თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/21525-23

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/21525-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/21525-23

N330216923007669670

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით        

2024 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი  

შესავალი ნაწილი 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  არჩილ კოჭლამაზაშვილი

სხდომის მდივანი   თამთა მასხულია

მყიდველი/განმცხადებელი   ნიკა ტურიაშვილი

წარმომადგენლები   ლაზარე ძირკველიშვილი, შერმადინ გიგოლაშვილი

დაინტერესებული პირები/აქციონერები   ზაზა ჩხიკვაძე, შალვა ვაშაკიძე, ლეილა კაჭიური, ვერიჩკა მაჭარაშვილი, ნანა დოლიძე, მიხეილ სამხარაძე, ლუიზა ჭანუყვაძე, იზა ბაცანაძე, ზოია მიმინოშვილი, გვანცა ტურიაშვილი, ნანა ტურიაშვილი, სალომე ტურიაშვილი

მოთხოვნა   აქციათა სავალდებულო მიყიდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნა

ნიკა ტურიაშვილს ნება დაერთოს სს „შუამთის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვის თაობაზე დაინტერესებული პირებისგან.

განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს

ნიკა ტურიაშვილი (შემდეგში   მყიდველი) გახლავთ სს „შუამთის“ (შემდეგში   საწარმო) საწესდებო კაპიტალში არსებული 22 438 ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს სრული ოდენობის 95.8602%-ს. საწარმოს საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 23 407 ცალს.

განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე გამოქვეყნდა 12.06.2023 წელს ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

2. დაინტერესებული პირის პოზიცია

დაინტერესებულ პირებს განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საწარმოს საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 23 407 ცალს. მყიდველი არის საწარმოს საწესდებო კაპიტალში არსებული 22 438 ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს სრული ოდენობის 95.8602%-ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საწარმოს აქციების მფლობელთა რეესტრი (იხ. საქმე, ტ. I. ს.ფ. 4);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.2. განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე გამოქვეყნდა 12.06.2023 წელს ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაბეჭდი ვებსაიტიდან (იხ. საქმე, ტ. I. ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი გარემოება სადავო არ გამხდარა.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914  მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225.1 მუხლით, თუ აქციონერს აქციების შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების არანაკლებ 95 პროცენტისა, ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – მყიდველი) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225.3 მუხლით, მყიდველი სასამართლოსთვის მიმართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აქციათა გამოსყიდვის მიზეზების/პირობების და პროცედურების შესახებ.

უდავოა, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 23 407 ცალს. მყიდველი არის საწარმოს საწესდებო კაპიტალში არსებული 22 438 ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს სრული ოდენობის 95.8602%-ს.

ასევე უდავოა, რომ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე გამოქვეყნდა 12.06.2023 წელს ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914. 2 მუხლით, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი და თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914. 3 მუხლით, სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს:

ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე;

ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები;

გ) საზოგადოების აქტივები (მათ შორის, საწარმოს რეზერვები, საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (იხ. საქმე, ტ. I. ს.ფ. 202-220), რომლითაც დადგენილია, რომ საწარმოს 23 407 ცალი აქციის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 302 282.20 ლარს, ერთი ცალი აქციის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 55 636 ლარს.

შესაბამისად, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დაინტერესებულ პირებს განმცხადებლის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი.

      სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-, 243-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915მუხლებით,

    გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნიკა ტურაშვილის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. სს „შუამთის“ აქციების 95.8602%-ის მფლობელ ნიკა ტურიაშვილს ნება დაერთოს მოახდინოს სს „შუამთის“ დარჩენილი 4.1398% შესაბამისი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებულ პირთაგან;

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 55,636 ლარი.

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს - 2024  წლის 5 დეკემბერი - 18.00 საათი.

5. სს „შუამთის“ 4.1398% მფლობელ აქციონერებს დაეკისროთ ამავე საზოგადოების 95.8602%-ის მფლობელი ნიკა ტურიაშვილის სასარგებლოდ განცხადებაზე  გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში  (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

მოსამართლე                                                       არჩილ კოჭლამაზაშვილი