„დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს
(შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმების შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. სააგენტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“
საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე
უფლებამოსილი ორგანოები
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის
(შემდგომში – კოდექსი) 421−425 მუხლებითა და
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს
რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
2. კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს სააგენტო.
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე
უფლებამოსილი პირები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ სააგენტოს შესაბამისი
უფლებამოსილი პირი/პირები.
მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების
საფუძველია ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომელიც
ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (შემდგომში –
ოქმი).
2. ოქმის ფორმების მომარაგებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. ოქმის ფორმების შეკვეთას სააგენტო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის
ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის
შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს,
რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
5. სააგენტოდან ოქმების გაცემა შესაბამის უფლებამოსილ პირებზე
ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წერილობითი მოთხოვნის
საფუძველზე. ოქმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების
აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) (შემდგომში – ოქმების აღრიცხვის ჟურნალი)
აღრიცხავს და გასცემს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი,
მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
6. ოქმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).
7. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ და
სათანადოდ დაცულ ადგილას.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ოქმი დგება სამ
ეგზემპლარად (ორიგინალი და ორი ასლი) თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი
№2).
9. ოქმი ივსება მუქი ფერის კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება
გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის
დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება
ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მოხსენებითი ბარათით,
გაუქმების მიზეზების მითითებით, უბრუნებს ოქმის ფორმის გამცემს.
10. ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება
აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან
დაერთვება მას.
11. ოქმს ხელს აწერენ: სააგენტოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი
პირი ან მისი წარმომადგენელი. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს
ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, როდესაც
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება შემოწმების ადგილზე,
სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის.
12. იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს
განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ოქმის პირველი ეგზემპლარი
(ორიგინალი) საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან
ერთად იგზავნება სასამართლოში, ერთი ეგზეპლარი (ასლი) გადაეცემა
სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ხოლო ერთი
ეგზეპლარი (ასლი) რჩება სააგენტოში.
13. იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს
განიხილავს სააგენტო, ოქმის პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) და ერთი ასლი
საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან ერთად რჩება
სააგენტოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი (ასლი) გადაეცემა ან ეგზავნება
სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. იმ შემთხვევაში,
თუ ოქმის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად
ჩაითვლება სააგენტოს ვებგვერდზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით გამოქვეყნებისთანავე.
14. თუ სამართალდამრღვევი პირი უარს იტყვის ოქმის მიღებაზე
(ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რის შემდეგაც ოქმი
ითვლება ჩაბარებულად. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს
ოქმზე დასართავი შენიშვნები და განმარტებები ოქმის შინაარსთან
დაკავშირებით, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის
მიზეზები.
15. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათიდან და საჭიროებიდან
გამომდინარე შესაძლებელია ოქმის შემდგენელმა პირმა განახორციელოს
შესაბამისი ნივთების ან/და დოკუმენტების დალუქვა, რის შესახებაც შესაბამისი
ჩანაწერი კეთდება ოქმში.
16. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა,
რეგისტრირებულ უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 5. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი
1. სააგენტო ოქმების აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს ყოველი კალენდარული
წლისათვის.
2. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით.
ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი,
ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს
უფროსის/მოადგილის ხელმოწერითა და სააგენტოს ბეჭდით.
3. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება
კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო
ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი
ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ოქმების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში,
ხოლო მე-20 გრაფაში – „შენიშვნა“. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე
პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, (მაგალითად –
შესწორებულია მე-8 და მე-15 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და
სახელი)).
4. დასაშვებია ოქმების აღრიცხვა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონულ
ვერსიაში, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის
ბოლოს. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის
მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმითი
ამობეჭდვის შემდეგ.
5. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ოქმების აღრიცხვის
ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ოქმების აღრიცხვის ახალი
ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას.
6. კალენდარული წლის ბოლოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ოქმის
რეგისტრაციის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული ოქმების საერთო რაოდენობის შესახებ.
7. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ
სტრუქტურულ ერთეულში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის
გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს.
8. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს
ოქმების აღრიცხვის ჟურნალისა და მასში ასახული მონაცემების დაცულობა.
9. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ
შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. სააგენტოში ოქმების მიღებაზე, გაცემასა და შესაბამისი ფორმით
აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები/პირი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების
ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს თანდართული
ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნუმერაცია
შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის
აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.“
„დანართი №2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაზარზე ზედამხედველობის
სააგენტო
ოქმი № 000000
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
_________________________ ____________________
(ოქმის შედგენის ადგილი) (თარიღი)
ოქმის შემდგენელი:
__________________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
_____________________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პირის სახელი, გვარი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი/
_____________________________________________________________________________________________
იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი,
_____________________________________________________________________________________________
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)
გამოვავლინე, რომ
__________________________________________________________________________
(დარღვევის აღწერა ნორმატიული აქტის შესაბამისი მუხლების, პუნქტების
მითითებით)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:
___________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
დაილუქა შემდეგი ნივთები და დოკუმენტები (ასეთის არსებობის
შემთხვევაში): ____________
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს/ადმინისტრაციული
ორგანოს
დასახელება:________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა:
____________________________________________________________
სამართალდამრღვევი:
______________________________________________________________________
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
ოქმის ერთი პირი მივიღე:
__________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის სახელწოდება
ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი.“
დანართი №5
სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ
ადმინისტრაციული სახდელის სახით ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების
მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს.
მუხლი 2. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი
1. სააღსრულებო ფურცელი არის სააგენტოს უფროსის მიერ გაცემული
დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების
შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის (დადგენილების) იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ
გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში და ჯარიმის გადახდის
დამადასტურებელი ქვითარი სააგენტოს უნდა წარუდგინოს ჯარიმის გადახდიდან 5
დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში,
სააგენტოს უფროსის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი (დანართი №6-ის
შესაბამისად), რომელიც, ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად, ეგზავნება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
3. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებულ უნდა იქნეს სააგენტოს უფროსის
ხელმოწერითა და ბეჭდით.
დანართი №6

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაზარზე ზედამხედველობის
სააგენტო
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი №
სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი,
გვარი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) № და
შედგენის თარიღი, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში
შესვლის
თარიღი:-----------------------------------------------------------------------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელმწიფო ბიუჯეტი:
საბანკო კოდი:
სახაზინო კოდი:
მოვალის დასახელება:
------------------------------------------------------------------------------------
პირადი ან/და საიდენტიფიკაციო №:
-------------------------------------------------------------------
მისამართი:
--------------------------------------------------------------------------------------------------
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
------------------------------------------------------------
სააღსრულებო ფურცლის გამცემი პირის
ხელმოწერა:------------------------------------------------