ქალაქ ბათუმში, ზღვისპირის ქ. N1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კN05.32.14.073) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 |
|
2024 წლის 31 ოქტომბერი ქ. ბათუმი |
ქალაქ ბათუმში, ზღვისპირის ქ. №1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.32.14.073) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, ზღვისპირის ქ. №1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №05.32.14.073) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთზე – ქ. ბათუმში, ზღვისპირის ქ. №1ა-ში (ს/კN05.32.14.073) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იგივე ოდენობის (ღირებულების) სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|