დაწყებამდე, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას წინასწარ წარუდგენენ დასამტკიცებლად მომსახურების განრიგს, რომელშიც მიუთითებენ ფრენის სიხშირეს, ხომალდის ტიპს და ამ განრიგის ძალაში ყოფნის პერიოდს. მსგავსი მოთხოვნები ეხება ნებისმიერ ცვლილებას.
2. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილ რეისებზე დამატებით განახორციელოს რეისები, მან უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან, რომლიც საჭირო ყურადღებას დაუთმობს აღნიშნული სახის მოთხოვნას.
მუხლი 17🔗
ტარიფები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თვითონ დააწესოს ტარიფები ბაზარზე კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დანიშნული ავიასაწარმოსაგან მეორე ავიასაწარმოსთან კონსულტაციების გამართვა იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი აკისრებენ ან სთავაზობენ.
2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს წინასწარ წარუდგინოს მის საავიციო ხელისუფლებას ის ფასები, რომელსაც ის დააწესებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლის ან შესვლის მომსახურებაზე. ამგვარი წარდგენა დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით, შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 დღით ადრე. ცალკეულ შემთხვევებში წარდგენა შეიძლება იყოს ნებადართული უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს სავალდებულოა. თუ ხელშემკვრელი მხარე ნებას მისცემს ავიასაწარმოს წარადგინოს ტარიფი დადგენილზე მოკლე ვადაში, ტარიფი ძალაში შევა ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაწყებული გადაყვანა-გადაზიდვისთვის შეთავაზებული თარიღიდან.
3. თუ წინამდებარე მუხლში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად დააბრკოლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე დაკისრებული ან შემოთავაზებული ტარიფის ძალაში შესვლა ან გაგრძელება.
4. ხელშემკვრელი მხარის ჩარევა შემოიფარგლება:
a) იმ ტარიფების თავიდან აცილებით, რომელთა გამოყენება წარმოადგენს არაკონკურენტუნარიან ქმედებას და იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის დარღვევა ან აშკარად გამიზნულია კონკურენტის მარშრუტიდან გაძევების მოტივით;
b) მომხმარებელთა დაცვით არაგონივრულად მაღალი ან შეზღუდილი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია ავიასაწარმოების მიერ დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; და
c) დანიშნული ავიასაწარმოების დაცვით იმ ფასებისაგან, რომელიც ხელოვნურად არის დაწეული.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე შემოთავაზებული ტარიფის შეუსაბამობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები და აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი უმოკლეს ვადაში. ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდენ იმ ტარიფზე, რომლის მიმართაც გამოითქვა უკმაყოფიელება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების განსახორციელებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, არსებული ტარიფი რჩება ძალაში.
მუხლი 18🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაცო ხელისუფლება ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნის საფუძველზე მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაცვალოს იფორმაცია მის მიერ ისეთ საკუთარ ავიასაწარმოებზე გაცემული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ მომსახურებას ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ინფორმაცია მოიცავს არსებული სერტიფიკატების ასლებს და უფლებამოსილებებს შემოთავაზებული მარშრუტების განხორციელებაზე, სერტიფიკატებში შესწორებებისა და გამონაკლისის ბრძანებულებების ჩათვლით.
2. თხოვნის საფუძველზე, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მიაწვდის ისეთ პერიოდულ ან სხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს ამ უკანასკნელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რომელიც შეიძლება გონივრულობის ფარგლებში იქნეს მოთხოვნილი.
მუხლი 19🔗
კონსულტაციები
1. ამ შეთანხმების დებულებების იმპლემენტაციისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები, მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, დროდადრო გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს და თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ამ შეთანხმების შესასრულებლად, განსამარტად, გამოსაყენებლად ან მის შესასწორებლად.
2. მე-4, მე-10, მე-11 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს დისკუსიის სახით ან მიმოწერით და უნდა დაიწყოს მათ გამართაზე თხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 20🔗
სადავო საკითხების მოგვარება
1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.
