საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 07.02.2006
ძალის დაკარგვა 31.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.008.154
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 10/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-9.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold; text-decoration:underline;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-9.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:27.0pt; font-size:26.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-26.95pt; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.2in; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.008.154
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №156
2006 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების X თავის, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 22 აპრილის №89 ბრძანება „საქართველოს სასაზღვრო ძალების ოფიცერთა ატესტაციის შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში (შემდგომში – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი) ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.
3. დებულება ვცელდება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა შემადგენლობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ატესტაციის მიზანი
ოფიცერთა ატესტაციის მიზანია სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფა, ოფიცერთა თეორიული მომზადების, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, ზოგადი განათლებისა და პირადი თვისებების შესაბამისობის დადგენა დაკავებულ თანამდებობასთან.
თავი II
ოფიცერთა ატესტაცია
მუხლი 3🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირები და ჩატარების ვადები
1. ატესტაციას ექვემდებარებიან:
ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა სრული შემადგენლობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა;
ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია დასაწინაურებლად.
2. მშვიდობიან დროს ატესტაცია ეწყობა სამ წელიწადში ერთხელ. მთლიანად ოფიცერთა შემადგენლობის ან მისი ცალკეული კატეგორიების ატესტაცია შეიძლება გაიმართოს სხვა ვადებშიც.
3. ატესტაციას არ ექვემდებარებიან:
ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 4🔗. ატესტაციის პირობები
1. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაცია ტარდება გასაუბრების ან ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით.
2. ტესტირების პროგრამის (დანართი №1) შესახებ ოფიცრები ატესტაციამდე ერთი თვით ადრე მაინც უნდა იქნენ ინფორმირებულნი.
3. ტესტირებასა და გასაუბრებას ატარებს საატესტაციო კომისია სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. ტესტირების დამთავრებიდან ორი კვირის შემდეგ საატესტაციო კომისია ატარებს გასაუბრებას.
4. ატესტაციაზე ოფიცრის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ატესტაციის შედეგების უარყოფითად შეფასების საფუძველია.
5. ოფიცერთა კატეგორიების მიერ ატესტაციის გავლის ფორმას განსაზღვრავს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტირებას ექვემდებარება მომავალ წელს.
მუხლი 6🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის ერთიან საკადრო პოლიტიკას, საატესტაციო კომისიას წარუდგენს იმ ოფიცერთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ადგენს სამხედრო მოსამსახურის დახასიათებას, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს მის ინდივიდუალურ, პროფესიულ თვისებებს, უნარ-ჩვევებს, მისი მუშაობის შედეგების ანალიზს და ა.შ.
3. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს ატესტაციამდე 1 კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
მუხლი 7🔗. შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, საატესტაციო კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა ჩამოქვეითდეს;
დ) გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
2. გადაწყვეტილება მიიღება დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
3. კომისიის გადაწყვეტილება შედის საატესტაციო ფურცელში (დანართი №2).
4. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და დაერთვის ოფიცრის პირად საქმეს.
5. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
6. ატესტაციის შედეგების შესახებ ოფიცერს ეცნობება კენჭისყრის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 8🔗. ატესტაციის შედეგები
სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას დაკავებულ თანამდებობაზე ოფიცრის დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითებისა ან გათავისუფლების შესახებ.
თავი III
ტესტირება და გასაუბრება
მუხლი 9🔗. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში შემუშავებული ტესტების საფუძველზე.
2. ტესტირების დაწყების წინ ყველა ოფიცერს გადაეცემა ტესტი.
3. ტესტირების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი ოფიცერს უტარებს ინსტრუქტაჟს ტესტების შევსებისა და სხვა აუცილებელი პროცედურული საკითხების შესახებ.
4. ტესტირების მსვლელობისას დაუშვებელია ყოველგვარი სახელმძღვანელოს ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება, აუდიო და ტექნიკური საშუალებების (მათ შორის მობილური ტელეფონის) საატესტაციო აუდიტორიაში შეტანა და გამოყენება. აღნიშნულში შემჩნეული პირი იხსნება ტესტირებიდან და ეწერება შეფასება 0 ქულა.
5. ტესტირებისათვის ოფიცერს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემთხვევაში მისი ნამუშევარი ფასდება 0 ქულით.
6. ოფიცრები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ 2-ჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 15 წუთით ადრე.
7. ოფიცერმა აუდიტორიიდან გასვლამდე კომისიას უნდა ჩააბაროს ნამუშევარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს 0 ქულას.
8. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან და მოიცავს იმ სამართლებრივ საკითხებს, რომელიც შეესაბამება ოფიცრის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნათა მინიმუმს.
9. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს 3 სავარაუდო პასუხი, რომელთაგანაც სწორია მხოლოდ ერთი.
10. ტესტირებისას ოფიცერმა უნდა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხის აღმნიშვნელი ასო ტესტში და ტესტის თავფურცელში.
11. თუ ტესტში და ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხები არ ემთხვევა ერთმანეთს, კომისია ითვალისწინებს მხოლოდ ტესტის თავფურცელში აღნიშნულ პასუხს.
12. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
13. მთელი ტესტის მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური – 50 ქულა.
14. თუ ოფიცერი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს 1-ზე მეტ პასუხს ან გადაასწორებს მას, მაშინ პასუხი ფასდება 0 ქულით. თუ არ არის ანიშნული არც ერთი პასუხი, იგი ფასდება 0 ქულით.
15. ტესტების პასუხებს ამოწმებს კომისია კომპიუტერის ან სხვა საშუალებების მეშვეობით.
16. ტესტის 30 და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში შედეგი ფასდება დადებითად და ოფიცერი დაიშვება გასაუბრებაზე. 30-ზე ნაკლები სწორი პასუხი ფასდება უარყოფითად.
17. ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
18. ტესტირებას არ ექვემდებარებიან განსაზღვრულ დარგში შესაბამისი სამეცნიერო ცენზის მქონე ოფიცრები.
მუხლი 10🔗. გასაუბრება
გასაუბრებისას საატესტაციო კომისია აფასებს ოფიცრის სპეციალური პროფესიული მომზადების დონის შესაბამისობას დაკავებულ თანამდებობასთან, მის კომუნიკაბელურობას, ანალიზისა და მართვის უნარს, სტრატეგიულ ხედვას, პიროვნულ თვისებებს.
თავი IV
საატესტაციო კომისია
მუხლი 11🔗. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებას ახორციელებს საატესტაციო კომისია (შემდგომში –
კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის სხდომის მდივანი.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს მოადგილეს (რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში), წევრებსა და კომისიის სხდომის მდივანს.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობაში ნიშნავს დამოუკიდებელ მეცნიერ-ექსპერტებს მათივე თანხმობით.
მუხლი 12🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის სხდომის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის ერთიან საკადრო პოლიტიკას, ორგანიზებას უკეთებს ატესტაციის ჩატარებას.
მუხლი 13🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპების მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 14🔗. საპრეტენზიო კომისია
1. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია თავმჯდომარისა და ორი წევრის შემადგენლობით.
2. ოფიცერს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება, როგორც წესი, განიხილება სამი დღის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელსა და კომისიას.
3. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომლებსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი
15🔗. დავა ატესტაციასთან დაკავშირებით
1. ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი.
საქართველოს პარლამენტი, არჩევის წესი და შემადგენლობა; პარლამენტის წევრად საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის ასაკი; მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება; პარლამენტის მორიგი არჩევნების ჩატარება; პარლამენტის წევრის უფლებამოსილება; პარლამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის უფლებები; სესიის ჩატარება, დენონსირება და გაუქმება, კანონპროექტების ან დადგენილებების განხილვა და მიღება.
საქართველოს პრეზიდენტი; პრეზიდენტად არჩევა და პრეზიდენტობის კანდიდატის არჩეულად ჩათვლა; მათი პასუხისმგებლობა და უფლებები.
საქართველოს მთავრობა.
სასამართლო ხელისუფლება; მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; საქართველოს პროკურატურა.
სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი.
სახელმწიფო თავდაცვა.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვა.
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი.
სასაზღვრო რეჟიმი.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა.
საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
მთავრობის კომპეტენცია.
მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან.
მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის ორგანიზება.
მთავრობის კანცელარია.
სამინისტრო.
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
სახელმწიფო წარმომადგენლობა.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.
სათათბირო ორგანოები.
სამსახურებრივი ზედამხედველობა.
საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
ზოგადი დებულებანი.
ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები და ნორმატიული აქტების იერარქია.
ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი.
ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია.
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნება.
მოხელის წახალისება, სამსახურებრივი დაწინაურება და დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მოხელის ატესტაცია.
სამსახურიდან გათავისუფლება.
დავის გადაწყვეტა.
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
ზოგადი დებულება.
მოქმედების შეზღუდვა.
თანამდებობრივი შეუთავსებლობა.
ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება.
პასუხისმგებლობა კორუფციული სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს კანონი „თავდაცვის შესახებ“
საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება, შემადგენლობა და მართვა.
საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
სამხედრო ვალდებულება და მათი სახეები.
სამხედრო აღრიცხვა.
საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევა, გაწვევისაგან გათავისუფლება, გაწვევის გადავადება.
სამხედრო სამსახურის ვადები.
სამხედრო წოდება და მისი მინიჭების წესი.
საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“
სამხედრო მოსამსახურის სტატუსი.
სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი.
სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები და რეალიზაციის გარანტიები.
სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება და პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს კანონი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”
სახელმწიფო საიდუმლოების ცნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ.
სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა.
საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემა.
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის.
საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
უცხოელი მოქალაქეები.
უცხოელთა საქართველოში დროებით შემოსვლა და გასვლა.
უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემა.
საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
ზოგადი დებულებანი.
საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია, ტექსტის შენახვა და ოფიციალური გამოქვეყნება.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ან შეჩერება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ადმინისტრაციული სახდელი.
ადმინისტრაციული სახდელის დადება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი.
ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ძირითადი დებულებანი.
ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი.
ინფორმაციის თავისუფლება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ.
ტერორიზმი.
სამოხელეო დანაშაული.
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ.
ნარკოტიკული დანაშაული.
დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ.
დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ.
საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები.
საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლები.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების გამოყენება.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმხორციელებელი ორგანოების უფლებები.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმხორციელებელი ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.
მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმხორციელებელი ორგანოებისათვის.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმხორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა.
კონტროლი და ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისადმი.
საქართველოს კანონი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“
წელთა ნამსახურობის პენსია.
ინვალიდობის პენსია.
პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.
პენსიების გადაანგარიშების ძირითადი წესები.
პენსიის დანიშვნა და გაცემა.
საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“
ზოგადი დებულებანი.
ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დაცვა.
დანართი
№
2
საატესტაციო ფურცელი
გვარი, სახელი, მამის სახელი _________________________________________________________
დაბადების წელი _________________________________________________________________
ცნობები განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
(რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, აქვს თუ არა სამეცნიერო ხარისხი, როდის და სად გაიარა სპეციალური კურსები)
დაკავებული თანამდებობა ატესტაციის დროს ________________________________________
კენჭისყრის შედეგები ხმების მიხედვით ______________________________________________
საატესტაციო კომისიის რეკომენდაციები _____________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
ხელმოწერები:
კომისიის თავმჯდომარე ____________________________________________________________
წევრები __________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
ატესტაციის ჩატარების თარიღი „---------“----------------------------------