საქართველოს საავტობუსო მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №416,35,68

1998 წელის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტობუსო მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 19 მაისის №258 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ 1.3 მუხლის საფუძველზე მგზავრთა გადაყვანით დაკავებული ტრანსპორტის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობასა და საავტომობილო გზების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს „დებულება - საავტობუსო მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების შესახებ“ (თან ერთვის).

2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროს, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ავტობუსების დაუბრკოლებელ და უსაფრთხო მოძრაობას, აღნიშნული დებულების შესწავლა.

3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. 

 

 

დებულება

საავტობუსო მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების შესახებ

საავტობუსო მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1

დებულება „საავტობუსო მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების შესახებ“ (ტექსტში შემდგომ „დებულება“) შემუშავებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს საავტობუსო მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომელიც სავალდებულოა:
ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საგზაო და სხვა საწარმოების და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აწარმოებენ საავტომობილო გზების მშენებლობას და ახორციელებენ მათ ექსპლუატაციას თანახმად საქართველოს კანონის „საავტომობილო გზების შესახებ“, ზემოაღნიშნულმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ მათ გამგებლობაში მყოფი საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობანის, საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და მოძრაობის რეგულირების სხვა ტექნიკური საშუალებების შენახვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ავტომობილების დაუბრკოლებელ და უსაფრთხო მოძრაობას.

სამინისტროებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ექსპლოატაციაშია ავტობუსები ან რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება და გზების შენახვა.

მუხლი 2

მგზავრების გადაყვანა საქალაქო, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე წარმოებს დადგენილი წესით. საავტომობილო მარშრუტების დანიშვნისა და მათი კვალიფიკაციის ზოგადი წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტების თანახმად.

მუხლი 3

ავტობუსების მარშრუტებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით, რომლებშიც გათვალისწინებულია:

ა) მძღოლთა მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და მუშაობის რეჟიმი;

ბ) მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ფორმები და მეთოდები;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია და რემონტი;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

ე) საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადატანა;

ვ) მოძრაობის განრიგების დაცვა;

ზ) მარშრუტებზე მოძრაობის სიჩქარის ნორმირება;

თ) სატრანსპორტო დისციპლინისა და ავტობუსებში მგზავრთა ტევადობის ნორმების დაცვა;

ი) ავტობუსების გაბარიტებისა და წონითი პარამეტრების შესაბამისობა საავტომობილო გზების კატეგორიებთან;

კ) საავტობუსო მარშრუტებზე დაუბრკოლებელი და უსაფრთხო მოძრაობისათვის შესაბამისი საავტომობილო გზების, რკინიგზის გადასასვლელების, საგზაო ნაგებობებისა და მოძრაობის რეგულირების სხვა საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.

შენიშვნა: სამთო გზებზე ავტობუსებით მგზავრთა გადასაყვანად დაიშვებიან მძღოლები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობები და გავლილი აქვთ სამთო მარშრუტებზე სტაჟირება დადგენილი წესით.

 

თავი II. ავტობუსების ექსპლუატაციისათვის წარდგენილი მოთხოვნები.

მუხლი 4

მარშრუტებზე მომუშავე ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა უნდა პასუხობდეს ქვეყანაში მოქმედი საგზაო მოძრაობის წესებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებსა და ქარხანა დამამზადებლის ინსტრუქციებს.

მუხლი 5

მთიან და მათთან გათანაბრებულ მარშრუტებზე არ დაიშვებიან ავტობუსები, რომელთა განარბენი ექსპლუატაციის დაწყებიდან 200 000 კმ-ზე მეტია, ამასთან საბურავების ცვეთა არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს ნორმატიულიდან.

მუხლი 6

აკრძალულია მარშრუტებზე ავტობუსების გასვლა კარების საშტატო და ავარიული გაღების გაუმართავი მექანიზმით, აუცილებელი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების, საავარიო გაჩერების ნიშნების, მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის, ავარიული გასასვლელების გამოყენების შესახებ საინფორმაციო წარწერების, სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების გარეშე.

მუხლი 7

ავტობუსები, რომლებიც მუშაობენ მთიან ან მათთან გათანაბრებულ მარშრუტებზე, აღჭურვილნი უნდა იყვნენ ნისლსაწინააღმდეგო და უკანსვლის მაშუქებით.

მუხლი 8

ავტობუსების ხაზზე მუშაობისას ტრანსპორტის მფლობელმა სამინისტროებმა და სხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა, იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მძღოლის მიერ მოძრაობის განრიგსა და ავტობუსების ტევადობის ნორმების დაცვის კონტროლს:

ა) საქალაქო და საგარეუბნო მარშრუტებზე მგზავრების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციით გათვალისწინებულ საერთო ტევადობის ნორმებს;

ბ) საქალაქთაშორისო, საერთაშორისო და მთიან საავტობუსო მარშრუტებზე მგზავრების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომ ადგილთა რიცხვს.

 

თავი III. მოთხოვნები, რომლებიც წარედგინება საავტომობილო გზებს, რკინიგზის გადასასვლელებს, გაჩერების პუნქტებსა და სხვა ნაგებობებს, რომლებზეც გადიან მარშრუტები

მუხლი 9

1. ახლად აშენებული ან სხვა გზების მონაკვეთების ტექნიკური მდგომარეობა, რომლებზედაც გადიან საავტობუსო მარშრუტები უნდა აკმაყოფილებდეს მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სამშენებლო ნორმებითა და წესებით.

2. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სავალი ნაწილის ან საავტომობილო გზების სიგანე საშუალებას იძლევა გამოიყოს ზოლები მარტო ავტობუსების მოძრაობისათვის, საგზაო ორგანოები საგზაო პოლიციასთან შეთანხმებით ახორციელებენ ავტობუსების მოძრაობას მათთვის განკუთვნილ (რეველსიულ)  ზოლებზე.

3. საავტომობილო გზების, ქალაქებისა და სოფლების ქუჩების სავალ ნაწილებს, რომლებზედაც ორგანიზებულია ავტობუსების რეგულარული მოძრაობა, ტექნიკურ კატეგორიებზე დამოკიდებულებით შეიძლება ჰქონდეთ გაუმჯობესებული ან გარდამავალი საფარის ტიპი.

4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე, დასაშვებია ავტობუსების მოძრაობა გზებზე, რომლებიც სრულად არ პასუხობენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ამასთან მხოლოდ მოძრაობისათვის ხელსაყრელ (ზაფხული და ზამთარი) პერიოდში.

5. დასახლებულ პუნქტებში მდებარე გზების მონაკვეთებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ტროტუარები მიწის ვაკისის გარეთ.

6. მთავარ გზასთან გადაკვეთებისა და მიერთებების რაოდენობა და მათი მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.

მუხლი 10

1. საავტომობილო გზებისა და მათი სხვადასხვა მონაკვეთების მდგომარეობა უნდა შესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებს, სახელმწიფო სტანდარტებისა და  სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

2. საგზაო ნიშნების დაყენება უნდა წარმოებდეს სახელმწიფო სტანდარტების სსტ
10807-78 და 23457-86 მოთხოვნების შესაბამისად. გზის სავალი ნაწილის მონიშვნა -
სსტ 13508-74 მოთხოვნათა შესაბამისად.

3. დამცავი ზღუდარებისა და მიმართულებების მიმანიშნებელი მოწყობილობების დაყენება წარმოებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებისა და აგრეთვე სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

4. მთიან ადგილებში გამავალი გზების მონაკვეთებზე, რომლებზედაც გადის ავტობუსების მარშრუტები, უნდა განხორციელდეს დამატებითი ღონისძიებანი
ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და საავარიო ჩიხების აშენების სახით.

5. V ტექნიკური კატეგორიის საავტომობილო გზების მონაკვეთები, რომელთა დახრა მეტია 60%-ზე, ადგილებში სადაც არახელსაყრელი ჰიდროლოგიური პირობებია და იოლად დასველებადი გრუნტი, აგრეთვე მონაკვეთები სადაც (ნორმების საწინააღმდეგოდ) შემცირებულია გზის გვერდული, ავტობუსების მარშრუტების გახსნის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს აუცილებელი რაოდენობის ასაქცევები.

მუხლი 11

1. გზები, რომლებზედაც ხორციელდება ავტობუსების მუდმივი მოძრაობა, მათი მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს საავტომობილო გზების შენახვისა და რემონტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამართულ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ხორციელდება შესაბამისი საგზაო ორგანოების, აგრეთვე საგზაო პოლიციის ორგანოების მეშვეობით.

3. გზის საფარი უნდა უზრუნველყოფდეს ბორბლების საიმედო შეჭიდულობას გზასთან.

4. ასფალტობეტონის საფარი დროულად უნდა იწმინდებოდეს მტვრისა და
ტალახისაგან. უნდა გაიწმინდოს ასფალტობეტონის საფარი დასახლებული პუნქტების ფარგლებსა და მონაკვეთებში, სადაც ძირითადად გზას უერთდება სხვა მისასვლელი გზები ან სადაც ხდება მათი გადაკვეთა. ავტობუსების მარშრუტის მთელ მანძილზე გზის საფარი უნდა იყოს სწორი.

5. საავტომობილო გზების შენახვა ზამთრის პერიოდში უნდა წარმოებდეს საავტომობილო გზების თოვლისაგან გაწმენდის, ლიპყინულის წარმოქმნასთან ბრძოლის მითითებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. გზები გაუმჯობესებული საფრით უნდა სრულად გაიწმინდოს თოვლისაგან.

6. ჩაღრმავებები, ნაკვალები და სხვა უსწორმასწორობები, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, რომლებიც წარმოიქმნება ხელოვნურ ნაგებობაზე, უნდა აღმოიფხვრას პირველ რიგში.

7. გზის გვერდული უნდა მდებარეობდეს სავალი ნაწილის საფარის ერთ დონეზე უნდა იყოს და გზის საფართან დამოკიდებულებით უნდა იყოს გამაგრებული.

8. გზის პირას გაჩენილი ჩამონარეცხები უნდა გაიწმინდოს დაუყოვნებლივ და გაწმენდამდე შემოიღობოს მკვეთრად ხილვადი ზღუდარებით.

9. ზამთრის პერიოდში, გიდრომეტსამსახურის გაფრთხილების შემთხვევაში, გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე უნდა განხორციელდეს ლიპყინულის წარმოქმნის საწინააღმდეგო მასალების მიტანა და დაყრა. თოვის დაწყებისთანავე უნდა დაიწყოს გზების საპატრულო თოვლწმენდა. ეს პირველ რიგში უნდა განხორცილდეს ყველაზე საშიშ უბნებზე: აღმართებში, მცირე რადიუსიან მოსახვევებში და მისასვლელებზე არანაკლებ 100 მეტრისა, გზების ერთ სიბრტყეში გადაკვეთების ადგილას და 100-150 მეტრის მანძილზე შეზღუდული ხილვადობის მქონე გადაკვეთებთან და ა.შ.