2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირად იქნება დაკომპლექტებული:
a) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, დავის საარბიტრაჟო განხილვის თხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობას.
b) იმ შემთხვევში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან მოახდინოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას მოახდენს ვიცე-პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელიც იმავე მიზეზით არ არის დისკვალიფიცერებული, ზემოხსენებული პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ დანიშნული არბიტრი ან არბიტრები, საჭირობისამებრ, არ იქნებიან ამ შეთანხმების წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ან მუდმივი მცხოვრებნი.
3. იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც შემდგომში წინამდებარე მუხლშია გათვალისწინებული ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს არბიტრაჟის სხდომის ჩატარების ადგილს და თავისი იურისდიქციის ფარგლებს ამ შეთანხმების გათვალისწინებით. საარბიტრაჟო სასამართლო დააწესებს საკუთარ პროცედურას. საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლოში ჩატარდება კონფერენცია განსახილველი საკითხების შესახებ.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ ან საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააწესა სხვაგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. პასუხები უნდა იქნეს გაცემული ზუსტად 60 დღის შემდეგ. პასუხის გაცემის სათანადო თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე,.
5. საარბიტრაჟო ორგანო შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმვლობაში ან თუ საქმის მოსმენა არ შედგა ორივე მხარის მიერ პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.
6. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან თხუტმეტი (15) დღის განმავლობაში და ეს განმარტება გაცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან თხუტმეტი (15) დღის განმავლობაში.
7. ხელშემკვრელი მხარეები შეასრულებენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ პირობას, დროებით ან საბოლოო გადაწყვეტილებას.
8. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ შეთანხმებით მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც ვერ შეასრულა ეს ვალდებულებები.
მუხლი 21🔗
შეთანხმების ცვლილებები და შესწორებები
ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შედის ამ შეთანხმების 24-ე მუხლში მოცემული წესის შესაბამისად. აღნიშნული ფორმით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 22🔗
რეგისტრაცია
წინამდებარე შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება უნდა იქნეს წარდგენილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში.
მუხლი 23🔗
მოქმედების შეწყვეტა
1. ორივე ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ. ამავდროულად, ამგვარი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ხელშემკვრელ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შედეგად.
2. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა ზემოხსენებული შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.
მუხლი 24🔗
ძალაში შესვლის პროცედურა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. რიადში (საუდის არაბეთი), ICAO-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების ღონისძიების დროს - ICAN2023, 2023 წლის 4 დეკემბერს, ორ დედნად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
ომანის სასულთნოს
მთავრობის სახელით
დანართი
მარშრუტების განრიგი
ნაწილი 1
მარშრუტები, რომლებზეც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას:
საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმირი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმირი პუნქტი ომანის სასულთნოში
ნებისმიერი პუნქტი
ნაწილი 2
მარშრუტები, რომლებზეც ომანის სასულთნოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას:
საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმირი პუნქტი ომანის სასულთნოში
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში
ნებისმიერი პუნქტი
შეთანხმებული მომსახურების განხორციელება
1. ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ ნებისმიერი ან ყველა რეისი შეასრულონ ერთი ან ორივე მიმართულებით; განახორციელონ ფრენები შუალედურ და შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის; გამოტოვონ ნებისმიერი შუალედური და ფარგლებს გარეთ მყოფი პუნქტები; გააუქმონ მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და/ან მის ფარგლებს გარეთ; მოემსახურონ პუნქტებს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიაზე ნებისმიერი სახით; გადაიყვანონ მგზავრები მათ მიერ გამოყენებული საჰაერო ხომალდებიდან ნებისმიერ სხვა ხომალდზე ნებისმიერ პუნქტში ან პუნქტებში ამ მარშრუტის ფარგლებში; შეათავსონ სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი საჰაერო ხომალდით მომსახურებისას; და გამოიყენონ საკუთარი ან ლიზინგით შეძენილი საჰაერო ხომალდი.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება ექნება მოემსახუროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პუნქტებს ცალ-ცალკე ან კომბინირებულად, ერთი და იმავე ფრენის ნომრით, იმ პირობით, რომ არ განხორციელდება შიდა მოძრაობა/მიმოსვლა, გარდა სტოპოვერის უფლებით, რაც ნებადართული იქნება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით.
3. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს (ების) მიერ ჰაერის მეხუთე თავისუფლების გამოყენების უფლება ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის.