⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.04.2015)
გაუქმებულია:

“აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილის ნუმერაცის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ"

მიღების თარიღი 06.02.2006
ძალის დაკარგვა 16.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.008.148
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,528 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2006 მიღება
16.04.2015 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილის ნუმერაცის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.008.148 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №89 2006 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXVIII თავის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა №1 დანართის შესაბამისად. 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დაბეჭდილ აქციზურ მარკებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა სამომხმარებლო ბაზარზე და ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებით დამტკიცებული აქციზური მარკების გაცემა განახორციელოს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემდეგ. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი დანართი №1 აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აღნიშნული სისტემა განსაზღვრავს საქართველოს აქციზური მარკების ფერებს, ნუმერაციას, მათზე აღნიშნულ სიტყვიერ წარწერებსა და ტარის ტევადობას. 2. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სპეციფიკაციაში (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში) აღნიშნული იქნება ისეთი მოცულობის ტარა, რომელიც ზუსტად არ მიესადაგება აქციზურ მარკებზე აღნიშნულ მოცულობებს, გაიცემა მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო მაღალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები. 3. მეწარმეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების და აქციზური მარკების დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში), საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია თავისი ინდივუდუალურ-სამართლებრივი აქტით პროდუქციის სახეობის ფარგლებში, გარკვეული სასაქონლო ნომენკლატურული კოდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ამოწურვის შემთხვევაში გასცეს სხვა სასაქონლო ნომენკლატურული კოდისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად აქციზის არანაკლები განაკვეთის მქონე საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ან მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო მაღალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა (აღნიშნული წესი ეხება მხოლოდ იმ აქციზურ მარკებს, რომლებზეც არ არის დატანილი პროდუქციის დასახელება). დაუშვებელია იმპორტული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ერთმანეთით შეცვლა.     მუხლი 2🔗. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი თვითწებადი აქციზური მარკები 1. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ თვითწებად აქციზურ მარკაზე დატანილია შემდეგი სიტყვიერი აღნიშვნები: ა) პროდუქციის დასახელება (არაყი, შუშხუნა ღვინო, ნატურალური ღვინო); ბ) პროდუქციის წარმომავლობის დასახელება (ადგილობრივი, იმპორტი). 2. პროდუქციის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებს აქვთ შემდეგი ფონური ფერი: ა) იისფერი – აქციზური მარკა, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ (არაყი, შუშხუნა ღვინო, ნატურალური ღვინო); ბ) წითელი – აქციზური მარკა, რომელზეც არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუქტის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით დატანილი სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ. 3. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასონიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით. 4. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები, რომლებზეც დატანილია პროდუქციის დასახელება აერთიანებენ შემდეგი სასაქონლო ნომენკლატურული კოდის მქონე პროდუქციას: ა) არაყი – სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220860; ბ) შუშხუნა ღვინო – სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220410; 220421 100; 220429 100; გ) ნატურალური ღვინო – სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2204; დ) აღნიშნული ტიპის მარკებზე სერიის განმსაზღვრელი ქართული ასო-ნიშნები იცვლება ალფაბეტური წესით. 5. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი იმ აქციზური მარკების განსაზღვრა, რომლებზეც არ არის დატანილი პროდუქციის დასახელება, ხდება პირველი სერიული ასო-ნიშნის მეშვეობით და აერთიანებს სასაქონლო ნომენკლატურული კოდის მქონე შემდეგ პროდუქციას: ა) ბ – ბრენდი, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220820; ბ) ლ – ლიქიორი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220870; გ) ე – ეთილის სპირტი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2207; დ) გ – შემაგრებული ღვინოები, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220421 870, 220421 990, 220429 870, 220429 990; ე) ს – ვისკი, რომი და ტაფია, ჯინი და ღვინის ნაყენი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220830, 220840, 220850; ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული და არომატული ექსტრაქტები, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2205; სხვა დადუღებული სასმელები, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220600; სხვა სპირტიანი სასმელები, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220890. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სერიის განმსაზღვრელი მეორე ასო-ნიშანი ცვლაბადია და ექვემდებარება შეცვლას რაოდენობის შევსების შესაბამისად. 7. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე აღნიშნულია ტარის მოცულობის აღმნიშვნელი შემდეგი მაჩვენებლები: ა) არაყი –   0,051ლ – 0.100ლ 0,101ლ – 0.200ლ 0,201ლ – 0.250ლ 0,251ლ – 0.300ლ 0,301ლ – 0.400ლ 0,401ლ – 0.500ლ 0,501ლ – 0.700ლ 0,701ლ – 1,000ლ 1,00ლ  – 2,00ლ 2,001ლ – 10,00ლ ბ) შუშხუნა ღვინო – 0,501ლ – 0.700ლ 0,701ლ – 0,750ლ გ) ნატურალური ღვინო – 0,501ლ – 0.700ლ 0,701ლ – 0,750ლ 0,751ლ – 10,00ლ დ) ბრენდი, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით – ბა 0,051ლ – 0.200ლ 0,201ლ – 0.300ლ 0,301ლ – 0.500ლ 0,501ლ – 0.750ლ ე) ლიქიორი – ლა 0,051ლ – 0.200ლ 0,201ლ – 0.300ლ 0,301ლ – 0.500ლ 0,501ლ – 0.750ლ 0, 751ლ – 1.00ლ ვ) ეთილის სპირტი – ეს 0,301ლ – 0.500ლ 0,501ლ – 0.750ლ ზ) შემაგრებული ღვინოები – გა 0,301ლ – 0.500ლ 0,501ლ – 0.750ლ თ) სხვა დანარჩენი – სდ 0,051ლ – 0.200ლ 0,201ლ – 0.500ლ 0,501ლ – 0,750ლ 0,751ლ – 1.00ლ 8. ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სამელის აქციზური მარკების ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშანია მათზე არსებული სიტყვიერი მითითება –„ადგილობრივი”, „იმპორტი”.     მუხლი 3🔗. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი არათვითწებადი აქციზური მარკები ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ არათვითწებად აქციზურ მარკაზე მარკის მოდელის აღმნიშვნელი ლათინური ანბანის ასოებია: ა) ადგილობრივი წარმოების პროდუქციისათვის: H – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები; G – ბრენდი, ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით; F – ეთილის სპირიტი, არაყი; E – ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური), შემაგრებული ღვინოები, ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრაქტები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელები), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი; ბ) იმპორტის შემთხვევაში: M – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები; L – ბრენდი, ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით; K – ეთილის სპირტი, არაყი; J – ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური), შემაგრებული ღვინოები, ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრაქტები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელები), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი.     მუხლი 4🔗. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები 1. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასო-ნიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით. 2. ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის ფონური ფერია: ა) ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი); ბ) მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო). 3. იმპორტული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის ფონური ფერია: ა) წითელი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი). ბ) ლურჯი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო). 4. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების სერიის აღმნიშვნელი ასო-ნიშნები იცვლება ალფაბეტური წესით რიგითი ნომრების ამოწურვის მიხედვით.     მუხლი 5🔗. იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ძველი ტიპის აქციზური მარკები 1. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასონიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით. 2. აქციზური მარკის ფონური ფერია: ა) მწვანე – იმპორტული ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარელა; ბ) ყვითელი – იმპორტული ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარელა. 3. ბორჯღალის და ხაზის ფერი (ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს მარკის მოდელს) ა) C (მწვანე) – ოქროსფერი – იმპორტული ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარელა; ბ) C (ყვითელი) – ოქროსფერი – იმპორტული ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარელა; გ) D (მწვანე) – ვერცხლისფერი – უფილტრო სიგარეტი.     მუხლი 6🔗. ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები 1. ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია: ა) მწვანე – ადგილობრივი; ბ) ლურჯი – იმპორტული. 2. ლუდისათვის განკუთვნილ აქციზური მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის აღმნიშვნელი ციფრობრივი მაჩვენებელი, სერიის მაჩვენებელი ლათინური ანბანის ორი ასო-ნიშნი და შვიდციფრიანი რიგითი ნომერი: ა) ადგილობრივი ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:  0,33 ლ  0,5 ლ  1,0 ლ  1,5 ლ  2,250 ლ ბ) სერიის მაჩვენებელი ლათინური ანბანის ორივე ასო-ნიშანი იცვლება ალფაბეტური წესით; გ) იმპორტული ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:  0,3 ლ  0,5 ლ  1,0 ლ  1,5 ლ  2,250 ლ დ) იმპორტული ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე პირველი ლათინური ანბანის ასო-ნიშანი „I“ უცვლელია და აღნიშნავს „იმპორტს”, ხოლო მეორე იცვლება ალფაბეტური წესით რიგითი ნომრის ამოწურვის მიხედვით.