10. საავტომობილო გზებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს საგზაო ორგანოები საგზაო პოლიციასთან შეთანხმებით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოძრაობის ორგანიზაციის საგზაო ნიშნების, ზღუდარების, სიგნალიზაციის დაყენებით, შემოვლითი გზების მოწყობის ორგანიზაციითა და ა.შ. ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილებანი საავტობუსო მარშრუტის დროებითი შეცვლის შესახებ.

11. საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო სამშენებლო
სამუშაოების ჩატარებისას.

12. საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით.

13. ახალ საავტობუსო მარშრუტებსა და მოქმედებაში მყოფი ავტობუსების
მარშრუტების გაგრძელებას აწესებს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი ადგილობრივი თვითმართველობისა და მართველობის ორგანოების წინადადებების და საავტომობილო გზის ვარგისიანობის აქტის საფუძველზე.

14. მოძრავი შემადგენლობის, საავტომობილო გზების ტექნიკური კატეგორიისა და მათი ფაქტიური მდგომარეობის შერწყმისათვის, რომელზედაც გადიან მოქმედი ავტობუსების მარშრუტები ან იგეგმება ახალი საავტომობილო მარშრუტის გახსნა, ადგილობრივმა საგზაო ორგანოებმა ყოველი წლის იანვარში (მოქმედ), არაუგვიანეს 6 თვით ადრე გახსნის ვადამდე (ახლად გახსნილ მარშრუტებზე) უნდა წარადგინონ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტში ცნობები საავტომობილო გზებისა და მათი მონაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 12

ავტობუსების მუშაობისას, მათ ხაზზე ტექნიკური და სხვა დახმარების აღმოჩენისა ხელმძღვანელობისა და კონტროლისათვის, მარშრუტების ბოლო და  
შუალედური გაჩერებები, რომლებზედაც წარმოებს სალაროებიდან ბილეთების გაყიდვა აღჭურვილნი უნდა იყვნენ სატელეფონო, სატალეტაიპო ან რადიო კავშირით.

მუხლი 13

1. ავტობუსების გაჩერების პუნქტების არჩევა წარმოებს ავტოსატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციების) წარმომადგენლების მიერ, გამომდინარე მგზავრებისათვის მოხერხებულობის პირობებიდან, ავტობუსების გაჩერების ხილვადობის აუცილებლობიდან, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებიდან - საგზაო პოლიციასთან, საგზაო ორგანოებთან და ქალაქის (რაიონის) მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებით, მტკიცდება მერიისა და გამგეობის მიერ.

2. საცხოვრებელ მასივებში საქალაქო მარშრუტების ავტობუსების გაჩერების პუნქტები უნდა განლაგებულნი იყვნენ ქვეითებისათვის მისადგომ მანძილზე, საწარმოებისა და დაწესებულებების მახლობლად, მეტროპოლიტენის სადგურებთან, სავაჭრო ცენტრებთან, მასობრივი დასვენების ადგილებთან, სადგურებთან და სხვა. ერთი მარშრუტის გაჩერების პუნქტებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 300 მ.

3. დასახლებული ადგილების გარეთ ავტობუსების გაჩერების პუნქტები, როგორც წესი, უნდა განლაგდნენ საავტომობილო გზების გადაკვეთასთან. მათი მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.

4. ავტობუსების გაჩერების ადგილებთან მათი უსაფრთხო მიმოსვლისათვის, ავტობუსების მოძრაობის დაწყების შემდეგ აჩქარების უზრუნველსაყოფად, სავალი ნაწილის ზოლებთან ეწყობა გარდამავალ ჩქაროსნული ზოლები.

5. დასახლებულ პუნქტებზე გამავალ I და II კატეგორიის გზებსა და გზების მონაკვეთებზე გაჩერების პუნქტებთან, იქ სადაც ქვეითთა მოძრაობის ინტენსივობა 100 ადამ/სთ-ია და მეტია  I კატეგორიისათვის, 250 ადამ/ სთ და მეტია II ტექნიკური კატეგორიისათვის, მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელები სხვადასხვა დონეზე.

6. გაჩერების პუნქტებში, სადაც ემთხვევა რამდენიმე მარშრუტი და ავტობუსების მოძრაობის სიხშირე წარმოადგენს 30 ავტობუსს საათში, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ერთდროულად მგზავრთა ჩაჯდომა და გადმოსვლა.

7. გაჩერების პუნქტები ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში დღე-ღამის ბნელ დროს უნდა იყოს განათებული.

8. გაჩერების პუნქტების დალაგება და მოვლა-შენახვა უნდა ხორციელდებოდეს იმ ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ, რომელთა განკარგულებაშიც არის გზები.

ქალაქებსა და სხვა დასახლებულ ადგილებში, გაჩერების პუნქტების დალაგებისა და მოვლა-შენახვის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ.

9. საქალაქთაშორისო მარშრუტების ბოლო გაჩერებისა და მგზავრთა ხანმოკლე დასვენების ადგილების მიმდებარე ზონებში უნდა არსებობდეს საზოგადო ტუალეტები.

მუხლი 14

1. ავტობუსების მარშრუტების დადგენისას უნდა გამოიძებნოს გადაწყვეტილებები, რომლებშიც გამორიცხავენ მათ გავლას რკინიგზის გადასასვლელებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების გამონახვა შეუძლებელია დასაშვებია საავტობუსო მოძრაობა (მუდმივი ან დროებითი) მოქმედ დაცულ ან დაუცველ გადასასვლელებზე რკინიგზის უფროსის, ან სხვა ორგანიზაციის ნებართვით, რომლის გამგებლობაშიც არის გადასასვლელები. ამასთან, საავტობუსო მოძრაობის დაშვება შეიძლება მხოლოდ მათი ავტომატური სიგნალიზაციით აღჭურვის შემდეგ. აკრძალულია და დაუშვებელი ავტობუსების მარშრუტების გახსნა დაუცველ გადასასვლელებზე, რომლებიც არიან აღჭურვილნი ავტომატური სიგნალიზაციით.

2. რკინიგზის გადასასვლელების მოვლა-შენახვა ხორციელდება გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციის შესაბამისად.

3. რკინიგზისა და საერთო სარგებლობის გზების გადაკვეთაზე არსებული გადასასვლელები წარმოადგენს საერთო სარგებლობის გადასასვლელებს, მათი აღჭურვა და შენახვა ევალება იმ ორგანიზაციებს, რომელთა გამგებლობაშიც არის რკინიგზები.

4. რკინიგზის გადასასვლელები, რომლებიც მდებარეობენ ცალკეული საწარმოებისა და ორგანიზაციების მისასვლელი გზების გადაკვეთაზე, არ წარმოადგენენ საერთო სარგებლობის გადასასვლელებს, მათი აღჭურვა და შენახვა გამართულ მდგომარეობაში ევალება იმ ორგანიზაციებსა და საწარმოებს, რომლებიც სარგებლობენ ამ გადასასვლელებით.

5. როდესაც რკინიგზის გადასასვლელებზე არსებული მოწყობილობების რემონტის დროს ირღვევა ან ფერხდება სატრანსპორტო საშუალებების გავლა, მათზე მოძრაობის მოწესრიგება ევალება რემონტის ჩამტარებელ ორგანიზაციებს საგზაო პოლიციასთან შეთანხმებით, ან, თუ რემონტი წარმოებს გადასასვლელების სავალ ნაწილზე, შესაბამის საგზაო ორგანოებთან შეთანხმებით.

6. ავტობუსების გაჩერების პუნქტები განლაგებული უნდა იყვნენ არაუახლოეს 100 მეტრისა პირველი საგზაო ნიშნიდან, რომელიც მიეკუთვნება რკინიგზის გადასასვლელს.

მუხლი 15

1. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები რკინიგზის ლიანდაგებზე უნდა გადავიდნენ მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელებით და გზა დაუთმონ მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინა).

2. რკინიგზის გადასასვლელთან მისვლისას მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, მონიშვნის მოთხოვნებით, შლაგბაუმის მდგომარეობითა და გადასასვლელის მორიგის მითითებით.

3. აკრძალულია გადასასვლელზე გადასვლა:

ა) როდესაც შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება (შუქნიშნის სიგნალების მიუხედავად);

ბ) შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს (მიუხედავად შლაგბაუმის მდგომარეობის ან მისი არსებობისა);

გ) გადასასვლელის მორიგის ამკრძალავი სიგნალის დროს (მორიგე მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით დგას აწეული კვერთხით, წითელი ფანრით ან ალმით, ან ხელები განზე აქვს გაშვერილი);

დ) გადასასვლელის უკან ჩაიხერგა მოძრაობა და ეს აიძულებს მძღოლს გაჩერდეს გადასასვლელზე;

ე) ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს უახლოვდება მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

4. ამის გარდა აკრძალულია:

ა) შემხვედრი მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგარი სატრანსპორტო საშუალებების შემოვლა;

ბ) შლაგბაუმის თვითნებური გახსნა;

გ) რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლა არა დადგენილ ადგილზე;

დ) გადასწრება რკინიგზის გადასასვლელსა და მისგან 100 მ-ზე ახლოს.

5. იმ შემთხვევაში, როცა გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია მძღოლი სდექ- ხაზთან, 2.5 ნიშანთან ან შუქნიშანთან უნდა გაჩერდეს, თუ ესენი არ არის შლაგბაუმთან ახლოს 5 მ მანძილზე, ხოლო თუ შლაგბაუმი არ არის - არანაკლებ 1 მეტრისა რელსამდე.

6. გადასასვლელზე იძულებით გაჩერების დროს მძღოლმა:

ა) დაუყოვნებლივ უნდა გადასხას მგზავრები და მიიღოს ზომები გადასასვლელის გასათავისუფლებლად;
ბ) შეძლებისამებრ გაგზავნოს 2 კაცი ლიანდაგის გასწვრივ გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ მხოლოდ ერთს აგზავნის უნდა გაუშვას იმ მხარეს, საიდანაც უფრო ცუდი ხილვადობაა), აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი;

გ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალების ახლოს და აძლიოს საერთო განგაშის სიგნალი;

დ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მის შესახვედრად და თან აძლიოს
გაჩერების სიგნალი.

შენიშვნა: გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით ხასხასა ფერის ქსოვილის ნაჭრით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით - ჩირაღდნით ან ფანრით) საერთო განგაშის სიგნალს წარმოადგენს ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალები.

 

თავი IV. ავტობუსების მოძრაობის სიჩქარის ნორმების წესი

მუხლი 16

1. საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო და შიდასაქალაქო მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის სიჩქარეთა ნორმირებას ახდენს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი.

2. მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობის სიჩქარე დგინდება საავტომობილო გზების მონაკვეთების თავისებურების მიხედვით და მითითებულია მარშრუტების პასპორტებში.

3. მარშრუტებზე მოძრაობის სიჩქარის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს საგზაო მოძრაობის წესების დადგენილ ზღვარს.

4. მოძრაობის სიჩქარის ნორმირებისას მთიან მარშრუტებზე უნდა წარმოებდეს საცდელი რეისები სხვადასხვა ასაკოვან ჯგუფის მძღოლებთან (მთლიანი ცვლის განმავლობაში), წლის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ამინდში.

 

დამატება

ავტობუსების მარშრუტზე მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისათვის.

ამონაწერი „საავტომობილო გზების სამშენებლო ნორმები და წესებიდან

„სნიპ“ 2.05.02-85 საავტომობილო გზები“

ძირითადი ტექნიკური ნორმები და სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მაჩვენებლები

გზების განივი პროფილის ძირითადი პარამეტრები

1. ერთზოლიანი გზების უბნებზე რომელთა დახრილობა 60%-ზე მეტია, არახელსაყრელი ჰიდროლოგიური პირობების ადგილებში, ადვილად ლბობად გრუნტიან გზებსა და აგრეთვე შემცირებული სიგანის გვერდულის მქონე გზის მონაკვეთებზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ასაქცევის მოწყობა. მანძილი ასაქცევს შორის სათანადოდ უნდა მიღებული იყოს შემხვედრი ავტომობილების ხედვის მანძილის ტოლად, მაგრამ არაუმეტეს 1 კმ-სა. ასაქცევზე სავალი ნაწილის სიგანე მიღებული უნდა იყოს IV კატეგორიის გზების ნორმების მიხედვით, ხოლო ასაქცევის მინიმალური სიგრძე - 30 მ. გადასასვლელი ერთზოლიანი გზიდან ორზოლიან გზაზე უნდა განხორციელდეს 10 მ-ის მანძილზე.

2. მთიანი ადგილების, განსაკუთრებით რთულ მონაკვეთებზე, აგრეთვე ადგილებში გარდამავალ-ჩქაროსნული ზოლებით, გვერდულის სიგანე დაიშვება 1,5 მ I და II კატეგორიის გზებისათვის და 1მ -  სხვა კატეგორიის გზებისთვის.

3. სამთო გზებზე 60%-ზე მეტი გახანგრძლივებული გრძივი დახრილობის ყოველ 2-3 კმ-ის მანძილზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილები ავტომობილების გაჩერებისათვის, რომელთა გრძივი დახრილობა უნდა იყოს არაუმეტეს 20% დაჰორიზონტალური მოედნები არანაკლებ 50 მ-ის სიგრძისა. ავტომობილების გაჩერებისათვის განკუთვნილი უბნები შემცირებული დახრით ან ჰორიზონტალური მოედნები, როგორც წესი, უნდა იყვნენ განლაგებული წყაროების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარიის საწინააღმდეგო ჩიხები გათვალისწინებული უნდა იყვნენ II და III კატეგორიის გზებზე, რომლებზეც მოედნების არსებობის მიუხედავად, 60%
დახრილობის მქონე 3 კმ-ზე მეტი სიგრძის დაღმართის ბოლოს თუ არსებობს
მიმართულების მკვეთრი შეცვლა მინიმალური რადიუსებით.

გადაკვეთები და მიერთებები

საავტომობილო გზების გადაკვეთები და მიერთებები

4. დასახლებული პუნქტების საზღვრებში, ქვეითთა გადასასვლელები სხვადასხვა დონეზე (მიწისქვეშა ან მიწისზედა) I და II კატეგორიის გზებზე უნდა დაიგეგმოს ქვეითთა მოძრაობის შემდეგი ინტენსიობისას: 100 ადამ/სთ და მეტი 1 კატეგორიისა და 250 ადამ/სთ და მეტი II კატეგორიის გზებისთვის. ადგილებში სადაც ასეთი გადასასვლელებია უნდა გათვალისწინებული იყოს გზების შეღობვა.

5. გადაკვეთებისა და მიერთებების რაოდენობა I-III კატეგორიის საავტომობილო გზებზე უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. გადაკვეთები და მიერთებები  I და II კატეგორიის გზებზე დასახლებული პუნქტების გარეთ, როგორც წესი, არ უნდა იყოს 5 კმ-ზე უფრო ხშირად, ხოლო III კატეგორიის გზებზე – 2 კმ-ზე უფრო ხშირად.

6. ყველა მიერთებასა და გადაკვეთას, I-III კატეგორიის გზების მისასვლელებთან,
უნდა ჰქონდეს მაგარი საფარი:

ქვიშიანი გრუნტების შემთხვევაში - 50 მ მანძილზე;

მსუბუქი თიხიანი გრუნტის შემთხვევაში - 100 მ;

თიხიანი გრუნტის შემთხვევაში - 150 მ.

მაგარი საფარის მქონე IV კატეგორიის გზების მისასვლელებზე გათვალისწინებული უნდა იყოს მაგარი საფარის მოწყობა არანაკლებ 25 მ-ის მანძილზე. შესასვლელებისა და გამოსავლელების საფარისთვის, როგორც წესი, გამოყენებული უნდა იყოს ადგილობრივი ქვის მასალები და წარმოების ნარჩენები.

შესასვლელებისა და გამოსასვლელების გზის პირები, მაგარი საფარის უბნების
მთელ სიგრძეზე (დადგენილი ამ პუნქტზე), უნდა გამაგრდნენ არანაკლებ 0,75-0,5 მ-ის
სიგანეზე.

სავალი ნაწილი და საგზაო სამოსი

7. გზის საფარ ზედაპირს უნდა ჰქონდეს ისეთი სისწორე და ხორკლიანობა, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო სიჩქარეებს და მოძრაობის უსაფრთხოებას.

8. მანქანის საბურავებსა და სავალი ნაწილის ზედაპირს შორის შეჭიდულობის კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელის მისაღწევად, (ხორკლიანი ზედაპირისათვის) უნდა გავითვალისწინოთ მოძრაობის ზეგავლენით ცვეთისადმი მდგრადი ქვის მასალების გამოყენება.

შეჭიდულობის კოეფიციენტის მნიშვნელობები I-III კატეგორიის გზებისთვის (გამომდინარე მათი უბნების თავისებურებებიდან და მოძრაობის პირობებიდან საფარის დასველებული ზედაპირის შემთხვევაში) მოყვანილია ცხრ. №1-ში.

ცხრილი №1-ში მითითებული შეჭიდულობის კოეფიციენტის მნიშვნელობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) მოძრაობის საშიში პირობების მქონე უბნებზე ზედაპირის ხორკლიანი მოწყობილობით, ზედაპირის სპეციალური დამუშავებით 5-10, 10-15 მმ ზომის მაღალი
სიმტკიცის მქონე ღორღის ჩაწნეხვით;

ბ) მოძრაობისათვის გაძნელებული პირობების მქონე უბნებსა და ჩქაროსნული მოძრაობის გზებზე, მაღალი სიმტკიცის ქანებისაგან დამზადებული კარკასული მრავალღორღიანი ნარევისაგან ასფალტბეტონის საფარის მოწყობითა და აგრეთვე ცემენტობეტონის საფარის ზედაპირის სპეციალური დამუშავებით;

გ) მოძრაობისათვის გათვალისწინებული პირობების მქონე უბნებზე „ა“ და „ბ“ პუნქტებში მოყვანილი პირობების გარდა, კარკასული საშუალოღორღიანი ნარევებისაგან დამზადებული ასფალტობეტონიანი საფარით, აგრეთვე სხვადასხვა ბითუმომინერალური ნარევების საფარით.

 

ცხრილი №1

მოძრაობის პირობები

გზის უბნის დასახელება

ავტომობილის საბურავებსა და გზის ზედაპირს შორის შეჭიდულობის კოეფიციენტების მნიშვნელობები არანაკლებ 60 კმ/სთ სიჩქარით

.ადვილი

სწორი უბნები ან უბნები 1000 მ და მეტი სიმრუდის რადიუსით, ჰორიზონტალური ან გრძივი დახრით არაუმეტეს 30%, ნორმების შესაბამისი განივი  პროფილის ელემენტებითა და გამაგრებული გვერდულით, ერთ სიბრტყეში გადაკვეთის გარეშე, დატვირთვის დონით არაუმეტეს 0,3.

0,45

გაძნელებული

უბნებზე 250-დან 1000 მ-დე სიმრუდით, დაღმართზე 30-დან 60%-მდე დახრილობით, უბნები სავალი გზის შევიწროების ზონებით (რეკონსტრუქციის დროს), აგრეთვე გზების უბნები, რომლებიც მიკუთვნილია მოძრაობის ადვილ პირობებთან, მაგრამ დატვირთვის დონით 0,3-0,5 შუალედში.

0,50-0,45

საშიში

უბნები გათვლილზე ნაკლები ხილვადობით, აღმართებითა და დაღმართებით გათვლილზე მეტი დახრით, ერთ დონეზე გადაკვეთებითა და მიერთებებით, აგრეთვე უბნები, რომლებიც მიკუთვნილია ადვილ და გაძნელებულ პირობებთან, მაგრამ დატვირთვის დონით 0,5-ზე მეტი.

0,60

 

9. I და III კატეგორიის საავტომობილო გზების საფარი, რომლებიც იგეგმებიან უპირატესად ჩქაროსნული მოძრაობისათვის უნდა იყოს ხორკლიანი და მთელ მანძილზე შეჭიდულობის კოეფიციენტის სიდიდე უნდა აკმაყოფილებდეს ცხრ. №1-ში საშიში გზების უბნებისათვის მოყვანილ მნიშვნელობებს.

10. III და V კატეგორიის საავტომობილო გზების მოძრაობისათვის ადვილ უბნებზე (ცხრ. №1-ის მიხედვით) დასაშვებია საფარის გადაკეთება განსაკუთრებული მცირე ხორკლიანი ზედაპირით (ასფალტობეტონური საფარის ტიპი ქვიშის ნარევებისაგან). ასეთი საფარები აგრეთვე რეკომენდირებულია გათვალისწინებული იყოს საველოსიპედო და ქვეითად მოსიარულეთა გზებზე, ავტობუსების გაჩერებასთან მყოფი პავილიონების მოედნებზე, ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, დასასვენებელ მოედნებზე და ა.შ.

გზის საშიში უბნების მისასვლელებთან რეკომენდირებულია 10-12 მმ ფრაქციის
ღორღით ზედაპირის მოწყობა.

11. გვერდულების საფარი ფერითა და გარეგნული სახით უნდა განსხვავდებოდნენ სავალი ნაწილის საფარისაგან და თავისი სიმტკიცით უნდა უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების მათზე გადასვლის მნიშვნელოვანი დეფორმაციის  გარეშე.

2,5 მ-ის სიგანის გვერდულების საფარი რეკომენდირებულია მოეწყოს ბეტონო მინერალური ნარევების გარეშე ღორღის, ადგილობრივი ქვის, ხრეშის, წიდისა და სხვა მინერალური მასალების გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ გვერდულების საფარის გამაგრება კეთდება უმცირესი 0,75-5 მმ ზომის ღორღით, მაშინ მისი დანარჩენი ზედაპირი უნდა გამაგრდეს იმის მიხედვით, თუ როგორია მოძრაობის ხასიათი და ინტენსივობა, მიწის ზოლის გრუნტი და კლიმატური პირობები: ბალახის ნათესი, ღორღის, ხრეშის, წიდისა და სხვა ყველაზე იაფი ადგილობრივი მსხვილმარცვლოვანი მასალების ნაყარი. ამასთან გზების იმ უნებზე, რომლებიც გადიან დასახლებულ პუნქტებსა და ტერიტორიებზე
დაკავებული ძვირფასი სასოფლო სამეურნეო კულტურებით, გზისპირების გამაგრების სახეები უნდა გამორიცხავდნენ მოძრაობის დროს მტვრის ინტენსიურ წარმოქმნას.

ავტობუსების გაჩერებები

12. გაჩერების ჩასასხდომი მოედნები და პავილიონები უნდა გათვალისწინებული იყვნენ ავტობუსის გაჩერების ადგილებში.

გაჩერების მოედნის სიგანე უნდა იყოს სავალი ნაწილის ძირითადი ზოლების ტოლი, ხოლო სიგრძე დამოკიდებულია, თუ რამდენი ავტობუსი ჩერდება ერთდროულად, მაგრამ არანაკლებ 10 მ-სა.

13. ჩასასხდომი ბაქანი ავტობუსის გაჩერებაზე უნდა იყოს 0,2 მ-ით ამაღლებული გაჩერების მოედნებთან შედარებით და გარშემორტყმული ბორდიურებით. ჩასასხდომი ბაქნის ზედაპირს უნდა ჰქონდეს მაგარი საფარი და მათი ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 X 2 მ2. მგზავრთა პავილიონის უახლესი საზღვარი არ უნდა იყოს 3 მ-ზე ახლოს გაჩერების ბაქნის ნაპირიდან.

14. ავტობუსების გაჩერებები, დასახლებულ პუნქტებს საზღვრებს გარეთ, უნდა განლაგდნენ გზების სწორ უბნებზე ან მრუდეებზე რადიუსით არანაკლებ 1000 მ-სა I და II კატეგორიის გზებისათვის, 600 მ - III კატეგორიისათვის და 400 მ IV და V კატეგორიისათვის. დახრილობა არ უნდა აღემატებოდეს 40%. ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხილვადობის ნორმები.

I კატეგორიის გზებზე ავტობუსის გაჩერებები უნდა განლაგდნენ ერთმანეთის პირდაპირ, ხოლო დანარჩენი კატეგორიის გზებზე ისინი უნდა იყვნენ დაცილებულები, მაგრამ არაუმეტეს 30 მ-სა პავილიონის უახლოესი გვერდითი კედლებს შორის.

გზების გადაკვეთებისა და მიერთებების ზონებში ავტობუსების გაჩერებები უნდა განლაგდნენ ცხრ.№2 და №3-ში მოყვანილი ნორმატივების დაცვით.

ცხრილი №2

საანგარიშო სიჩქარე კმ/სთ

უდიდესი გრძივი დახრები  %-ში

ხილვადობის გაანგარიშებული მანძილი  მ-ში

უმცირესი სიმრუდის რადიუსები მ-ში

ამოზნე-ქილი

გრძივ პროფილში

გზის ზედაპირის

შემხვედრი ავტომობილის

ამოზნექილი

ძირითადი

სხვა შემთხვევაში

150

30

250

-

1000

25000

8000

4000

120

40

175

350

600

15000

5000

2500

100

50

140

280

400

10000

3000

1500

80

60

100

200

250

5000

2000

1000

60

70

75

150

1250

2500

1500

600

50

80

60

120

100

1500

1200

400

40

90

50

100

60

1000

1000

300

30

100

40

80

30

600

600

200

 

საანგარიშო სიჩქარე კმ/სთ

მხედველობის საანგარიშო მანძილი მ-ში

მრუდების უმცირესი რადიუსები გრძივ პროფილში მ-ში, მძღოლის თვალის სიმაღლით მ-ში.

გზის ზედაპირის

შემხვედრი ავტომობილის

2,0

2,5

3,0

60

125

250

4000

3000

2500

50

100

200

2500

2000

1500

40

75

150

1200

1000

800

30

50

100

600

500

400

 

გარდამავალ-ჩქაროსნული ზოლები

15. გარდამავალ-ჩქაროსნული ზოლები უნდა მოეწყოს სავალი ნაწილის ძირითად ზოლებთან დამატებით ავტომობილების დამუხრუჭებისა და დაძვრისათვის, ძირითადი ნაკადიდან გადმოსვლისას ან შესვლისას:

I კატეგორიის გზებზე არსებულ გაჩერებებზე თუ შემავალი და გამომავალი ავტობუსების რაოდენობა 25 ავტ/დღე-ღამეში და მეტია;

II კატეგორიის გზებზე 50 ავტო/დღე-ღამეში და მეტია;

III კატეგორიის გზებზე 100 ავტ/დღე-ღამეში და მეტია.

გარდამავალ-ჩქაროსნული ზოლები ყველა კატეგორიის გზებზე უნდა გათვალისწინებულ იქნეს ავტობუსებისა და ტროლეიბუსების გაჩერებების, დასვენების ადგილმდებარეობისა და გადასახედი მოედნების ადგილებში, აგრეთვე ბენზოგასამართ სადგურებთან.

16. გარდამავალ-ჩქაროსნული ზოლების სიგრძე მიღებული უნდა იყოს ცხრილი №4-ის მიხედვით.

 

ცხრილი №4

გზის კატეგორია

გრძივი დახრა

სრული სიგანის ზოლის სიგრძე მ-ში

დაძვრისა და დამუხრუჭების ზოლების სიგრძე მ-ში

დაძვრისათვის

დამუხრუჭებისათვის

I და II

-40

-20

0

+20

+20

140

160

180

200

230

110

105

100

95

90

80

80

80

80

80

III

-40

-20

0

+20

+40

110

120

130

150

170

85

80

75

70

65

60

60

60

60

60

IV და V

-40

-20

0

+20

+20

30

35

40

45

50

50

45

40

35

30

30

30

30

30

30

 

17. გარდამავალ-ჩქაროსნული ზოლების სიგანე უნდა იყოს ისეთივე, როგორც სავალი ნაწილის ძირითადი ზოლების სიგანე. დასახლებულ პუნქტებში გარდამავალ-ჩქაროსნული ზოლების ნაპირზე ბორდიურების დაყენების შემთხვევაში ისინი უნდა გაფართოვდნენ, ბორდიურების ამაღლების ორმაგი სიდიდით, თუ ბორდიურები განლაგდებიან ერთი მხრიდან და ხუთმაგი სიდიდით, თუ - ორივე მხრიდან.

18. I-III კატეგორიის გზებზე ავტობუსების გაჩერების ადგილებში მოედნების სიგრძეზე და არანაკლებ 20 მ-სა მათ გარეთ, გადასასვლელი ჩქაროსნული ზოლები უნდა გამოიყონ ძირითადი ზოლებიდან 0,75 მ სიგანის გამყოფი ზოლით I და II კატეგორიის გზებზე და 0,5 სიგანისა III კატეგორიისაზე. ეს გამყოფი ზოლები უნდა იყვნენ ერთ დონეზე მიმდებარე ზოლებთან ან ამაღლებული მათზე 0,08 მ-ით.

გზების აღჭურვა

19. რკინაბეტონის, ლითონის ან სინთეტიკური მასალებიდან დამზადებული ბარიერის ტიპის ზღუდარები უნდა გათვალისწინებული იყვნენ I და II კატეგორიის გზებსა და III კატეგორიის გზებზეც, თუ მოძრაობის ინტენსივობა მათზე 2000 ავტ/დღე-ღამე და მეტია (მიღწეული ექსპლუატაციის პირველ 5 წელიწადში):

- იმ შემთხვევაში, თუ მიწაყრილის სიმაღლეა 3 მ და მეტი;

- მრუდების გარე მხრიდან უმცირესი რადიუსების გეგმარებში, თუ მიწაყრილის სიმაღლეა 2 მ და მეტი;

- გრძივ პროფილში ჩაზნექილი მრუდებით, რომლებიც ეუფლებიან შემხვედრ დახრილობებს ალგებრული სხვაობით 50%-ით მეტით;

- პარალელურად მიმავალ (25 მ-ზე ნაკლებ მანძილზე სავალი ნაწილიდან) რკინიგზის ხაზებთან, შენობებთან, წყლის ნაკადებთან სიმაღლით 2 მ და მეტი, ხევებთან და ხეობებთან და აგრეთვე ფერდობებზე 1:3 და მეტი დახრილობით;

- გზის მიმართულებების ცვლილებების არასაკმარისი ხილვადობის ადგილებში;

- სხვადასხვა დონეებზე რთული გადაკვეთებისა და მიერთებების რთულ უბნებზე.

შენიშვნა: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემთხვევაში მთიან რეგიონებში დასაშვებია ბარიერის ტიპის ზღუდეების ნაცვლად გათვალისწინებული იყოს ქვის პარაპეტები (ყველა ტიპის გზებისათვის).

20. ზღუდარების ბოძები უნდა განლაგდნენ არანაკლებ 0,5 მ-სა მიწის ვაკისის ნაპირიდან. გვერდულის სიგანე გზის ნაწილის ნაპირიდან ბარდიურული ტიპის ზღუდარის უახლოეს სიბრტყეზე უნდა იყოს: I და II კატეგორიის გზებზე არანაკლებ 3 მ-სა, ხოლო III კატეგორიის გზებზე არანაკლებ 1,75 მ-სა. ბარიერული ზღუდარის სიმაღლე სავალი ნაწილიდან უნდა იყოს არანაკლებ 0,8 მ-სა. ზღუდარების კონსტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ ხელს არ უშლიდეს გზების თოვლისაგან გაწმენდას.

21. მიმმართველი მოწყობილობები, სასიგნალო ბოძების სახით უნდა  გათვალისწინებული იყოს:

- I - III კატეგორიის გზების სწორ უბნებზე ყოველ 50 მ-ს მანძილზე ნაყარის 2-დან 3 მ სიმაღლის შემთხვევაში, ხოლო გზებზე, სადაც არ არის გათვალისწინებული ბარიერის ტიპის ზღუდეები უფრო მაღალი ნაყარის შემთხვევაშიც;

- თუ გზის მიმდებარედ არის ჭაობი ან 1-2 მ-ის სიმაღლის წყალი, აგრეთვე მცირე ხელოვნური ნაგებობების განლაგების ზონაში და მათთან მისასვლელებზე 30 მ მანძილზე;.

- ერთ დონეზე გადაკეთების ან განშტოებაზე, შიდა მხრიდან მომრგვალებებზე მრუდების 60 მ-იანი რადიუსისათვის ყოველ 5 მ-ში და იგივე 60-დან 400 მ-მდე რადიუსისათვის ყოველ 10 მ-ში;

- 1 მ-ზე უფრო მაღალი ნაყარის შემთხვევაში, მანძილი ბოძებს შორის მომრგვალების გარე მხარეზე მრუდების რადიუსების მიხედვით, მიღებული უნდა იყოს:

რადიუსი 1500 მ და მეტი - 25 მ;

იგივე, უფრო ნაკლები 1500-დან 1000-მდე - 20 მ;

400-დან 60-მდე - 10 მ.

60 - 5მ.

მომრგვალების შიდა მხრიდან სასიგნალო ბოძებს შორის მანძილი მიღებულ უნდა იყოს ორჯერ მეტი, ვიდრე მიღებული გარე მხრიდან.